რა შეფასება მიიღო ჩაკვეტაძემ "ქუინს პარკთან" მატჩში?

AutoSharing Option
ჩემპიონშიპის 27-ე ტურში "ქუინს პარკ რეინჯერსმა" "უოტფორდს" უმასპინძლა 1:2 დამარცხდა.

"უოტფორდის" რიგებში გიორგი ჩაკვეტაძემ თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, ქართველმა ნახევარმცველმა თამაშის გამწვავება რამდენჯერმე მოახერხა, თუმცა მეტოქის კარის წინ მისი გადაცემებით თანაგუნდელებმა ვერ ისარგებლეს.

უცხოურმა პორტალმა Flashscore-მა "ჩაკვეს" თამაში 7.2 ქულით შეაფასა, მეორე უცხოურმა გამოცემა Whoscored-მა 6.8, Sofascore-მა კი 6.9.

შეგახსენებთ, "უოტფორდი" ჩემპიონშიპის სატურნირო ცხრილში 39 ქულით მე-8 ადგილზეა.

altჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა - "უოტფორდმა" "ქუინს პარკი" დაამარცხა

მკითხველის კომენტარები / 17 /
ძალიან მაგარ ნახევარმცველად ყალუბდება. მაგის ადგილი მოედნის ცენტრშია, შემტევ ნახევარმცველად. ნუ ან ათ ნომრადაც. ფიზიკაშიც მომატებული აქვს და ათლეტიზმშიც. ბურთის ართმევაში ძალიან კარგი იყო. შანსებიც შექმნა და გუნდი გოლსაც გადაარჩინა, თამაში სწორად წაიკითხა და იმის ხარჯზე. მეტად უნდა აიღოს თამაში თავზე. ნელნელა ავტორიტეტიც ემატება და უფრო ხშირად მიიღებს ბურთს თანაგუნდელებისაგან. წარმატებები გიო! ისე, ნაპოლის დახატავდა გიო მოედნის ცენტრში.
არტ
20:24 14-01-2024
3
ძალიან კარგი მატჩი ჰქონდა, ყოველ თამაშში უკეთესია! ბრავო, გიო! ასე განაგრძე!
ქომაგი
19:01 14-01-2024
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული