მაცარი: კვარაცხელია ჩემს ტაქტიკას მსხვერპლად შეეწირა?

AutoSharing Option
იტალიის სუპერთასის ნახევარფინალში "ფიორენტინას" დამარცხების (3:0) შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს "ნაპოლის" მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ უპასუხა:

"შედეგი ბევრ რამეზეა დამოკიდებული. მაგალითად, წავაგეთ ისეთი შეხვედრები, რომლებშიც ამას არ ვიმსახურებდით. დღეს ძლიერ გუნდს დავუპირისპირდით. "ნაპოლისთან" მათ თამაშს მაშინ ვუყურე, როდესაც ნეაპოლური გუნდის თავკაცი არ ვიყავი. ვფიქრობდი ისეთი სტრატეგიის არჩევაზე, რომელიც მეტოქეს სირთულეებს შეუქმნიდა. ჩემი ფეხბურთელებით კმაყოფილი დავრჩი.

ამ ტაქტიკით იმ მომენტისთვის მინდოდა გუნდი გამეყვანა, როცა საჭირო შემსრულებლები მეყოლებოდა. ასეთ სქემას ადრე ვიყენებდი. 23-წლიანი გამოცდილება გამაჩნია და შემიძლია განვსაზღვრო, შეუძლია გუნდს თუ არა ასე
მოქმედება.

ლობოტკას მეშვეობით თითქოს 3-3-3-1-ზე გადავერთვეთ. ის "კვარასა" და პოლიტანოს შორის დავაყენე, რათა თავი საუკეთესოდ წარმოეჩინა და გაეკეთებინა ის, რაც ეხერხება. შესანიშნავად გაისარჯა და თავს კომფორტულად გრძნობდა. კაიუსტეს უბრალოდ კუნთის კრუნჩხვა ჰქონდა და იმედია, სერიოზული არაფერი სჭირს.

კვარაცხელია ტაქტიკას მსხვერპლად შეეწირა? არ ვიცი, რას ამბობთ. თუ სპალეტისას მის როლს გაიხსენებთ, დაცვით დონეზე იმავე მოძრაობებს აკეთებდა. 3-4-3-ის დროს სამ შემტევს იგივე ფუნქციები გააჩნია, რაც 4-3-3-სას. ის ისევე დაგვეხმარა, როგორც გასულ წელს დიდ გუნდებთან. მეტ-ნაკლებად ახლაც იმავეს აკეთებს. მეორე ტაიმში სიმეონესთან უფრო ახლოს დავაყენე, მაგრამ ეს მექანიზმი ნაკლებად ჩანდა, ვინაიდან "ფიორენტინა" მჭიდრო მეურვეობით თამაშობდა.

მაცოკი შეიძლება დაიღალა. მგონია, ბევრი სამუშაო არ ჰქონია. რაც შეეხება ძერბინს, ხანდახან ფეხბურთელებს საზღვარგარეთ ეძებენ და არ აფასებენ ადგილობრივებს. ალესიო გადამწყვეტ ზონაში გადამწყვეტი უნდა იყოს. ჩემი აზრით, ის ტალანტია, ტაქტიკურად ჭკვიანია, თანამედროვე მოთამაშეა, თუ ასევე გააგრძელა, დიდი მომავალი ექნება, მეტადრე იმ ასპექტებში, რაც გასაუმჯობესებელი აქვს.

გამარჯვება განსაკუთრებით იმითაა კარგი, რომ ბიჭები თვითდაჯერებულები გახდებიან. ჩემს განკარგულებაში ვინც იყო, საქმე ყველა კარგად შეასრულა. უფრო მეორე ტაიმში, როდესაც მოწინააღმდეგემ პრესინგი შემოგვთავაზა".

მკითხველის კომენტარები / 15 /
კვარა ისეთ შთაბეჭდილებას მიტოვებს რონალდუზაციისკენ მიდის დრიბლინგის მხრივ.
ტიპი 2 კი არა 1 კაცზეც ვეღარ მიდის, იმაზე აღარაფერს ვამბობ საკუთარი მოედნიდან მოწინააღმდეგის საჯარიმომდე ბურთის მიტანაც აღარ შეუძლია.
კაი რუბინზე იტყვით ღრუსეთში თამაშობდა და ადვილად ეძლეოდა სივრცეები, ამიტომ შეეძლო საკუთარი საჯარიმოდან ბურთის წაღებაო. მაგრამ მაგავე რუბინის პერიოდის კვარა ესპანეთთან რამდენიმე კაცზე მიდიოდა დრიბლინგით და ა.შ. ხომ არის კვარას ჰაილაითები ესპანეთთან შეხედონ და იგივე მაჩვენონ წინა წლის კვარას დრიბლინგები და წინ გაქცევები გასული წლის ესპანეთთან.
ტიპი რეალურად საშინელ რეგრესს განიცდის დრიბლინგის მხრივ, სავარაუდოდ იმიტომ რომ ზედმეტად გუნდური მოთამაშე გახდა ამ ნაპოლის სისტემის გამო. ასე საერთოდ დაავიწყდება დრიბლინგი და სასწრაფოდ უნდა გაასწროს ნაპოლიდან. მომავალ წელს პრემიერ ლიგაში უნდა წავიდეს, არ შეიძლება ამ სვარჩიკებთან ყოფნა.
პ.ს. ახლა გამახსენდა, დღეს პირველ ტაიმში კვარას ძალიან დიდი სივრცე ჰქონდა საკუთარი მოედნიდან კარისკენ გაქცეულიყო და უკან გაიქცა, და მერე მცველს დაუგორა ბურთი.
Helados
04:18 19-01-2024
10
მართალია, როცა წინ წასვლა და შეტევის გამწვავება შესაძლებელია, მაშინაც ამ ბოლო დროს უკან აკეთებს პასს, ალბათ ბურთის დაკარგვის შიშით. მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტია. თუ თამაშის დროსაც არ ეცადე დრიბლინგებს, მარტო ვარჯიშებზე არ არის საკმარისი. გაიხსენეთ მესხი, ქინქლაძე, გუცაევი და ა.შ. ხვიჩა არავიზე ნაკლები არ არის.
ზურა
10:42 19-01-2024
4

სიახლეები პოპულარული