სტუმართა გუნდის მწვრთნელმა ვალერიენ ისმაელმა ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე ისევ ძირითად შემადგენლობაში დააყენა და 89-ე წუთზე შეცვალა. ქართველი კარგად გაისარჯა, რამდენიმეჯერ გაამწვავა თამაში, ფიზიკურ ორთაბრძოლებში შესვლასაც არ ერიდებოდა და ანალიტიკური საიტებისგან დადებითი შეფასება დაიმსახურა: flashscore 7.0, sofascore 7.0, whoscored 6.8.
შეგახსენებთ, პირველ წრეში „უოტფორდი“ „ბრისტოლთან“ სახლში 1:4 დამარცხდა და ჩაკვეტაძემ ჩემპიონატზე ჯერჯერობით ერთადერთი გოლი სწორედ იმ შეხვედრაში გაიტანა.
„უოტფორდმა“ ყველა ტურნირზე ბოლო 5 მატჩიდან 2 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა, 40 ქულით მეცხრე ადგილზეა, პრემიერლიგაში გადასასვლელი პლეი-ოფის ზონას 3 ქულა აშორებს და 28 იანვარს „საუთჰემპტონს“ უმასპინძლებს.
ბრისტოლი. „აშტონ გეიტი“
ბრისტოლი - უოტფორდი 1:1
გოლები: 0:1 დელე-ბაშირუ (13, პენ), 1:1 ტვაინი (25)
რა შეფასება მიიღო ჩაკვეტაძემ "ქუინს პარკთან" მატჩში?
ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა - "უოტფორდმა" "ქუინს პარკი" დაამარცხა [VIDEO]