ჩაკვეტაძის კარგი მატჩი და მაღალი შეფასება - "უოტფორდმა" გასვლაზე "ბრისტოლთან" ქულები გაიყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ინგლისის ჩემპიონშიფის 28-ე ტურში „უოტფორდი“ გასვლაზე „ბრისტოლს“ დაუზავდა - 1:1.

სტუმართა გუნდის მწვრთნელმა ვალერიენ ისმაელმა ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე ისევ ძირითად შემადგენლობაში დააყენა და 89-ე წუთზე შეცვალა. ქართველი კარგად გაისარჯა, რამდენიმეჯერ გაამწვავა თამაში, ფიზიკურ ორთაბრძოლებში შესვლასაც არ ერიდებოდა და ანალიტიკური საიტებისგან დადებითი შეფასება დაიმსახურა: flashscore 7.0, sofascore 7.0, whoscored 6.8.

შეგახსენებთ, პირველ წრეში „უოტფორდი“ „ბრისტოლთან“ სახლში 1:4 დამარცხდა და ჩაკვეტაძემ ჩემპიონატზე ჯერჯერობით ერთადერთი გოლი სწორედ იმ შეხვედრაში გაიტანა.

„უოტფორდმა“ ყველა ტურნირზე ბოლო 5 მატჩიდან 2 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა, 40 ქულით
მეცხრე ადგილზეა, პრემიერლიგაში გადასასვლელი პლეი-ოფის ზონას 3 ქულა აშორებს და 28 იანვარს „საუთჰემპტონს“ უმასპინძლებს.

ბრისტოლი. „აშტონ გეიტი“

ბრისტოლი - უოტფორდი 1:1
გოლები: 0:1 დელე-ბაშირუ (13, პენ), 1:1 ტვაინი (25)

altრა შეფასება მიიღო ჩაკვეტაძემ "ქუინს პარკთან" მატჩში?

alt ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა - "უოტფორდმა" "ქუინს პარკი" დაამარცხა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 8 /
პირღია ბითეა თქვა სიმონ!
კ ო მ ბ ლ ე
15:48 21-01-2024
0
ჩვენი უნიჭიერესი ჩაკვე!
საბოლოოდ დაბრუნდი, გთხოვ,და სულ მალე გრანდების რიგიც დაგიდგება,რასაც შენი ტალანტი ნამდვილად იმსახურებს.
გენაცვალე მაგ ეშხიან თამაშში!
ბრაზი
08:55 21-01-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული