საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი შეიძლება იტალიურ გუნდში გადავიდეს

AutoSharing Option
meczyki.pl-ის ცნობით, არაა გამორიცხული, საქართველოს ნაკრების 28 წლის მცველმა ოთარ კაკაბაძემ "კრაკოვია" დატოვოს.

გამოცემის ჟურნალისტი ტომაშ ვლოდარჩიკი წერს, რომ კაკაბაძეს პოლონურ კლუბთან კონტრაქტი ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, გახანგრძლივებაზე აწარმოებს მოლაპარაკებას, მაგრამ მისი სამსახურით სერია A-ში გადასვლისთვის მებრძოლი "კრემონეზე" დაინტერესდა და მოხარული იქნება, თუ გადაიბირებს.

კაკაბაძე "კრაკოვიაში" 2021 წელს გადავიდა და მას შემდეგ 61 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა, ესქტრაკლასას ბოლო, "ლეგიასთან" საშინაო შეხვედრაში (2:0) კი გუნდის კაპიტანი იყო.

"კრაკოვია" ჩემპიონატზე მეცამეტე ადგილზეა და გულშემატკივრები სოციალურ ქსელებში კლუბის
ხელმძღვანელებისგან ქართველის შენარჩუნებას მოითხოვენ.

რაც შეეხება "კრემონეზეს", რომლის ღირსებასაც ლუკა ლოჩოშვილი იცავს, სერია B-ში მესამე პოზიციაზეა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
ბოლო მატჩი უმაღლეს დონეზე ჩაატარა, იმდენად რომ ჩემთვის საუკეთესო იყო მოედანზე. წარმატებები ამ ბიჭს, ყოჩაღ
0
მიდი რა ოთო, რამდენი ხანია მინდა შენი ნორმალურ გუნდში ნახვა. პოლონეთზე მეტს იმსახურებს ეს ნიჭიერი კაცი. კრემონეზე წელს კაი ფორმაშია და დაბრუნდებიან სავარაუდოდ სერია აში
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული