მძიმე სანახაობა ხვიჩას გარეშე - "ნაპოლიმ" "ლაციოსთან" ფრეს მიაღწია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს 21-ე ტურში „ნაპოლი“, რომელსაც დისკვალიფიცირებული ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაეხმარა, გასვლაზე „ლაციოს“ დაუზავდა - 0:0.

პირველი ტაიმი ძალიან მძიმე სანახავი იყო, მოედანზე საინტერესო საერთოდ არაფერი არ ხდებოდა. შესვენების შემდეგ თამაში მეტ-ნაკლებად სანახაობრივი გახდა, გოლინის კარში კასტელიანოსის გატანილი ულამაზესი გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა, ლამის დუბლებით მოასპარეზე „ნაპოლის“ შეტევების ორგანიზება უჭირდა, სიტუაცია ვერც შეცვლაზე შესულმა დებიუტანტებმა ნგონჟმა და დენდონკერმა ვერ შეცვალეს და მაცარის გუნდმა ისე, რომ კარში ბურთი არ დაურტყამს, ფრეს მიაღწია.

„ნაპოლი“ 32 ქულით მეცხრე ადგილზეა და 4 თებერვალს
„ვერონას“ უმასპინძლებს.

რომი. „ოლიმპიკო“
ლაციო - ნაპოლი 0:0

alt"ნაპოლიმ" კვარაცხელია უნდა გაყიდოს" - "პარტენოპეის" ყოფილი მწვრთნელი

მკითხველის კომენტარები / 26 /
ხვიჩა რომ ყოფილიყო იფრენდნენ?))
გიუშა
23:36 28-01-2024
54
ვინც გაიძახის,ხელფასზე ნურაფერს იტყვითო,ხომ ნახეთ,მის გარეშე,ნაპოლის თამაში.ახლაც თქვით,რომ ხვიჩა ნულია.
სოსო
23:40 28-01-2024
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული