ჩაკვეტაძის 60 წუთი და ყვითელი ბარათი - "უოტფორდის" წაუგებელი სერია შეწყდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონშიფის 30-ე ტურში „უოტფორდი“ სახლში „კარდიფ სიტისთან“ 0:1 დამარცხდა.

ამით შეწყდა „უოტფორდის“ ყველა ტურნირზე წაუგებელი 6-მატჩიანი სერია (2 მოგება და 4 ფრე).

მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე, რომლის კონტრაქტი „გენტისგან“ გამოისყიდეს, მწვრთნელმა ვალერიენ ისმაელმა კვლავ სასტარტოში დააყენა და მე-60 წუთზე შეცვალა. ჩაკვეტაძემ ყვითელი ბარათი მიიღო, მისი თამაში კი ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: sofascore 6.4, flashscore 5.9, whoscored 5.7.

„უოტფორდი“ 41 ქულით მე-11 ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას 6 თებერვალს თასზე გასვლაზე „საუთჰემპტონთან“ ჩაატარებს.

უოტფორდი. „ვიკარიჯ როუდი“
უოტფორდი - კარდიფ სიტი 0:1
გოლი: ბოულერი
(43)

altცნობილია, რა თანხას მიიღებს თბილისის "დინამო" ჩაკვეტაძის ტრანსფერიდან

მკითხველის კომენტარები / 10 /
თავდაჯერება აკლდა. კარგ სიტუაციაში რომ ღებულობს ბურთს, მაშინაც თანაგუნდელს ეძებს და თუ ვერ პოულობს, იბნევა. მეტი უნდა აიღოს თავის თავზე. იმედია, დაეხმარებიან ამ ფსიქოლოგიური ბარიერის დაძლევაში, როგორც ფიზიკური ფორმის აკრეფვაში დაეხმარნენ. შეიძლება მარტში მოპოვებული წარმატებაც დაეხმაროს ამაში. წარმატებები ჩაკვეს და ჩვენს ნაკრებს!
ქომაგი
22:23 03-02-2024
1
ჩაკვეტაძეს,მიქაუტაძეს,კვარაცხელიას,დავითაშვილს,აუცილებლად სჭირდებათ გოლები!!!
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული