მიქაუტაძის საგოლე პასი - "მეცი" ზედიზედ მერვედ დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლიგა 1-ის მე-20 ტურში „მეცი“ სახლში „ლორიენთან“ 1:2 დამარცხდა.

მასპინძელთა რიგებში გიორგი მიქაუტაძე კვლავ ძირითად შემადგენლობაში ვიხილეთ. ქართველმა ფორვარდმა 22-ე წუთზე საგოლე პასი მიითვალა, 85-ე წუთზე კი შეცვალეს.

მე-19 წუთზე მოჰამედ ბამბამ "ლორიანი" დააწინაურა, 3 წუთში კი ლამკელ ზემ მიქაუტაძის პასით სხვაობა აღადგინა.

მეორე ტაიმში სტუმრები გააქტიურდნენ და 58-ე წუთზე პანოს კაცერისმა "ლორიანი" წინ გაიყვანა.

„მეცი“ 16 ქულით მე-16 ადგილზეა და 10 თებერვალს გასვლაზე „მარსელს“ დაუპირისპირდება.

მეცი. „სენ-სიმფორიენი“
მეცი - ლორიენი 1:2
გოლები: 0:1 ბამბა (19), 1:1 ლამკელ ზე (22),
1:2 კაცერისი (58)

altმიქაუტაძემ 83 წუთი ითამაშა - "მეცი" "ნიცასთან" დამარცხდა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული