
მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, სტუმრები, რომელთა რიგებში გიორგი მიქაუტაძე აქტიურობდა, მეტოქეს ტოლს არაფერში უდებდნენ. მომენტები ბევრი არ შეიქმნა, მოედანზე დიდად სანახაობრივი არაფერი არ ხდებოდა და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.
შესვენების შემდეგ მასპინძლებმა დიდი ძალებით უხიფათოდ შეუტიეს, მალე თამაში გათანაბრდა, თუმცა „ნიცამ“ პენალტი მოიპოვა და ევან გესანმა თავისი გუნდს მოაგებინა.
მიქაუტაძე 83-ე წუთზე შეცვალეს
„მეცი“ 16 ქულით მეთხუთმეტე ადგილზეა და 4 თებერვალს „ლორიენს“ უმასპინძლებს.
მეცი. „ალიანც რივიერა“
ნიცა - მეცი 1:0
გოლი: გესანი (77, პენ)
დუბლი და საგოლე პასი - მიქაუტაძის მაგარი მატჩი "ესპერანჟთან" [VIDEO]