კვარაცხელია, რომელიც საკუთარ თავზე მუშაობს, მომავალში კი უფრო დიდ კლუბსა და თანაგუნდელებს იმსახურებს!..

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატი 18 აგვისტოს დაიწყება; ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" "ვერონას" ესტუმრება. "კვარამ" გასული სეზონი 11 გოლითა და 6 საგოლე პასით დაასრულა; ევროტურნირების გარეშე დარჩენილ გუნდში მწვრთნელთა მუდმივი ცვლილება იყო, ჩვენებურის ფლანგზე კი ახალ-ახალ ვარიანტებს განიხილავდნენ...

Sportall.ge კიდევ ერთხელ გთავაზობთ სტატიას, რომელიც 6 თებერვალს გამოქვეყნდა და გავიხსენებთ სიტუაციას, რომელიც არსებობდა. კვარაცხელიამ "ვერონას" მაშინ გაუტანა, პირველ წრეში კი დუბლი ჰქონდა შესრულებული...

ხვიჩა კვარაცხელიას შთამბეჭდავი გოლით ყველამ გავიხარეთ. "კვარამ" ისევ ბევრი აალაპარაკა, საუკეთესო დრო გაახსენა. ისე, ქართველ ფეხბურთელს ეს არც აქამდე აკლდა, მისი შედეგიანი
თამაშიც განხილვის საგანია და ნებისმიერი ნაკლებად წარმატებულიც. "ნაპოლის" 77-ე ნომერი "ვერონასთან" ძალიან მონდომებული ვნახეთ. ეს ყველა ეპიზოდში იგრძნობოდა და მთავარი მწვრთნელის მიმართაც შეგვიძლია კომპლიმენტების თქმა - დაგვიანებით, თუმცა სწორი დასკვნები გამოიტანა.

კვარაცხელია კარავაჯოს იმიტომ შეადარეს, ის მინდორზე მოუსვენარი და გამბედავია. ასე იყო მის ყველაზე წარმატებულ სეზონში. ხვიჩა კვირის მატჩშიც ასეთი ვიხილეთ, სჯეროდა საკუთარი შესაძლებლობების, სწამდა, რომ მაინც გაიტანდა და ასეც მოხდა. ჩვენებურის მოწადინება მხოლოდ ამ ასპექტში არ ყოფილა - ერთ ეპიზოდში ჟესუსი ბურთთან ნელა მისვლას და შეტევის ისე წამოწყებას აპირებდა, როცა "კვარამ" მას ბურთი "გამოგლიჯა" და იერიშს სულ სხვა სიმწვავე და მიმართულება მისცა.

Sportall.Ge

77-ე ნომერი თამამად მიდიოდა დრიბლინგებზე და მშვენიერ პასებსაც არიგებდა. იქნებ ხვიჩას დისკვალიფიკაციამ და ცოტათი ამოსუნთქვამ სხვა ენერგია შემატა? - ამის დაშვებაც შეგვიძლია. აუცილებლად აღსანიშნავი ამბავია, რომ ვერონელთა მცველების მხრიდან ზღვარგადასული უხეშობა იშვიათად ვნახეთ. ბოლო დროს სერია "ა"-ში ასე არაა და სასიხარულოა. ასეთ დროს შემტევები საკუთარი უნარების გამოვლენას მეტად ახერხებენ და თამაშიც უფრო სამართლიან პრინციპებზე იგება.

კარგად გამოჩნდა ის, რაზეც მუდმივად ვწერთ: კვარაცხელია საკუთარი თავის სრულყოფაზე მუშაობს და აუმჯობესებს იმ პარამეტრებს, რაც მის პროგრესს სჭირდება. ამის კარგი მაგალითებია უფრო ზუსტი და სრულყოფილი პასები, თავისუფალ ზონებში მოძრაობა თუ დარტყმის დროისა და მიმართულების შერჩევა - გოლი მართლაც იდეალურად ჩაუშვა!.. ვალტერ მაცარი აქ უნდა შევაქოთ. ის რაღაცებს ვარჯიშებზეც იგრძნობდა და ხვიჩას თითქოს დავალება ჰქონდა, კარში მაქსიმალურად ხშირად დაერტყა, რასაც შედეგი მოჰყვებოდა. აუცილებლად აღსანიშნავია, რომ ყველაფერი ეს ეგოიზმის ხარჯზე არ მომხდარა, რასაც სიმეონეზე გაკეთებული პასიც ადასტურებს. კიდევ ერთი - ის, რაც მწვრთნელმა თქვა, კარგა ხანია, ვიცით, ხვიჩას ნაკრებში ფორვარდის პოზიციიდან კარგი გოლები გააქვს და მხოლოდ ფლანგზე "გადასროლილი" არ უნდა იყოს.

Sportall.Ge

როგორც კი "კვარას" ცენტრში მეტი თავისუფლება მიეცა და კართან უფრო ახლოს მივიდა, შედეგმაც არ დააყოვნა. ნეაპოლურ კლუბს ნაკლებად ხმაურიანი, თუმცა მშვენიერი ტრანსფერები განუხორციელებია - კარგი იყო ნგონჟი, მაცოკიმ რუი დიდებულად შეცვალა და საკუთარი შესაძლებლობები ლინსდსტრომმაც გამოავლინა. ამასობაში, პოლიტანო ძველებურად სასარგებლო არაა. ასეა თუ ისე, "კვარა" მომავალში უფრო დიდ კლუბსა და თანაგუნდელებს იმსახურებს!.. რაზეც ხვიჩას დაკვირვება მართებდა, მსაჯებთან კამათისას მიღებული გაფრთხილებებია; იმ ფონზე, როცა ჩვენებური პენალტსაც სამართლიანად ითხოვდა და კუთხურსაც, ეს მაქსიმალურად მშვიდად გააკეთა, მაგრამ ამ მიმართულებით მუშაობას არ უნდა მოეშვას.

ნორვეგიელი პოზიტიური ფსიქოლოგის, რობერტ ბისვა-დინერის მოსაზრებები საინტერესო და პრაქტიკულია. ის გარკვეული უნარების მუდმივად გაუმჯობესებაზე საუბრობს. ჩვენ ახლა მისი განზოგადება კვარაცხელიაზე შეგვიძლია. პირველია - კარგად შევისწავლოთ ის, რაც გვაშინებს. ხვიჩას მხრიდან ღელვის შემცირება და თავდაჯერების მომატება შევნიშნეთ; მეორე - წარმოიდგინეთ ყველაზე ცუდი სცენარი. "რომ ვერ შევძლო?" - ამ შეკითხვის დასმა ბუნებრივია, მთავარი კი იმაზე მუშაობაა, რაც გვაღელვებს; მესამე - პერიოდულად იმის კეთება, რისი გამბედაობაც არ გყოფნის. რაღაც, შესაძლოა, ერთხელ არ გამოვიდეს, მაგრამ შემდეგ მიზანს აუცილებლად მიაღწევ; მეოთხე - დამშვიდების ტექნიკები. სტრესული ფიქრებისგან მაქსიმალური თავდაცვა; მეხუთე - სანდო გარემო და სანაცნობო წრე, რაც წარმატებას მხოლოდ ეხმარება. დაბოლოს - იზეიმოთ თქვენი წარმატება. აქცენტი უნდა გაკეთდეს იმაზე, თუ რა გამოვიდა და არა - პირიქით. ის ჟესტიც "საჭირო" იყო!..

altგოლი და რა გოლი - კვარაცხელიამ "ნაპოლის" გამარჯვება მოუპოვა! [VIDEO]

altმატჩის გმირი იყო - როგორი შეფასება მიიღო კვარაცხელიამ "ვერონასთან" მატჩში

მკითხველის კომენტარები / 40 /
ისე რამდენიმე დღე რომ დაგეცადათ და მილანთან თამაშის შემდეგ მაინც მიგეცათ ეს სტატია და სათაური არააა???!! დიდი ალბათობით მას იმ და იმდენ თავისუფალ სივრცეებს მილანის მცველები არ მისცემენ,არც კარებში დაარტყმევინებენ ისე ადვილად, როგორც ეს მაჩანჩალა ვერონასთან გამოუვიდა,ხოდა დაიწყება ისევ ის იმედგაცრუება და ჩავარდმები რაც იგივე ვერონას კარში გატანილი ორი გოლის შემდეგ ჰქონდა პირველ წრეში. კარავაჯოს შედარება კი კიდევ ახალი საღადაო თემა გახდება,როგორც ჩვენში ისე საზღვრებს გარეთ. იმდენი ვეძახეთ კვარადონა, იმდენი სიმბოლური ტიტულებით დატვირთეს, იმდენი წერეს მის ხელფასა და კონტრაქტზე რომ მისი მთავარი მისია- უფრო სრულყოფილი ფეხბურთელი გამხდარიყო და რომელიმე სუპერკლუბის ინტერესში მოხვედრილიყო სადღაც დაიკარგა და საფეხბურთო თვალსაზრისითაც თვალშისაცემი რეგრესი განიცადა. ჩვენც ქართველებს ისეთი დრო დაგვიდგა გასავარდნ ზონაში მყოფი ვერონას კარში გატანილი გოლიც კი ლამის ეროვნულ მიღწევად აღვიქვით და ვზეიმობთ, პრეს კი ასეთ ანალიტიკურ სტატიებს წერს და ქება დიდებას არ იშურებს, არადა ეს მხოლოდ უსუსტესი ვერონა იყო, დააცადეთ ამ ბიჭს ითამაშოს რამდენიმე თამაში მიჯნით ასეთ დონეზე,განსაკუთრებით მაღალი დონის იტალიურ კლუბებთან და მერე....რამდენიც გინდათ...
შულაია
06 თებერვალი 2024 13:34
24
კარგით რაა!! გეყოთ ეს გათავებელი ბაქი-ბუქი, ბოლოს და ბოლოს გასავარდნი ზონის ვერონას გაუტანა და ეგრევე დაიწყო მორიგი ჭორები დიდ კლუბებში გადასვლაზე, მილანთან და კიდევ ორ- სამ თამაშს მაინც დაელოდეთ, ტორემ პირველ წრეში იგივე ვერონას დუბლი შეუსრულა და მერე რა?? შემდეგი თამაშები განსაკუთრებით იტალიის მოწინავე გუნდებთან პირწმინდათ ჩააგდო. კარგია რომ გაიტანა და ფსიქოლოგიურად უფრო გაუდვილდება მილანის წინააღმდეგ, მაგრამ არა მგონია მილანის მცველებმა ამდენი სივრცეედი დაუტოვონ ან ამდენი კარში თავისუფლად დარტყმის საშუალება მისცენ.
კარგით რააა!!!
05 თებერვალი 2024 17:11
47
კარგი რაა, შენ რა გიშლის ნერვებს, მხითარიანი რომ არაა ასეთი კლასის?
????
06 თებერვალი 2024 11:14
7
მე დიდი ხანია ვწერ, რომ ღმერთმა მეორე ყიფო მოგვცა და ის სწორედ მის ამპლუაში, ანუ ცენტრში უნდა თამაშობდეს და არა ფრთაზე ორი-სამი მცველის გარომოცვაში. მას კარგად შეუძლია ბურთის დაჭერა, კარგი დრიბლინგი და მინდვრის ხედვა აქვს, ანუ კარგი პასი და ბურთის გატანა ორივე მოძრაობა ორივე ფეხით ეხერხება, ამიტომ მისი ასპარეზი მთელი მოედანი უნდა იყოს და არა რომელიმე ფრთა.
ჟორა გაბრიჭიძე
06 თებერვალი 2024 10:42
5
ხვიჩას თავი დაანებოს იმ ერთმა მუჭა კასტამ, რომელიც განურჩევლად ყველას ლანძღავს. ვენაცვალე ჩვენს ბიჭებს, რომებმაც ასეთი დიდი სიხარული და ბედნიერება გვაჩუქეს ერს! ეხლა ერთ ძალიან მტკივნეულ საკითხს უნდა შევეხო! იმ ხალხს მივმართავ, რო ეყოთ გამდებაობა და ვაჯკაცობა, რო დომა ობოლაძეს ბოდიში მოუხადონ, იმ ბინძურ შეურაცყოფაზე, რაც აკადრეს პიროვნულდ! ვნახოთ ვინ აღმოჩნდება ვაჟკაცი!
გია
06 ივლისი 2024 12:11
7
მე ვუხდი ბოდიშს დიმას, მართლაც საზიზღრად მოვექეცით. მაპატიე ძმაო!
!
06 ივლისი 2024 12:36
3
დიმას მისამართით მეც მივქარე და ავყევი ემოციებს.
დიმა ბოდიში. ლევანი
06 ივლისი 2024 19:39
1
რამ განაპირობა და მეტოქის სისუსტემ.ესაა რეალობა.ვერონა ერთერთი მთავარი აუტსაიდერია ბოლო წლებში.
Master
05 თებერვალი 2024 17:47
64
ხვიჩა მოგიხდა ახალი ვარცხნილობა, ეგრე არ ჯობიააა
რაბუ
06 თებერვალი 2024 11:08
4
ადრეც მითქვია და ეხლაც გავიმეორებ. რაც ამ ბიჭმა გააკეთა ქვეყნისთვის, ბოლო 30წლის განმავლობაში არცერთ პოლიტიკოსს არ გაუკეთებია. როცა მის გვერდით თამაშობ რაღაც მომატებული მოტივაცია აქვთ თანაგუნდელებს ნაკრებშიც და ნაპოლიშიც. გიჟი კი არაა კონტე რომ პირველი პირობა ხვიჩას დატოვება მოითხოვა.
დავით 67
06 ივლისი 2024 16:05
2
ე ბიჯო რა სტოლბა რის სტოლბა მართლა ფეხბურთს თამაშობს კაცი და ვინ გვყავს მაგაზე მაგარი ახლაც და ან უკასკნელ ათწლეულში აა!!?? იტალიის ჩემპიონი თან რა დამსახურებიიით! არაფერიაა ვითოომ!,? ე.ი.მარადონა უნდა იყოს მართლააა!?საღოლ ხვიჩა მართლა შვილო და ძმაო ,მართლა ძაან მაგარი ყოფილხარ ,ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე რომ აქ ასე წაროუდგენიხარ საზოგადოებას!! ბრავო მაესტრო ბრავო!!
დინამოს გაუმარჯოს
06 თებერვალი 2024 20:48
3
აქაური მასხარ-კომენტატორები ჟურნალისტს მიმართავენ, რატომ წერ და აქვეყნებ სტატიას ხვიცაზე, დაგეცადა შემდეგ თამაშამდეო. და ორივეზე რომ დაწეროს, ავად გახდება? სპორტული ჟურნალისტის პროფესიაა რომ დაწეროს სტატია თამაშზე და ფეხბურთელებზე, და არა არ დაწეროს! ურცხვად პირდაპირ პროფესიაში უხტებიან))) ხვიჩას "ცისარტყელა“ და „მაგიურ" გოლზე Corriere dello Sport-მა და Gazzetta-მ დაწერეს, ძოლამ მიუძღვნა აღფრთოვანებული კომენტარი და ა.შ. ესენი კი აქ ქართველ ჟურნალისტს ჭკუას ასწავლიან ხვიჩაზე უნდა წეროს თუ არ წეროს))) ნაგლი ფრაერ ხუჟე ტანკა. ისე, გულიანად როგორ არ უნდა გაიცინო ამ მართლა მასხარებზე.
გიორგი
06 თებერვალი 2024 21:49
6
ავტორი ისევ სახურავზე ავიდა
ზვიადი
05 თებერვალი 2024 12:47
26
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული