ჩაკვეტაძის "აკიდებული" პენალტი და "უოტფორდის" მარცხი ლიდერთან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონშიფის 31-ე ტურში „უოტფორდი“ სახლში ლიდერ „ლესტერთან“ 1:2 დამარცხდა.

მასპინძელთა რიგებში გიორგი ჩაკვეტაძე ისევ სასტარტოში იყო, მეათე წუთზე საკუთარ საჯარიმოში ბელგიელი ნახევარმცველი დენის პრატი წააქცია და სტუმრები პენალტით პატსონ დაკამ დააწინაურა. შესვენების შემდეგ „უოტფორდის“ კარი რიკარდო კარვალიომ დალაშქრა, თუმცა მალე ემანუელ დენისმა ანგარიში შეამცირა. დარჩენილ დროში მასპინძლებმა მეორე გოლის გატანა ვერ შეძლეს და მარცხი განიცადეს.

ჩაკვეტაძე 72-ე წუთზე შეცვალეს, მისი თამაში კი ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: sofascore 6.4, whoscored 5.9, flashscore 5.8.

„უოტფორდმა" ყველა ტურნირზე ბოლო 6 მატჩიდან 3 წააგო, 3 ფრედ დაასრულა, 41 ქულით მეთერთმეტე ადგილზეა და 13
თებერვალს გასვლაზე „ნორვიჩს“ დაუპირისპირდება.

უოტფორდი. „ვიკარიჯ როუდი“
უოტფორდი - ლესტერი 1:2
გოლები: 0:1 დაკა (11, პენ), 0:2 რიკარდო პერეირა (55), 1:2 დენისი (63)

altჩაკვეტაძემ ისევ ყვითელი ბარათი მიიღო - "უოტფორდი" თასიდან გამოვარდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 12 /
მსოფლიო დონის ფეხბურთელი ერთი გვყავს მხოლოდ,კვარა.დანარჩენები ყველა ერთი დონისაა პლიუს-მინუს...ჩაკვეტაძე იყო უმაღლესი დონე,მაგრამ ტრავმის მერე ის იქცა საშუალო დონის ფეხბურთელად და ისეთი პირი უჩანს,რომ ის ამ დონეს უკვე ვერ გასცდება.
ჩვენც რეალობა უნდა ვაღიაროთ,მარტო კვარათი მწვერვალებს ვერ დავიპყრობთ.ლუქსემბურგსაც რომ მოვუგოთ,როგორ წარმოგიდგენიათ საბერძნეთის ჩვენზე ბევრად ძლიერი გუნდის დამარცხება??? მე ვერ წარმომიდგენია,თან ამ მწვრთნელობის მოსწავლე სანიოლის ხელში.
მირო
00:59 11-02-2024
11
ვიცი ბევრი არ დამეთანხმება, მაგრამ მე ამ ბიჭის მაგარი თამაში ვერ ვნახე. ეხლა ანდორა და ყაზახეთი არ მითხრათ. გენტშიც ბოლოს სათადარიგოდ დასვეს. კი ბატონო ეს შეიძლება ტრავმას დავაბრალოთ, მაგრამ ფაქტი ჯიუტია. ისე კარგია რომ სათამაშო დრო ეძლევა, მიუხედავად იმისა რომ უოტერფორდი საშუალოზე დაბალის დონის გუნდია ჩემპიონშიპში. ასევე ვერ ვნახე ვერსად მიქაუტაძის თამაში. ასე რომ ერთი ფეხბურთელი გვყავს ნაკრებში. ზივზივაძის მეიმედება კიდევ ლუქსემბურგთან. სხვა დანარშენებმა საშუალო დონეს ვერ მიაღწიეს ჯერ. მერე ვნახოთ იქნებ აქაჩონ.
დავით 67
23:11 10-02-2024
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული