ტაჯიკეთის ნაკრებს სათავეში გელა შეყილაძე ჩაუდგა

AutoSharing Option
ტაჯიკეთის ფეხბურთის ფედერაცია იტყობინება, რომ მათი ქვეყნის ნაკრების მწვრთნელად 53 წლის გელა შეყილაძე დანიშნეს, რომელიც აქამდე პეტარ სეგრტის თანაშემწე იყო.

შეყილაძის ასისტენტი თამაზ ბოკერია იქნება. ის აგრეთვე სეგრტის სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა.

შეყილაძე ბთუმის "დინამოში", "ლიერსში", "რუზელარეში", კიევის "არსენალსა" და ცსკა-ში თამაშობდა, შემდეგ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელის თანაშემწე იყო, მუშაობდა "პერსირესეში", "მაკასარში", "ზვეზდა გრადაჩაცში", ავღანეთისა და მალდივის ნაკრებებში.

ტაჯიკეთის ეროვნული გუნდი აზიის 2024 წლის თასზე 1/4-ფინალში გავიდა, სადაც იორდანიასთან 0:1 დამარცხდა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
წარმატებები!
ლაშა
20:33 21-02-2024
0
მიდი გელა!
ნუგზარაშვილი
10:56 22-02-2024
0

სიახლეები პოპულარული