"პატივისცემა გამოიჩინოს, ეს გამაღიზიანებელია" - კანავარო კვარაცხელიას უკმაყოფილებაზე

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში "ნაპოლიმ" საკუთარ მოედანზე "ბარსელონას" უმასპინძლა და ფრედ, 1:1 ითამაშა.

"პარტენოპეის" ახალმა მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ ხვიჩა კვარაცხელია 67-ე წუთზე შეცვალა, რაც დიდი მოულოდნელობა გახლდათ. ჩვენებურმა მოედნის დატოვებისას უკმაყოფილება ღიად გამოხატა.

აღნიშნულის შესახებ ცნობილმა იტალიელმა ფეხბურთელმა ფაბიო კანავარომ გააკეთა კომენტარი, რომელმაც Prime Video-ს ეთერში განაცხადა:

"პატივი უნდა სცე შენს თანაგუნდელებს, რომლებიც შენ მსგავსად ყოველდღიურად ბევრს ვარჯიშობენ და მოედანზე გასვლა უნდათ.

ახალ მწვრთნელს შესაძლოა, ასევე სურდა, რომ შანსი მიეცა რომელიმე სხვა მოთამაშისთვის. მწვრთნელისთვის ეს დამოკიდებულება და გამოხატულება
გამაღიზიანებელია", - თქვა კანავარომ.
მკითხველის კომენტარები / 47 /
ამ საიტზე 13 ამბიდან 11 კვარაცხელიაზეა მთავარ გვერდზე, მარაზმში ხართ უკვე გადასული, მიშამანია ბიძომანია კვარამანია
გოგა
23 თებერვალი 2024 00:59
2
გუნდის დაყენება და შედეგის მიღწევა მწვრთნელის ვალდებულებაა, როცა გცვლიან და აპროტესტებ, ეს მწვრთნელის უფლება-მოვალეობებში ჩარევას ნიშნავს, რისი გაკეთების უფლება არავის აქვს, თვით ლავრენტისაც კი. ამიტომ ხვიჩას დაფიქრება მართებს და ეს არასოდეს არ უნდა გააკეთოს, მით უმეტეს უცნობ მწვრთნელთან.
ჟორა გაბრიჭიძე
22 თებერვალი 2024 20:25
4
ეს ჟესტი უცილობლად არ ნიშნავს, რომ უკმაყოფილებას და პროტესტს გამოხატავს მოედნიდან გაყვანის გამო! შესაძლოა აგრეთვე, რომ ეს ნიშნავდეს გულდაწყვეტას სუსტი თამაშის ან მარცხის გამო! კანავარო სუბიექტურად მიუდგა ამ ჟესტს და სწორედაც რომ უპატივცემულობა გამოავლინა ხვიჩას მიმართ! ჟესტების სპეციალისტია? ფსიქოლოგია?
დო მაჟორი
22 თებერვალი 2024 14:15
14
კანავარო არ არის სპეციალისტი და შენ ხარ? პირველ რიგში მისი ჟესტი აღითქმება შეცვლის გამო. შეიძლება თამაშის უკმაყოფილების გამოც, მაგრამ, ეს უკვე მეორე რიგის მომენტია.
ნიკო
22 თებერვალი 2024 15:06
5
ფსიქოლოგი რომ არ ვარ ამიტომაც არ გამომაქვს კატეგორიული დასკვნები და ვიყენებ სიტყვა "შესაძლოას", მაგრამ როდესაც ამ ჟესტის გამო ვინმე ბრალს სდებს ხვიჩას თანაგუნდელების უპატივცემულობაში, ეს უკვე სხვა შემთხვევაა და მეტი საფუძველი უნდა ჰქონდეს ბრალდებისათვის. გარდა ამისა, მის სიტყვას მეტი წონა აქვს და ტენდენციური მიდგომით შეიძლება დაუმსახურებელი ზიანი მიაყენოს ახალგაზრდა ფეხბურთელს.
დო მაჟორი
22 თებერვალი 2024 18:20
2
მართალია ეს კაცი, ესეთი ხელი ქნევა ყველა შეცვლაზე უკვე ცუდ რამეზე მეტყველებს.
ჯორჯ
22 თებერვალი 2024 16:14
4
ჩემდა სამწუხაროდ, რეალურად შესაცვლელი იყო.
mamuka09ze
22 თებერვალი 2024 14:14
5
მოდი რა კანავარომ თავის თავს მიხედოს, დავიწყოთ იქიდან რომ ხვიჩა რაც ნაპოლიში გადავიდა გადაცემას არ აძლევენ როცა საჭიროა, მარცხნივ საერთოდ არ იხედებიან, ასე იყო სპალეტის დროსაც და ახლაც ასეა. რაც არუნდა იყოს ხვიჩა უცხოა, ასეთი დაბალი დონის გუნდებში ასეა. გუნდში იტალიის საუკეთესო ფეხბურთელი გყავდეს და ვერ იყენებდე ეს უკვე მწვთნელის დანაშაულია. ეს იტალიელები ყველაფერს ხედავენ და დაბალ ხელფასს, გადაცემების დაიგნორებას, აგდებულ დამოკიდებულებას ვერ ხედავენ. შარშან გუნდელებმაც არ მიულოცეს წესიერად იტალიის საუკეთესო რომ გახდა. გადადი კვარა მანდედან.
დათო
22 თებერვალი 2024 21:58
10
კვარაცხელიას თავს რაღაც ხდება. ნერვებს ვერ თოკავს, ფსიქოლოგიირად ვერ არის, აღარ ვარჯიშობს როგორც საჭიროა-ის კვარა აღარაა ბაზაზე რო ცხოვრობდა ყაზანში. იმედია არ დქვკარგავთ როგორც ქინქლაძეს... დაეხმარეთ ვისაც შეგიძლიათ....
ბათუმი
23 თებერვალი 2024 02:26
2
სადმე ეწერა რომ ისე აღარ ვარჯიშობს, როგორც ადრე?
ზაგალო
23 თებერვალი 2024 09:23
0
ხვიჩას ემოციების გამოხატვის ფორმა შეიძლება საკამათო იყოს, მაგრამ თუ კანავაროს თქმით სხვებიც ხვიჩასავით შრომობენ და თავს არ ზოგავენ, მაშინ ხვიჩას ხელფასი რატომ არის გაცილებით დაბალი ვიდრე სხვა "მისნაირი" მოთამაშეებისა გუნდში?. გვიპასუხე ფაბიო მეგობარო. ეს ისე ლირიული გდახვევა თემიდან.
wtf
22 თებერვალი 2024 17:03
17
სწორი შეკითხვაა
დავით 67
22 თებერვალი 2024 19:36
4
ვაიმეეე!!!მაგაზე ხმა არ ამოიღოოო!ამ საიტზე, ხელფასის ხსენებაზე ძალიან ბრაზდებიან!/გივი ბერიკაშვილი/
სოსო
22 თებერვალი 2024 20:51
1
როცა გუნდის შედეგზე პასუხისმგებლობას შენ გაკისრებენ,თანაგუნდელები შენკენ არ იყურებიან და ბოლოს,ისევ შენ გამტყუნებენ,კმაყოფილი როგორ იქნები?ხვიჩაზე პასი მხოლოდ მაშინ მიდიოდა,როცა საკუთარი კარისაკენ მოდიოდა და ზურგზე მცველი ჰყავდა მიწებებული.ღია სივრცეში,არც ერთი პასი არ გაუკეთებიათ და მაშინაც კი,როცა ორ-სამჯერ საკმაოდ თავისუფალ ზონაში გაიხსნა,პასი არავინ მიაწოდა.ნაპოლი მოგებაზე კი არა,არწაგებაზე იყო დამიზნებული და თამაშის გამწვავებაზე,რომელსაც რისკიც ახლავს,არ მიდიოდა.კვარა მაშინ არის საშიში,როცა გუნდი შეტევის გამწვავებაზეა დაგეშილი.ასეთი იყო,შარშანდელი ნაპოლი,წუხელ კი,გოლის გაშვებამდე,კარისკენაც კი არ ჰქონდა დარტყმული.ბარსელონასაც,როცა იგებს, ამ სეზონში დასჩემდა თამაშის ბოლოს,ანგარიშის შენარჩუნებაზე თამაში და დაცვაში ჩაჯდომა.ამის გამო ლა ლიგაშიც რამდენჯერმე დაისაჯნენ და ახლაც გაუშვეს გოლი,მათი დაცვაც ხომ კრიტიკას ვერ უძლებს.გავიდა ის ერთი პასი და ოსიმენმა გაათანაბრა,თორემ ნაპოლიმ რა შექმნა შეტევაში?ბარსელონა,14-ჯერ დაჯარიმდა ამ თამაშში და აქედან რამდენჯერ კვარაზე?პირველივე ჯერზე თუ ვერ ართმევდნენ ბურთს,მაშინვე ჯარიმას იღებდნენ და თანაც სად,თითქმის ცენტრში.ეს პასიურობას კი არ ნიშნავს,არამედ თამაშის საშუალების არ მიცემას.გუნდმა უნდა გამოიყენოს ეს გადამეტებული ყურადღება და თუ ვერ იყენებს,ეს ხვიჩას ბრალი არ არის.ვერც ოსიმენი იღებდა ბურთს.ამ თამაშში,ერთადერთი,მეკარე მერეტი იყო მოწოდების სიმაღლეზე და ცოტა უფრო მაღლაც,ნაპოლის მხრიდან.უნდა შეეცვალათ კვარა?ალბათ უნდა შეეცვალათ,რადგან ასეთ თამაშში,ხვიჩას არაფერი ესაქმება.უნდა განაწყენებულიყო ხვიჩა?უნდა განაწყენებულიყო,რადგან მისგან გამარჯვებას მოითხოვენ,მწვრთნელი კი,არწაგებაზე ალაგებს გუნდს.ასე მოთამაშე გუნდში,ხვიჩას აღარაფერი ესაქმება.ეს პირველი თამაში იყო და შესაძლოა კალცონამ ვერც გარისკა.მომდევნო რამდენიმე ტური გამოაჩენს როგორი თამაში სურს,მას.ისიც გასაგებია,რომ მხოლოდ ერთი ვარჯიშის შემდეგ,ის მაინც მისთვის ნაცნობ ფეხბურთელებს დაეყრდნო და ენდო,მაგრამ მისი პირველი შეხვედრა,ხვიჩასათვის არასასიამოვნო აღმოჩნდა და კვარას,გუნდიდან წასვლის სურვილს კიდევ უფრო გაუძლიერებს.ნეტავი გაუშვან! ახლა მხოლოდ ის მინდა,სანაკრებო თამაშებამდე,ხვიჩა ჯანმრთლად მივიდეს და კონდიციების შესანარჩუნებლად,საკმარისი სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს,მერე კი,სულაც თადარიგში რომ დასვან,უფრო ადვილად გაუშვებენ გუნდიდან.
სოსო
22 თებერვალი 2024 15:55
8
თანამედროვე ფეხბურთი ეგრე არაა მოწყობილი,ანუ სხვებმა უნდა ირბინონ და ეს ერთ ადგილზე უნდა იდგეს და დაღეჭილ პასს ელოდოს?და შემდეგ მომენტსაც ვერ ქმნის არც ამწვავებს..80% ისევ უკან აბრუნებს ბურთს,თანამედროვე ფეხბურთი არის წინ და უკან გაუჩერებელი სირბილი,ვერ აუწყობ ფეხს და მორჩა შენი ფეხბურთი.
თემო
22 თებერვალი 2024 16:39
7
ფეზბურთელი ცუდი თამაშის გამო (და კვარას ცუდი თამაში ჰქონდა) თუ უკმაყოფილოა, თუ გაბრაზებულია და მოწყენილი მემგონი ეს მის ხასიათზე - მის მაღალ მოტივაციაზე მეტყველებს არა? ! აბა როგორ სჯობს გვარ და სახელებს არ დავასახელებ და ქვეყნის ნაკრებში წაახმული უთავმოყვარეო "თამაში" შემდგომ შოპინგებზე და კლუბებში რომ მირბიან გასატ....ბლად ეგ სჯობს? იმიტომაც ამთავრებენ მერე ალანიებში და კვიპროსის მეორე დივიზიონებში 30 წლის ასაკში. პირიქით, ფეხბურთელი თუ ასე განიცდის წარუმატებლობას ეს მხოლოდ ძალებს უნდა მატებდეს. რავი თქვენ ვინმეს გიხარიათ რამე რომ არ გამოგდით? ზეიმობთ? და იღრიჯებით როცა მიზანს ვერ აღწევთ? რავიცი რაიავიცი
იბერია
22 თებერვალი 2024 14:21
9
იბერია (სახელი მკრეხელური). გარტყმაში არ ხარ რაზე გააკეთა აქცენტი კანავარომ. ან რა შედარებებს აკეთებ. თუ ასეთი გამოხტომები მოიმატებს ხვიჩას მიერ, ღმერთმა არ ქნას, მაგრამ, მინდა დაგარწმუნოთ, რომ ის გადაინაცვლებს თადარიგში, ხოლო მისი სატრანსფერო ფასი, წლის მოლომდე განახევრდება. აგერ მე და აქაც თქვენ. საახლობლომ მაინც ურჩიოს, რომ ასეთი ქმედებები ყოვლად მიუღებელია და დამაზიანებელია პირადად მისთვის. რა იყო ხვიჩა გასულ წელს და რა არის ახლა? ასეთი გარდასახვა წარმოუდგენელია, განსაკუთრებით ქცევების კუთხით. რა მოხდა ასეთი.. ნუ მოკლედ.....
გოგია
22 თებერვალი 2024 15:01
11
გოგია - "მკრეხელობა - უგულებელყოფა და უპატივმცემლობა ღმრთისა და, აგრეთვე, ადამიანთა მიმართ. ჩვეულებრივ, ტერმინი აღნიშნავს ყოველივე წმიდას ან ზნეობის საწინააღმდეგო ქცევას, რომელიც ადამიანებში შეძრწუნებასა და აღშფოთების გრძნობას იწვევს" პახოდუ:) თბილისის დინამოს სახელი ერთხანს. რით შეძრწუნდი ასე ძმობილო ჩემი თიკუნით?:)))
იბერია
22 თებერვალი 2024 17:48
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული