"რატომ ავირჩიეთ "ნაპოლი"? - ბადრი კვარაცხელიამ დეტალები გაიხსენა

AutoSharing Option
"ნაპოლის" ქართველი გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას მამამ, ბადრი კვარაცხელიამ Il Mattino-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში იმ მიზეზებზე ისაუბრა, თუ რატომ მიიღო ხვიჩამ "პარტენოპეიში" გადასვლის გადაწყვეტილება და არა სხვა კლუბში.

"ხვიჩათი უამრავი კლუბი იყო დაინტერესებული, თუმცა ყველას "ნაპოლის" მსგავსი თანმიმდევრულობა არ გამოუჩენია. "პარტენოპეი" მას დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდა, გარდა ამისა, გადამწყვეტი თავად ფეხბურთელის ნება იყო.

რატომ "ნაპოლი"? საქართველოში დიეგო მარადონა ყველას უყვარდა და ახლაც უყვართ. იმაზე ფიქრი, რომ ჩემი შვილი ოდესმე დიეგოს გუნდის ფორმას მოირგებდა და მისი სახელობის სტადიონზე ითამაშებდა... ეს ნამდვილად ოცნების ასრულებას
ჰგავდა.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელია მიმდინარე სეზონში "ნაპოლის" მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 32 მატჩი გამართა, თავი კი 6 გატანილი გოლითა და 5 საგოლე პასით გამოიჩინა.

მომზადებულია Napolipiu-ს მიხედვით

altPREVIEW. ხვიჩა "კალიარისთვის" გატანას კვლავ აპირებს, მწვრთნელი მას "გაიცნობდა", მედია კი დასჯაზე წერს...

alt"კვარაცხელიას მიმართ კალცონა დე ლაურენტისის მითითებით მოქმედებს - ფედელემ აურელიოს ცრუ უწოდა" - აჟიოტაჟი გრძელდება

alt"კალცონას შოკური თერაპია - ასე კვარაცხელიას დავკარგავთ" - რას წერს იტალიური მედია

alt"კვარაცხელიას და ოსიმენს არასოდეს არ შევცვლიდი" - ხვიჩას ფედელე გამოექომაგა

მკითხველის კომენტარები / 17 /
ჩემის აზრით ხვიჩას გარშემო ინტელექტუალური ადამიანების სიმცირეა და ეს ძალიან ცუდია ხვიჩასთვის!
Irakli
15:23 24-02-2024
6
საწყალი ხვიჩა ამ გოიმების ხელში
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული