"კარი ღიაა, მშვიდობით, ამას კვარაცხელიასგან არ ვიმსახურებთ" - Areanapoli პოზიციას გულშემატკივართა პოსტებით გამოხატავს

AutoSharing Option
"კალიარისა" და "ნაპოლის" ფრედ დასრულებული მატჩი (1:1) Areanapoli-მ გაანალიზა. გამოცემა მიიჩნევს, რომ ნეაპოლური გუნდის გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ ისევ ცუდად ითამაშა და საკუთარ პოზიციას გულშემატკივართა პოსტებით ახმოვანებს - უნდა წავიდეს:

"გამარჯვება ბოლო წუთებში მხოლოდ აბსურდული შეცდომის გამო კი არა, არამედ პოლიტანოსა და სიმეონეს განიავებული შანსების შედეგად გაგვისხლტა ხელიდან. ვინც კიდევ ერთხელ თავის შესაძლებლობებზე დაბალ დონეზე იასპარეზა, კვარაცხელია იყო, რომელიც "ბარსელონასთან" შეცვლისას უკმაყოფილობის გამოხატვის გამო გააკრიტიკეს. ის ისევ ძალიან ცუდად გაისარჯა.

ეს ამ სეზონში პირველად არ დაემართა. ბევრისათვის მასთან კონტრაქტის განახლების გარდა,
განშორებაა ცხადი. დე ლაურენტისმა განმარტა, რატომ არ გაუხანგრძლივა ხელშეკრულება - აგეტმა საკითხის განხილვა სეზონის ბოლოსთვის გადადო.  ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თუ შესაბამისი შეთავაზება იქნება, "ნაპოლი" შეაფასებს და გადაწყვეტილებას მიიღებს.

სოციალურ ქსელში ქომაგები ამასთან დაკავშირებით წერენ: "რასაც ოსიმენზე ვამბობთ, "კვარასაც" ეხება: თუ არ უნდა თავდაუზოგავად დაიცვას ჩვენი გუნდის ღირსება, კარი ღიაა. იქნება ღირებული შეთავაზება - მშვიდობით".

"სკუდეტოს მოპოვებისას ჩატარებული შესანიშნავი სეზონისათვის მუდამ მადლობელი ვიქნებით, მაგრამ ახლა სათანადოდ ვეღარ თამაშობს. ასევე დამნაშავეა დე ლაურენტისი, რომელმაც კონტრაქტი მაშინვე არ განუახლა, რამეთუ ფეხბურთში პროფესიონალთა მოტივაცია აუცილებელია. თუმცა, მოდით, ამ წამებას ბოლო მოვუღოთ, რასაც არ ვიმსახურებთ".

მკითხველის კომენტარები / 49 /
მშვიდობით ნეაპოლელებო!!! რაც გინახავთ ვეღარ ნახავთ!!
**
26 თებერვალი 2024 00:25
3
კარი ღია... კვარას ვეტყოდი ქართველი ერთი გულშემატკივარი მის გვერდითაა... უბრალოდ იცოდეს ერთი უბრალო და ამავ დროს ბევრის მთქმელი ანდაზა რაც არ უნდა ხდებოდეს ყველაფერი მაინც უკეთესობისაკენ მიდის... და მთავარი როცა ბევრი წინააღმდეგობანი გხვდება იცოდე წარმატება ახლოსაა....
კობა ბაღდავაძე
26 თებერვალი 2024 10:42
3
კვარა არ არის პირველი ფეხბურთელი ვინც უკმაყოფილებას გამოხატავს, მაგრამ მაგ უკმაყოფილების გამოხატვასაც ცოდნა უნდა...
მინიმუმ ისე არ უნდა მოიქცე რომ გულშემატკივრები გადაიკიდო, თუმცა მაინც მოახერხა და გაააქტიურა ცნობილი გამოთქმა - სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯიაო...
ის რომ დე ლაურენტისი ჟმოტი და ახვარია, არ ნიშნავს რომ ნეაპოლელები ქუჩებში გამოვარდებიან არიქა სიმართლეს გაუმარჯოსო და კვარას მხარეზე დადგებიან...
იმიტომ რომ ისინი მაგ პროტესტს გუნდის კეთილდღეობაზე არ გადაგატარებინებენ...
კვარა კი არა სულ რომ მარადონა იყო მაინც...
და ეს ყველაფერი ამ 23 წლის ბიჭის კი არა მისი გოიმი აგენტის და გაგრია გარემოცვის ბრალია...
ერთი 20 კაცის ერთად, ჯერ რომ ფულის გულისთვის რუსეთში გააქანეს და მერე ომი რომ არ დაწყებულიყო ისევ იქ დატოვებდნენ და ეხლა იტალიაში უფუჭებენ საქმეს...



lamara shkxvatsabaia
25 თებერვალი 2024 23:54
12
ეს არის Areanapoli-ს ჟურნალისტური ხედვა. და რა მერე? ასეთი "ბალანდა" ბევრი დაიწერება კიდევ. და მის მიხედვით იცხოვროს? გაიარონ რა.
კი ბატონი პრობემა აქვს, ანუ რომ ნერვიულობს? რომ ისე არ გაოსდის როგორც შარშან? და მერე? წიხლი უნდა დააჭირო კაცს ამ დროს თუ გვერდით დაუდგე?

ხომ ყავს უკეთესები და რა გააკეთეს? მუტჭეს თუ არა სარდინიელებმა? ვინ არის მოგებული ამ სიხისტით? ლაყ=ურენტისის თუ მთლიანად ნეაპოლი?

ჯერ სად არიან, რეგრესი წინ აქვთ, და დისრეს კი ვერ ხედვენ საკუთარ თვალში, ხვიჩას თვალში ეძებენ ბეწვს. იმიტომაც აქვთ საქმე კარგად
ლევანი
26 თებერვალი 2024 08:26
6
არ მგონია რო კვარა სპეციალურად თამაშობს ცუდად. ალბათ რამე აწუხებს, მაგალითად, მწვრთნელების ხშირად ცვლილება, თორე "დღეს რაღაც მომწონს და კარგად ვიმუშავებ, მაგრამ ხვალ თუ არ მომეწონება - ცუდად... "ასეთი დამოკიდებულება ძაან ბავშვურია, არაპროფესიონალური და ბევრ დადებით თვისებას გადაწონის.
სახელი
26 თებერვალი 2024 11:13
5
აი რომ წერ კვარა ათამაშდება ძველებურადო და ვისაც ეს არ გინდათ, უბრალოდ უვარგისები ხართო...
შენ ეხლა მართლა გჯერავს რომ აქ აკომენტარებენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც არ სიამოვნებთ კვარას კარგი თამაში და თუ კარგად ათამაშა სწყინთ???
ანუ თუ ადამიანმა ოდნავი კრიტიკა გაურია დაწერილში ესე იგი კვარა არ ევასება და უნდა რომ ფეხი მოტყდეს???
აი რა ჰქვია ასეთ საქციელს, ეჭვიანობა? გაუნათლებლობა? წაკითხულიდან აზრის გამოტანის უნარის არქონა? სად ჩნდება და საიდან მოდის ასეთი ხალხი...
დავით 67-ს
26 თებერვალი 2024 11:10
12
სიამოვნეით ვიხილავდი სხვა გუდში ლობოტკა ანგისა რაჰმანმა დამღალა
giorgi
26 თებერვალი 2024 10:12
6
ერთხელ ვერ ითამაშო კაი მარა შარშან იანვრის მერე სულ ორჯერ ითამაშო კარგად და თან ბარსელონაში ან რეალში გინდოდეს თამაში ეგრე არ გამოვა ძმაო..არ ტეხავს ფსიქოლოგთან გასაუბრება,შეიძლება ჩვეულებრივ ადამიანთანაც,მშობლებთან,მეგობრები ყველაზე კარგია ესეთ დროს.. აიღე ერთი კვირა, ძმაკაცები შეკრიბე მეუღლე გაგიგებს და გაერიდე ცოტა ხანი მაგ გარემოს..ეგრევე სხვა ,,ხოდზე" დაბრუნდები.. გუშინ ყველას და ყველაფერს ატყუებდი და დღეს ერთ კაცს ძლივს ცდები ესეიგი რაღაც ხდება..
berg
26 თებერვალი 2024 00:47
13
საერთოდ არ გესმის ფეხბურთი- ოფიციალური სტატისტიკა ნახე, ყველაზე მეტი დრიბლინგი აქვს, რა კაცს ვერ სცდება
nika
26 თებერვალი 2024 16:25
3
წადი ბიძია და ოჯახს მიხედე აწი. მაგას გაგდება ჰქვია რასაც წერენ. ვერ იტყვი რომ ტყუის გულშემატკივარი, რომელიც გუნდს უზომოდ უდგას მხარში. მართლა ფაქტია, რომ დაოჯახებამ უზომოდ უარყოფითად იმოქმედა სპორტულ კარიერაზე, მიდი ეხლა და ბიჭები აკეთე და ისინი გაზარდე ფეხბურთელებად
ზურა
25 თებერვალი 2024 23:40
24
გელაშვილს,საზანოვს,კვერნაძეს საერთოდ არ ყავთ ცოლები მარა ვერ გაქაჩეს იტალიაში,ვერც უცოლო მიქაუტაძემ აიაქსში!!აგერ მერამდენეთ გააძევეს მოდნიდან გელაშვილი,მალე უკრავენ თავს საქართველოში,არადა ნიჭიერ,იმედის მომცემ ფეხბურთელებათ ითვლებოდნენ,ეგეც ცოლების ბრალია????
ზურას
26 თებერვალი 2024 00:11
8
სერია ბ-ში მოთამაშე უცოლო გელაშვილი მეორედ გააძევეს ამ სეზონში მოედნიდან,რა გეშველებიდათ ქალთმოძულეებს კვარაცხელიას, რომ არ მოეყვანა ცოლი??მერე ვის დააბრალებდით ქართველი სპორტსმენების წარუმატებლობას??
ზურა-ს
26 თებერვალი 2024 00:22
12
აქ ერთი მომხმარებელი წერს კომენტარებს ნეაპოლის ნიკით.
ადამიანებს, ვინც ფინასურად ძლიერი არაა, შეუმდგარ ქართველებს უწოდებს და ცდილობს დაამციროს. თავის თავს შემდგარად მიიჩნევს, ბუნებრივია.
მინდა დავეთანხმო, რომ ის ნამდვილად ყველაზე შემდგარი და შეყენებულია, ვინც კი აქ კომენტარებს წერს.
კოლა
26 თებერვალი 2024 10:14
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული