"კარი ღიაა, მშვიდობით, ამას კვარაცხელიასგან არ ვიმსახურებთ" - Areanapoli პოზიციას გულშემატკივართა პოსტებით გამოხატავს

AutoSharing Option
"კალიარისა" და "ნაპოლის" ფრედ დასრულებული მატჩი (1:1) Areanapoli-მ გაანალიზა. გამოცემა მიიჩნევს, რომ ნეაპოლური გუნდის გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ ისევ ცუდად ითამაშა და საკუთარ პოზიციას გულშემატკივართა პოსტებით ახმოვანებს - უნდა წავიდეს:

"გამარჯვება ბოლო წუთებში მხოლოდ აბსურდული შეცდომის გამო კი არა, არამედ პოლიტანოსა და სიმეონეს განიავებული შანსების შედეგად გაგვისხლტა ხელიდან. ვინც კიდევ ერთხელ თავის შესაძლებლობებზე დაბალ დონეზე იასპარეზა, კვარაცხელია იყო, რომელიც "ბარსელონასთან" შეცვლისას უკმაყოფილობის გამოხატვის გამო გააკრიტიკეს. ის ისევ ძალიან ცუდად გაისარჯა.

ეს ამ სეზონში პირველად არ დაემართა. ბევრისათვის მასთან კონტრაქტის განახლების გარდა,
განშორებაა ცხადი. დე ლაურენტისმა განმარტა, რატომ არ გაუხანგრძლივა ხელშეკრულება - აგეტმა საკითხის განხილვა სეზონის ბოლოსთვის გადადო.  ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თუ შესაბამისი შეთავაზება იქნება, "ნაპოლი" შეაფასებს და გადაწყვეტილებას მიიღებს.

სოციალურ ქსელში ქომაგები ამასთან დაკავშირებით წერენ: "რასაც ოსიმენზე ვამბობთ, "კვარასაც" ეხება: თუ არ უნდა თავდაუზოგავად დაიცვას ჩვენი გუნდის ღირსება, კარი ღიაა. იქნება ღირებული შეთავაზება - მშვიდობით".

"სკუდეტოს მოპოვებისას ჩატარებული შესანიშნავი სეზონისათვის მუდამ მადლობელი ვიქნებით, მაგრამ ახლა სათანადოდ ვეღარ თამაშობს. ასევე დამნაშავეა დე ლაურენტისი, რომელმაც კონტრაქტი მაშინვე არ განუახლა, რამეთუ ფეხბურთში პროფესიონალთა მოტივაცია აუცილებელია. თუმცა, მოდით, ამ წამებას ბოლო მოვუღოთ, რასაც არ ვიმსახურებთ".

მკითხველის კომენტარები / 49 /
Ase iyo bolos rubinshi, guli qonda avardnili tamashze, wasvla undoda maqedan da am dros bevri werda damtavrda amis varskvlavobao. Napolishi ro gadavida bevri idzaxda skamis axexiebeno, magram rac moxda yvelam Icis.kvara mgznobiarea da fexburtis tamashi unda gundshi da ara ukve eget bandashi. Xelfasit kide fasdeba namushevari.gulshematkivrebi mgoni mashi emigrants xedaven romelic kapikebze imushavebs.aba italieli iyos tu ar gaaprotestebdnen chempion varsklavs milioni qonoda xelfasi.
Gia
26 თებერვალი 2024 00:45
3
ჩვენ ევროპაში არც გვიცნობენ, არც ვჭირდებით, და შეაბამისად არც გვაფასებენ - მხოლოდ, თუ გამოგიყენებენ... რაც უფრო ადრე მიხვდება ჩვენი ხალხი ამას, მით უკეთესი. ხვიჩას საუკეთესოს წოდება რომ აღირსეს, ეგეც პოლიტიკური ამბავი იყო - ჩვენი, უკრაინასავით აგდება უნდოდათ (მეორე ვერსიით, ისიც აღარ მისცეს, როცა შეიცვალა სიტუაცია)..
europebshi
25 თებერვალი 2024 23:56
57
შენ შეიძლება არც გიცნობენ( ძალიანაც კარგი), მაგრამ როცა შემდგომი უაზრობის დაწერა მოგინდება,ის მაინც დააფიქსირე: დიდი ხანია რაც რუსეთში "ჩერნოჟოპი" არ უთქვამთ შენთვის?
Walter White
26 თებერვალი 2024 00:36
9
ხო, ხო, ხო, ეს რა სუპერ-დარტყმა გაქვთ, რუსეთის ხსენება, ამ ლიბერალებს - კინაღამ ნოკდაუნში ჩავვარდი :DDD
და შენ საიდან იცი, რომ არ მიცნობენ, ბედოვლათო ვალტერ? ))
ჰო, ვარსკვლავი არ ვარ - გამოიცანი, ყოჩაღ )) ..თუმცა შემიძლია იოლად დაგარწმუნო, რომ ჩემს საქმეში საკმაოდაც მიცნობენ და იმაზე უფრო დაფასებულიც ვარ, ვიდრე კვარაცხელია თავის კოლეგებში: ჩემს კოლეგებს ჩემზე 10-ჯერ მეტი ხელფასი არ აქვთ და ვერც/არც იმას გამიბედავენ, რასაც კვარაცხელიას უბედავენ ხოლმე ))
ისე, ის ხალხი ყველაფრის ღირსია, ვინც შენსავით პირდაღებულები შეჰყურებენ ამათ და დიდად უკვე აღარც ვბრაზდები, რასაც ქვია, რომ ხმარობენ აქ და არამარტო აქ..
europebshi
26 თებერვალი 2024 02:15
15
ყველა გამოხმაურება
ასეთი კომენტარები სულ იყო და იქნება, რატომ ახდენთ უფრო დრამატიზირებას?! რას მოგვცემს ან ჩვენ ან ხვიჩას ამგვარი სტატიები??
^^^
26 თებერვალი 2024 00:27
7
რამდენიმე ადამიანის კონკრეტული კომენტარი მთლიანად ნეაპოლელების პოზიციას არ გამოხატავს. ამდენს უნდა ხვდებოდეთ (კომენტარების ავტორებს
Modric
25 თებერვალი 2024 23:44
7
ცოლიანი კვარაცხელია არ ითამაშებს ლუქსემბურგთან და ვნახოთ რას იზამენ უცოლო ფეხბურთელები!!!
ქალთმოძულეებს
26 თებერვალი 2024 00:43
19
კაცო კარგად ვთამაშობ და რა გამიხურეთ საქმეო მაგას ხომ ვერ ეტყვი მართლა მაგარ გულშემატკივრებს. თუ აღარ გინდა თამაში გახსენი მანდ პიცერია, თუმცა თუ ეგრე ამბობენ წადიო, ეგეც არ გამოვა. ამიტომ ჯერ ფეხბურთისთვის უნდა მიგეხედა და მერე.........
dato
25 თებერვალი 2024 23:45
18
ვარსკვლავის დაავადება, წუწუნი მოედანზე, რა საქციელი იყო ეს?? შენი მწვრთნელია, რამე თუ ისცავლე, არ ხარ შენ მესსი! როგორ უნდა შემოგხედოს მწვრთელმა შენი საქციელის მერე?? არ დაგიწვია ბაბა ბარსელინა და რა ექნა მას??დიდებას გისურვებ ფეხბურთში, დააფასე ყველაფერი, თორემ შენზე უკეთესი გვინახავს დაცემული! დისციპლინა, შრომა..
წარმატებები ხვიჩა!
Geo
26 თებერვალი 2024 07:28
23
დიდხანს არ ჩანდნენ და ვეღირსეთ, ხმა აიმაღლეს უალტერნატივო მონებმა, სხვა ჯილაგის ბუცების მაპრიალებლებმა. ხვიჩას ფეხის გადაბრუნებას აქაც ბევრი ელოდება და რა გასაკვირია ნეაპოლში არ იყვნენ ასეთები. ვერ მოგართვით, მოშლილ ორკესტრში ორი სოლო ვერ გაქაჩავს და არც არის საჭირო. ეს უფრო გამოაწრთობს ხვიჩას, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისკენ მიმავალ გზაზე!
გიორგი
26 თებერვალი 2024 02:03
21
უყურე ამათ?! ფუი მათ!
ვაჰმე
25 თებერვალი 2024 23:37
5
ფაქტია რომ აღარ თამაშობს.... სერიოზულად გაზარმაცდა..ეგრე ვერსად ვერ გაფრინდება, კაროჩე ატრაკებს,ქებამ აწყინა!!!!
ვახტანგ
26 თებერვალი 2024 09:28
42

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული