"კარი ღიაა, მშვიდობით, ამას კვარაცხელიასგან არ ვიმსახურებთ" - Areanapoli პოზიციას გულშემატკივართა პოსტებით გამოხატავს

AutoSharing Option
"კალიარისა" და "ნაპოლის" ფრედ დასრულებული მატჩი (1:1) Areanapoli-მ გაანალიზა. გამოცემა მიიჩნევს, რომ ნეაპოლური გუნდის გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ ისევ ცუდად ითამაშა და საკუთარ პოზიციას გულშემატკივართა პოსტებით ახმოვანებს - უნდა წავიდეს:

"გამარჯვება ბოლო წუთებში მხოლოდ აბსურდული შეცდომის გამო კი არა, არამედ პოლიტანოსა და სიმეონეს განიავებული შანსების შედეგად გაგვისხლტა ხელიდან. ვინც კიდევ ერთხელ თავის შესაძლებლობებზე დაბალ დონეზე იასპარეზა, კვარაცხელია იყო, რომელიც "ბარსელონასთან" შეცვლისას უკმაყოფილობის გამოხატვის გამო გააკრიტიკეს. ის ისევ ძალიან ცუდად გაისარჯა.

ეს ამ სეზონში პირველად არ დაემართა. ბევრისათვის მასთან კონტრაქტის განახლების გარდა,
განშორებაა ცხადი. დე ლაურენტისმა განმარტა, რატომ არ გაუხანგრძლივა ხელშეკრულება - აგეტმა საკითხის განხილვა სეზონის ბოლოსთვის გადადო.  ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თუ შესაბამისი შეთავაზება იქნება, "ნაპოლი" შეაფასებს და გადაწყვეტილებას მიიღებს.

სოციალურ ქსელში ქომაგები ამასთან დაკავშირებით წერენ: "რასაც ოსიმენზე ვამბობთ, "კვარასაც" ეხება: თუ არ უნდა თავდაუზოგავად დაიცვას ჩვენი გუნდის ღირსება, კარი ღიაა. იქნება ღირებული შეთავაზება - მშვიდობით".

"სკუდეტოს მოპოვებისას ჩატარებული შესანიშნავი სეზონისათვის მუდამ მადლობელი ვიქნებით, მაგრამ ახლა სათანადოდ ვეღარ თამაშობს. ასევე დამნაშავეა დე ლაურენტისი, რომელმაც კონტრაქტი მაშინვე არ განუახლა, რამეთუ ფეხბურთში პროფესიონალთა მოტივაცია აუცილებელია. თუმცა, მოდით, ამ წამებას ბოლო მოვუღოთ, რასაც არ ვიმსახურებთ".

მკითხველის კომენტარები / 49 /
ხალხნო რა გინდათ კვარასგან? თურმე სტადიონზე ქარი ქროდა და მინდორზე ბალახი უზომოდ გაზრდილიყო.
ფეოლა
26 თებერვალი 2024 01:09
11
დაანებონ ხვიჩას თავი, ვისაც კარგი ხელფასები აქვთ(მთელ გუნდს), იმათ მოსთხოვონ უკეთესი თამაში.
გელა
26 თებერვალი 2024 17:56
0
მე მგონი თავს ინახავს ნაკრების თამაშისთვის თუ ფინალში გავალთ. ტრამვებს ერიდება.
David N
26 თებერვალი 2024 04:37
8
ამ ბიჭს უნდა ფსიქოლოგი.არაფერი ცუდი.უბრალოდ ყველა სფეროში დასაქმებული ადამიანი მეტ ნაკლებად წნეხის და ზეწოლის ქვეშაა.თამაში,რომ იცის უდავოა და არც საკამათოა.რა გახდა ერთი ადეკვატური და პროფესიონალი ფსიქოლოგი ამ გუნდში.რაღაცამ გაახმო,გადაადნო ეს ბიჭი და მიხედეთ კაცო.რა გახდა ესეთი უსაშველო
გელა
26 თებერვალი 2024 23:03
5
ჩემი აზრით, აუცილებლად მოენატრებათ ნაპოლი, რომელშიაც ხვიჩამ ფანტასტიკური თამაში აჩვენა! აი მაშინ მიხვდებიან "კარი ღიაას" უმადურ შინაარსს! რეალურად, ამ სიტყვების დამსახურებული ადრესატი არის ლაურენტისი, ბრიყვული მენეჯმენტის გამო!
დო მაჟორი
28 თებერვალი 2024 09:39
3
ხვიჩა წარმატებები ძმაო .გული არ გაიტეხო.შემოგევლე.
ქართველი
26 თებერვალი 2024 21:41
1
ეკუთვნოდა თუ არ ეკუთვნოდა დააფასეს და საუკეთესოდ აღიარეს წინა სეზონში ეხლა საერთოდ რომ ვერ თამაშობს ამას რად უნდა პროფესორობა
ზოსიმე
26 თებერვალი 2024 21:59
3
ე ბიჯო ჯუგელი აიყვანე ქურთებთან ლავრენტა, კალცონა და მაგათი ფან კლუბის ბოსი.დდდ
tobo
26 თებერვალი 2024 01:55
8
ღირსეული ვარიანტი ხვიჩასთვის თუ ლავრენტასთვის?დ
ttt
26 თებერვალი 2024 00:00
1
გადავა მალე სხვა გუნდში
გიონასყიდა
26 თებერვალი 2024 23:26
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული