"კარი ღიაა, მშვიდობით, ამას კვარაცხელიასგან არ ვიმსახურებთ" - Areanapoli პოზიციას გულშემატკივართა პოსტებით გამოხატავს

AutoSharing Option
"კალიარისა" და "ნაპოლის" ფრედ დასრულებული მატჩი (1:1) Areanapoli-მ გაანალიზა. გამოცემა მიიჩნევს, რომ ნეაპოლური გუნდის გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ ისევ ცუდად ითამაშა და საკუთარ პოზიციას გულშემატკივართა პოსტებით ახმოვანებს - უნდა წავიდეს:

"გამარჯვება ბოლო წუთებში მხოლოდ აბსურდული შეცდომის გამო კი არა, არამედ პოლიტანოსა და სიმეონეს განიავებული შანსების შედეგად გაგვისხლტა ხელიდან. ვინც კიდევ ერთხელ თავის შესაძლებლობებზე დაბალ დონეზე იასპარეზა, კვარაცხელია იყო, რომელიც "ბარსელონასთან" შეცვლისას უკმაყოფილობის გამოხატვის გამო გააკრიტიკეს. ის ისევ ძალიან ცუდად გაისარჯა.

ეს ამ სეზონში პირველად არ დაემართა. ბევრისათვის მასთან კონტრაქტის განახლების გარდა,
განშორებაა ცხადი. დე ლაურენტისმა განმარტა, რატომ არ გაუხანგრძლივა ხელშეკრულება - აგეტმა საკითხის განხილვა სეზონის ბოლოსთვის გადადო.  ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თუ შესაბამისი შეთავაზება იქნება, "ნაპოლი" შეაფასებს და გადაწყვეტილებას მიიღებს.

სოციალურ ქსელში ქომაგები ამასთან დაკავშირებით წერენ: "რასაც ოსიმენზე ვამბობთ, "კვარასაც" ეხება: თუ არ უნდა თავდაუზოგავად დაიცვას ჩვენი გუნდის ღირსება, კარი ღიაა. იქნება ღირებული შეთავაზება - მშვიდობით".

"სკუდეტოს მოპოვებისას ჩატარებული შესანიშნავი სეზონისათვის მუდამ მადლობელი ვიქნებით, მაგრამ ახლა სათანადოდ ვეღარ თამაშობს. ასევე დამნაშავეა დე ლაურენტისი, რომელმაც კონტრაქტი მაშინვე არ განუახლა, რამეთუ ფეხბურთში პროფესიონალთა მოტივაცია აუცილებელია. თუმცა, მოდით, ამ წამებას ბოლო მოვუღოთ, რასაც არ ვიმსახურებთ".

მკითხველის კომენტარები / 49 /
კვარას ერთადერთი პრობლემა არის ზედმეტი ემოციები წაქცევის დროს, თითქოს სასიკვდილოდ დაჭრილი იყოს ისე იკლაკნება და ცოტა არ იყოს გამაღიზიანებელია... რაც შეეხება სხვა საკითხებს, თამაშითაც მაგარი მოთამაშეა და ხელფასსაც ეშველება, ეს არ არის პრობლემა. ემოციები თუ მოთოკა-წარმატებისკენ გზას ჩვეულებრივად განაგრძობს. რათქმაუნდა ჩემი აზრია და არ ატეხოთ ისტერია :)))
hei
26 თებერვალი 2024 02:24
10
წადი თქვენი უმადური დედაც!
არ ყოფილიყო კვარა, სკუდეტოს სიზმარშიც ვერ ნახავდით.
მავნე
25 თებერვალი 2024 23:10
9
ამ სტატიიდანაც ჩანს,რომ ნეაპოლელებიც კარგად ხვდებიან,რომ დე ლაურენტისს,ხვიჩასთვის ხელფასი უნდა მოემატებინა,თუმცა დე ლაურენტისიც ნეაპოლელია.ესე იგი,ის ნაძირალაა,მაგრამ მათი ნაძირალაა და სხვის მარგალიტს ურჩევნიათ.იქნებ ეს მაინც გაიგონ,ჩვენმა თანამემალულეებმა და თავისი არჩიონ,სხვისას.მარადონა რომ მარადონაა,ნეაპოლოდან წასვლა და ქვეყნის დატოვება რომ გადაწყვიტა,იტალიის საგადასახადო სამსახურმა დევნა დაუწყო და ქვეყნიდან სასწტრაფოდ წასვლა დასჭირდა.დეტალები აღარ მახსოვს,მაგრამ იტალიაში ნაყიდი ფერქარი,ქვეყნიდან არ გაატანინეს,ეროვნული ღირებულება აქვს და ქვეყნიდან გატანა არ შეიძლებაო.გაზეთ "ლელოში"მაქვს ეს წაკითხული.ასე რომ ხვიჩასთვის ღაწვებს არავინ დაიკაწრავს და არც იმაზე შეწუხდება,რომ რეალურად მას არ აფასებდნენ და მხოლოდ გამოიყენეს.ასე თუ გაწყობს და მოედანზე თავს მოიკლავ,ძალიან კარგი,თუ არა და გასცი შენიცო,ფაქტობრივად ამას ეუბნებიან.ხელფასი რა შუაშიაო,ზოგიერთი რომ გაიძახის,საქმეში შენი კვალიფიკაცია,სწორედ ხელფასით გამოისახება და რამდენსაც გაძლევენ,ესე იგი ეგ არის,შენი ფასი და ასე გაფასებენ.თუ შენ ფიქრობ,რომ მეტი ღირხარ,უნდა მოითხოვო,ხოლო თუ არ მოგცეს,უნდა წამოხვიდე.ჯუღელმა ჯერ რუსეთში ჩააგდო ხაფანგში,ხვიჩა და მერე,იტალიაში.კვარას დღევანდელი პრობლემებიც,დიდწილად მისი დაბალი კვალიფიკაციის,ან თაღლითობის დამსახურებაა
სოსო
26 თებერვალი 2024 00:53
10
ზუსტადაც რომ "მშვიდობით".თუ ღირსეული ვარიანტი გამოჩნდა(ასიანი გამოჩნდება),ჩაო ნაპოლი.ხვიჩას გამო ვქომაგობთ ნაპოლის თორემ ხვიჩას რომ შეცვლიან სხვა არხზე ვრთავთ.30 წელიწადში ერთხელ ფენომენი რომ გამოუჩნდებათ მაშინ იგებენ სკუდეტოს(ჯერ მარადონა,მერე ხვიჩა),სხვა დროს არაფერი გუნდი არაა.ხვიჩა,გაიქეცი იქიდან დროზე.
მირო
25 თებერვალი 2024 23:34
3
ფეხბურთში დღეს გუშინდელი დამსახურება ბევრი ვერაფერი ბედენაა. ჩვენც მაგ პოზიცია გვექნებოდა ჩვენ გუნდზე რომ იყოს საუბარი. ასეთი თამაშით უკეთეს გუნდზე ფიქრიც კი არ შეიძლება. ყველა მისი მოქმედება გამადიდებელი შუშის ქვეშაა და ჭირვეული ჩამქრალი ვარსკვლავი არავის ჭირდება. დიდი იმედი მაქვს რომ ამას თვითონაც გააცნობიერებს შარშანდელივით ისევ მიანგ- მოანგრევს მეტოქე გუნდებს.
ირაკლი ქუთაისელი
25 თებერვალი 2024 23:53
5
სოფლის გუნდი...

ხვიჩას არანაირი ფორმა არ დაუკარგავს.. თქვენ ისე გესმით ფეხბურთი როგორც ვირმა ფანდურზე დაკვრა...

ხვიჩა სწორად იქცევი
ლაშა
26 თებერვალი 2024 09:39
10
ზოგიერთ აქ შემომსვლელთან შედარებით,ვირი კომპოზიტორია!
სოსო
26 თებერვალი 2024 13:26
2
სამწუხაროა რომ ასე ფიქრობენ, ფაქტია რომ ძალიან უკლო თამაშს.რაღაც დაემართა ამ ბიჭს. რა ვერ ვხვდები. შეიძლება არის რაღაც მიზეზი და ჩვენ არ ვიცით. აქ ხელფასი არაფერ შუაშია და არც ცოლი.ფული არც წინა სეზონში ჰქონდა ბევრი, მაგრამ რა ფურორი მოახდინა ყველამ ვნახეთ. იმედს ვიტოვებ რომ ათამაშდება ძველებურად. ვისაც ეს არ გინდათ, უბრალოდ უვარგისები ხართ
დავით 67
26 თებერვალი 2024 02:06
8
კვარას ერთადერთი პრობლემა არის დაუფასებლობა, მას სჭირდება ღირსეული კონტრაქტი
bebe
26 თებერვალი 2024 09:47
8
იტალიელების კომენტარებისა გიკვირთ??საქართველოს ნაკრებისთვის რამდენი აქვს გაკეთებული და ქართველები რა კომენტარებს უწერენ??ზოგმა ცოლის მოყვანა არ აპატია,ზოგმა ახალგაზრდულის ჩემპიონატზე არ თამაში,ზოგმა ბავშვებთან რომ არ გაჩერდა, ზოგი იმაზეა დაბოღმილი თავის შვილს ავტოგრაფი ,რომ არ მისცა,მაისური არ აჩუქა,დაბადების დღე არ მიულოცა,რავი რა სიგიჟეებს არ წაიკითხავ,ყველას თავისი პერსონალური მოთხოვნები აქვს,რავი რამდენს უნდა გაგიმკლავდეთ ეს ერთი კვარაცხელია??!!მე მის ადგილას ჭკუიდან გადავიდოდი,არ გინდა ერთდროულად გაუმკლავდე ქართველების და იტალიელების წარმოუდგენელ პრეტენზიებს??!!კიდე კარგათ არის!!!!!!!
გიორგი
25 თებერვალი 2024 23:53
15
ღორს რომ წინ ბრილიანტები დაუყარო, მაინც ღორად დარჩება! რა უნდათ ხვიჩას და ოსის ესეთ გუნდში? ორივე უნდა წავიდნენ სასწრაფოდ. თუ ერთ გუნდში მოხვდებიან, ჩათვალეთ რომ ის გუნდი იმავე წელს გახდება ქვეყნის ჩემპიონი!
დაუნახავ ღორებთან გაქვს საქვე ხვიჩა
25 თებერვალი 2024 23:16
13
ფუ თქვენი
ნეაპოლელებო თქვე არასწორო უმადურებო.
არ ხართ ღირსი თქვენ ხვიჩასნაირი ფეხბურთელი გყავდეთ.
კაიუსტე, ლინდსტრომი, მაქსიმუმ პოლიტანოს იმსახურებთ.
ზაზა
25 თებერვალი 2024 23:06
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული