ატყდა დავიდარაბა - ჯუღელის განცხადებამ კვარაცხელიას სამსახურით "ბარსელონასა" და პსჟ-ის დაინტერესების თაობაზე დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია

AutoSharing Option
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ნაპოლის“ გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ში კილიან მბაპეს შეცვლის მთავარი კანდიდატია, რაზეც კომენტარი ფეხბურთელის აგენტმა მამუკა ჯუღელმა გააკეთა. მან თქვა, რომ რა თქმა უნდა, შეთავაზებები არსებობს, როგორ შეიძლება არ არსებობდეს და მაისში უფრო მეტი გაირკვევა. იტალიურ მედიაში გულშემატკივრების გამოხმაურებებზე დაყრდნობით კი წერენ (საკუთარ პოზიციას ასე ახმოვანებენ), რომ ხვიჩა ამ სეზონში ჩვეულად კარგად ვერ თამაშობს და მისი წასვლა ტრაგედია არ იქნება, თუმცა საქმე საქმეზე რომ მიდგა, ჯუღელის განცხადებამ ყველა საკმაოდ შეაშფოთა. ქართველი გუნდში ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადია, მისგან თავგანწირვას
მოითხოვენ, თან არც მხარდაჭერით და არც ფინანსურად არ უფასებენ და ალბათ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში აგენტის ჩარევა დროული და აუცილებელი გახლდათ.

დღეს აღნიშნულ თემას რამდენიმე სოლიდური გამოცემა გამოეხმაურა, რომელთა ამონარიდებს გთავაზობთ.

la gazzetta dello sport
დაეხმარეთ „ნაპოლის“, რომელიც კვარაცხელიას კარგავს და აგენტი ამბობს, რომ ბევრი შეთავაზება აქვს

„გუნდს კვარაცხელიას მაგია სჭირდება, რომელსაც სახიდან ღიმილი გაუქრა. ვინ იცის, იყო თუ არა ზაფხულში უკმაყოფილოთა ცნობილ ჯგუფში. ამის დაჯერება ქართველი ვარსკვლავის მორცხვი ბუნებისა და თავშეკავებულობის გათვალისწინებით ძნელად წარმოსადგენია, თუმცა აგენტი მამუკა ჯუღელი ძალიან ხშირად ერევა საქმეში და თანაც, გამაღიზიანებელ მომენტებში. მისი თქმით, მაისში ყველაფერი გაირკვევა. იქამდე სამი თვე დარჩა და აურელიო დე ლაურენტისი და მოთამაშის გარემოცვა კონტრაქტის განახლებაზე მოსალაპარაკებლად უნდა შეხვდნენ. რა აზრი აქვს ამის ახლა, „ნაპოლისთვის“ და იმავე ხვიჩასთვის მძიმე პერიოდში გაკეთებას. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ჯუღელი პირობების გადახედვის მიზნით ზეწოლის განხორციელებას ცდილობს“.

Corriere dello Sport
კვარაცხელია თავის ზეუნარებს კარგავს, ხოლო აგენტი ქომაგებს აფრთხობს
ხვიჩას უფერულ თამაშს, შეცვლებსა და ხშირად განერვიულებულ მომენტებს შორის რთული პერიოდი აქვს

„კვარაცხელიამ თავისი ზეუნარები დაკარგა და მიდი და ახლა გაიგე, რა ხდება. ვინ ჩააყენა ასეთ მდგომარეობაში? რა დაემართა სკუდეტოს მოპოვებისას სეზონის საუკეთესო ფეხბურთელს და ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშეს - როდის, როგორ და რატომ. ძალიან ბევრი კითხვაა პასუხის გარეშე. ვეღარ ვხედავთ მარცხენა ფლანგზე მის ზებგერით გარღვევებს, ილუზიონისტურ ასპარეზობას, პასებს და გამაოგნებელ გოლებს. ბურთაობით აღფრთოვანებული იყო, ახლა კი ღიმილი ჩაქრა და გუნდივით მოწყენილად გამოიყურება. ის სკონიცოს სიმბოლოს წარმოადგენდა, ხოლო ამჟამად სქოლასტიკის სიმბოლოა. ერთ-ერთი ყველაზე მეტად გაღიზიანებულია: მთელი გასული წელი მოედანზე თავაწეული გადიოდა და გამოდიოდა, ხოლო ამჟამად თავჩაქინდრულია, გამოხედვაც სევდიანი აქვს, სიბრაზის ნაპერწკლები თვალებსა და ტუჩებს შორის დაფრინავენ. მწვრთნელი ფრანჩესკო კალცონა დარწმუნებულია, რომ მალე ყველაფერი მოწესრიგდება და გუნდს კვლავ დაეხმარება. მისია შემდეგში მდგომარეობს - დავუბრუნოთ თავისუფლება, სილაღე და ბედნიერება.

თითქოს ეს საკმარისი არ იყო, ჯუღელი აგრძელებს განცხადებების გაკეთებას, რომლებიც აღელვებს ნეაპოლელთა გულებს და ქარიშხალს იწვევს. „ბარსელონა“ და პსჟ? ახლა მისი თამაში თვითრეკლამისთვის საუკეთესო საშუალება არაა, მაგრამ კვარაცხელიამ დაამტკიცა, რომ ის „კვარაა“, წმინდა იმპულსის მქონეა, ჟონგლიორია, საფეხბურთო სპრინტერის პროტოტიპია, სლალომისტია, ფეხბურთის მოყვარულთა სიხარული და აღფრთოვანებაა. თუმცა, ისე მოჩანს, გუნდის ინვოლუციაშია ჩათრეული, არ ძალუძს მისი მორევიდან ამოყვანა და თავადაც მორევშია.

პრობლემა, პირველ რიგში, კოლექტიურია, რაც სხვადასხვა მიზეზითაა გამოწვეული: დაიკარგა „კოდები“, თავდაჯერება და ტექნიკური მახასიათებლები, ადამიანური ურთიერთობები, ბრძოლის აგრესია და თანადგომა. ხვიჩა 23 წლის ფენომენია. მას ზურგს ბრწყინვალე სეზონი უმაგრებს, რაც ამავდროულად, ზეწოლას ახდენს, რომ ჩასაძირად განწირული ხომალდი ოსიმენთან ერთად უნდა გადაარჩინოს.

კვარაცხელია, ამ ქაოსში, კრიზისში სამი მწვრთნელის გამოცვლისას, როდესაც გუნდი მეოთხე ადგილიდან ძალიან შორს არის, შენ სიმშვიდეს საჭიროებ“.

Sportmediaset-ი წერს, რომ ოსიმენის წლიური გასამრჯელო 10 მილიონი ევროა, კვარაცხელიასი - 1.2 მილიონი. დე ლაურენტისი მისთვის ხელფასის მომატებას არ ჩქარობს. ამ დროს უსიამოვნო სიურპრიზების თავიდან ასარიდებლად ჩამოყალიბება მართებს, რამეთუ დიდი ალბათობით, ზაფხულში ოსიმენი წავა, „კვარას“ გუნდთან დამშვიდობება კი ტიფოზებისთვის დიდი დარტყმა გახდება.

Ilmattino მიიჩნევს, რომ აგენტი განცხადებებს „ნაპოლიზე“ წნეხის გასაზრდელად და ხელშეკრულების გადახედვის მიზნით აკეთებს.

მკითხველის კომენტარები / 25 /
კვარა რომ მაღალი დონეა ფაქტია. ორი და სამი ჩაგდებული თამაშით არ იზომება.
მაგრამ მბაპე მაინც სხვა კლასია. კვარა მბაპეს დონე არაა და არც მგონია ოდესმე გახდეს.
გენა
28 თებერვალი 2024 15:42
2
კილიან მბაპე შემცვლელად?! მდაა, რა ვიცი, რა ვიცი ...
Georgia
28 თებერვალი 2024 14:31
2
წატით თქვენი ნაპრუწი არ გაიშვას. არცერთი მწვრთნელი არ ითხოვს მოთამაშეებისგან, რომ კვარაზე გააკეთონ აქცენტი სხვა. სანამ შეიძლება ამ დაიგნორების ატანა კოლეგებისგან. არ გინდათ ვარსკვლავი გუნდში? ჰოდა გყავდეთ პოლიტანო და რასპადორი, რასაც აკეთებენ ბოლო თამაშებში და რას მოიგებთ, იმასაც ვნახავთ.
q
28 თებერვალი 2024 14:23
2
რა ბარსა რა პსჟ ბოლო თამაშებს გადახედეთ საერთოდ გაჩერებულია თან იცის რომ აკვირდებიან მის თამაშებს და არ თამაშობს არ დარბის , მოდი სიმართლე ვთქვათ რომ არასტაბილური ფეხბურთელია 10 თამადიდან ერთხელ გამოანათებს დანარჩენი 9 თამაში უბრალოდ დადის სტადიონზე . აქამდე ვუყუფებდი იმის იმედით ან ეხლა იზავს რამეს ან ეხლა თქო მაგრამ მაგის სურვილიც დამეკარგა ერთი თამაში ორი თამაში სამი თამაში ტიპი დადის არ დარბის . ლივერპულთან ლიგაზე რა გააკეთა ჩაატარა კლასი , ფაქტია ნიჭი აქვს ტექნიკური არის მაგრამ შემდეგ ლიგის თამაშებზე გაჩერდა და დაგვიტოვა ტკბილი მოგონებები ასე ვერ წავა შორს სამწუხაროდ:(///
ფანი
28 თებერვალი 2024 12:55
6
ხვიჩას კონტრაქტში არაფერი უცნაური არაა. წარმოიდგინეთ, მეორე ლიგაში გავარდნილი რუბინიდან, ბათუმის დინამოს გავლით გადმოდის საშუალო სტატისტიკის მქონე ფეხბურთელი. რა გარანტია გაქვთ, რომ გაამართლებს?! მარა, გაამართლა კი არა, საუკეთესო სიზმარშიც არ დაესიზმრებოდა ლაურენტისს. ჯეკპოტი დაეცა. ჰოდა, რომელი გიჟი იტყვის ამ ჯეკპოტზე უარს?! რომ არ გაემართლებინა, ხელფასი უნდა დაეკლო? არაა ბიძია ეგრე. იძახით უმადური და ა.შ ახლა, ან ახალი კონტრაქტი უნდა გააფორმოს, ბევრად უკეთესი პირობებით, ან სხვა გუნდი მოძებნოს. აქაა საჭირო აგენტის მარიფათი.
ციციკორე
28 თებერვალი 2024 10:49
4
კვარასთან მიმართებით იგნორი ფეხბურთელებისგან, ნეიტრალიზება,ფსიქოლოგიურ ზეწოლა ისევ ნაპოლის პრეზიდენტისგან მოდის,ასე ვთქვათ ეს ფანდი ნებისმიერი ფეხბურთელის გასაფუჭებლად გამოდგება,დაუკვირდით რას ამბობდა და ეხლა რას ამბობს კალცონე,როცა მიხვდნენ,რომ კვარა შეიძლება დაკარგონ (ადრე აძაგებდა) ეხლა აქებს და თავისი იდიოტიზმის გამოსწორებას ცდილობენ,რა მამუკა? მამუკა ამათთან ანგელოზია, სატანა უნდა იყო,რომ ამათ აჯობო.კვარას სათამაშო პოზიციების შესუსტება პირდაპირ კავშირშია ნაპოლის პრეზიდენტის მსუქან ჯიბესთან,პრაქტიკული ვაჭრობის კიდევ ერთი მაგალითი
სვანსკი
28 თებერვალი 2024 02:14
7
რა სისულელეა. ბიზნესია ჩვეულებრივი და ფეხბურთელი კი აქტივი. რაც უფრო კარგად ითამაშებს აქტივის ფასი მოიმატებს.
ნოდარი
28 თებერვალი 2024 14:26
3
ლაურენტისის დავალებით აიგნორებენ ხვიჩას? და აზრი? 'ბარსელონას'რომ გასცდნენ, ძალიან დიდ ფულს აიღებს გუნდი, ანუ ლაურენტისი. რაში აწყობს ბარსელონასთან ხვიჩას "გაფუჭება" და თამაშის დანგრევა ფეხბურთელებისათვის დავალების მიცემით, კვარაზე პასი არ გააკეთოთო? ხელფასის მომატება რომ არ მოითხოვოს, იმოტომ? და რომც მოითხოვოს, რა მერე, არ მოუმატებენ და მორჩა. ვერც ვერაფერს იზამს. კონტრაქტის გახანგრძლივება აიძულოს იგივე პირობებით? ხვიჩამ იმსიგრძე კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომ ლაურენტისს წელსაც და გაისადაც შეუძლია მშვიდად იყოს და არ იჩქაროს. ხოლო თუ სარფიანად გაყიდვა უნდა, მაშინ პირიქით რაც უკეთ ითამაშებს კვარა მით უკეთ გაყიდის.
...
28 თებერვალი 2024 13:59
1
ყველა გამოხმაურება
მოაშორეთ ეს ქაჯი
გიორგი
27 თებერვალი 2024 23:32
16
Jugeli sagol!!!

Xurdebi aqvs bichs xelfasi, aqvs jugels ufleba da valdebulia gaamwvavos tema tan yuradgebas iqcevs mediisas es ki ukve reklamas nishnavs...
Raxan qartvelia 1,2 milioni sakmarisia,mashin roca 7 jer sauketesos nominaciashi agiarebuli fexburteli xar..eg araa martebuli da shansi araa xasiatze ar imoqmedos dachagrulad igrznobs nebismieri chventagani mis adgilas tavs...
Shavi kaci
27 თებერვალი 2024 23:20
3
როგორ ეტყობა ჯუღელს საუბრის მანერითაც და მოქმეებითაც რომ რუსულ და ქართულ ფეხბურთს არ გაცდენია.
ვალერი
27 თებერვალი 2024 22:45
14
მაგარი უტუ ჩანს ეს აგენტი. ნააზრევის შესაძლო შედეგებზე გარტყმაში არ არის. მარტო ოსიმენის მაგალითი რად ღირს.
ზაალ
27 თებერვალი 2024 22:36
13

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული