თურქეთის თასის 1/4-ფინალში შოთა არველაძის „ფატიჰ კარაგუმრუკმა“ გასვლაზე სუპერლიგის ლიდერ „გალათასარაის“ 2:0 სძლია, რომელსაც 43 ქულით ჩამორჩება.
სტუმრები დებიუტში მარკაომ დააწინაურა. მასპინძლები დიდ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ შოთას გუნდი თავს ორგანიზებულად იცავდა, თამაში კი მართლაც ლამაზი საყურებელი იყო. მეორე ტაიმში „გალთასარაის“ მწვრთნელი ბურუკი ვა-ბანკზე წავიდა, მცველები შემტევებით შეცვალა და დაისაჯა კიდეც - მეტოქეს სწრაფი კონტრშეტევების საშუალება მიეცა და მენდეშმა სამი მომენტის გამოუყენებლობის შემდეგ გაიტანა. მერე მან კიდევ ერთი შანსი გაუშვა ხელიდან და შეხვედრა 0:2 დასრულდა.
„ფატიჰ კარაგუმრუკი“ ნახევარფინალში „ტრაბზონსპორს“ უკვე ორმატჩიან
დუელში დაუპირისპირდება.
„ფატიჰ კარაგუმრუკმა“ ყველა ტურნირზე ბოლო 5 მატჩიდან 3 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და შემდეგ შეხვედრას 4 მარტს ჩემპიონატზე ადანაში „დემირსპორთან“ ჩაატარებს.
სტამბოლი. „RAMS Park“
გალათასარაი - ფატიჰ კარაგუმრუკი 0:2
გოლები: 0:1 მარკაო (6), 0:2 მენდეში (84)
წინ, საქართველო!!!