სუპერსენსაცია - შოთას გუნდმა სტუმრად "გალათასარაის" მოუგო და თასის ნახევარფინალში გავიდა

AutoSharing Option
თურქეთის თასის 1/4-ფინალში შოთა არველაძის „ფატიჰ კარაგუმრუკმა“ გასვლაზე სუპერლიგის ლიდერ „გალათასარაის“ 2:0 სძლია, რომელსაც 43 ქულით ჩამორჩება.

სტუმრები დებიუტში მარკაომ დააწინაურა. მასპინძლები დიდ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ შოთას გუნდი თავს ორგანიზებულად იცავდა, თამაში კი მართლაც ლამაზი საყურებელი იყო. მეორე ტაიმში „გალთასარაის“ მწვრთნელი ბურუკი ვა-ბანკზე წავიდა, მცველები შემტევებით შეცვალა და დაისაჯა კიდეც - მეტოქეს სწრაფი კონტრშეტევების საშუალება მიეცა და მენდეშმა სამი მომენტის გამოუყენებლობის შემდეგ გაიტანა. მერე მან კიდევ ერთი შანსი გაუშვა ხელიდან და შეხვედრა 0:2 დასრულდა.

„ფატიჰ კარაგუმრუკი“ ნახევარფინალში „ტრაბზონსპორს“ უკვე ორმატჩიან
დუელში დაუპირისპირდება.

„ფატიჰ კარაგუმრუკმა“ ყველა ტურნირზე ბოლო 5 მატჩიდან 3 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და შემდეგ შეხვედრას 4 მარტს ჩემპიონატზე ადანაში „დემირსპორთან“ ჩაატარებს.

სტამბოლი. „RAMS Park“
გალათასარაი - ფატიჰ კარაგუმრუკი 0:2
გოლები: 0:1 მარკაო (6), 0:2 მენდეში (84)

მკითხველის კომენტარები / 14 /
გილოცავ შოთი!
გიზოგ
20:23 01-03-2024
0
კიდევ ერთი გუნდი დამემატა რომელსაც ვგულშემატკივრობ. კარაგუმრუქი, ერთი საშუალო დონის თურქული კლუბი რომელსაც შოთამ თავისი ხელი უკვე დაატყო. მაქსიმუმს იღებს იქიდან რა რესურსიც გააჩნია. გალათასარაის დამარცხება თან სტამბოლში პატარა რამე არ არის. ყოჩაღ შოთი. ძალიან გამახარე. წარმატებები შემდეგ ეტაპზეც!!!
david
13:35 01-03-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული