კვარაცხელიას სამსახურით "ბაიერნი" დაინტერესდა

AutoSharing Option
Fussballdaten-ი სპორტულ მიმომხილველ ეკრემ კონურზე დაყრდნობით იტყობინება, რომ "ბაიერნი", რომელიც "ფრაიბურგთან" 2:2 დასრულებული მატჩის შემდეგ ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში "ბაიერს" 7 ქულით ჩამორჩა (თან ლევერკუზენელებს 1 შეხვედრით ნაკლები აქვთ ჩატარებული), "ნაპოლის" გარემარბით ხვიჩა კვარაცხელიათი დაინტერესდა.

აღნიშნულია, რომ კვარაცხელიას მიმართ ინტერესს აგრეთვე პსჟ და პრემიერლიგის კლუბები (მანჩესტერი, არსენალი და ლივერპული) ავლენენ, თუმცა "ბაიერნის" მიერ ტრანსფერის განხორციელება ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ქართველის სატრანსფერო ფასი 80 მილიონი ევროა, ნეაპოლურ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და ამას გარდა, მიუნხენურ გუნდს ამავე პოზიციაზე ლეროი სანე,
კინგსლი კომანი, სერჟ გნაბრი, მატის ტელი და ბრაიან სარაგოსა ჰყავს.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ნუ თარსავთ ამ ბიჭს წინასწარმეტყველური ჭორების გავრცელებით. ხვიჩას საქმე ისე იქნება როგორც ღმერთს, თვითონ და თავის ოჯახს უნდა!
თუ შეგიძლიათ გაარკვიეთ ჩაკვე რატომ არაა დღეს უოტფორდის განაცხადში?
ვაჟა მასწავლებელი
19:11 02-03-2024
1
სათაურშივე კაიფობთ რა.ბაიერნში ვაკანსიები გაჩნდა -ეს ჯუღელის სიზმარია ალბათ
გიორგი
20:06 02-03-2024
12
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული