კალცონა: "კვარა" და ოსიმენი ძალიან მაგრები არიან - მაღალი მიზნებისთვის ბრძოლაში დავბრუნდით

AutoSharing Option
სერია A-ს 27-ე ტურში საკუთარ მოედანზე „იუვენტუსის“ 2:1 დამარცხების შემდეგ კომენტარი „ნაპოლის“ მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ გააკეთა:

"გამარჯვებამ ძალიან გამახარა. ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. წინ დიდი გზა გვაქვს გასავლელი, გაუმჯობესების და მოგებების სურვილი გაგვაჩნია. "კვარა" და ოსიმენი ძალიან მაგარი ფეხბურთელები არიან. მათ რთული პერიოდი გამოიარეს და თავიანთ დონეს დაუბრუნდნენ. მე სხვებზე მინდა ვისაუბრო.

ბურთის ფლობისას მანევრირება გვაქვს გამოსასწორებელი და ვერტიკალურად უკეთ მოქმედება გვმართებს. 10 დღეში სასწაული არ მოხდებოდა. დაშვებულ შეცდომებზე გავამახვილებ ყურადღებას. რაჰმანიმ ტრავმა მიიღო და შეცვლა ითხოვა. შეიძლებოდა უფრო
სერიოზულად დაშავებულიყო და არ გავრისკეთ. მისი მდგომარეობა ხვალ გაირკვევა.

დრო გვჭირდება, რომელიც არ გვაქვს. მაღალი მიზნებისთვის ბრძოლაში დავბრუნდით. ძნელი იქნება, მაგრამ "ტორინოს" უნდა ვძლიოთ. "ბარსელონამდე" ჯერ კიდევ არის დრო. მე ბიჭების მჯერა. მეორე ნომრად მოთამაშე "იუვენტუსმა" რამდენჯერმე რთულ სიტუაციაში ჩაგვაგდო, გაგვიჭირდა, თუმცა მიზანს მივაღწიეთ და კმაყოფილები ვართ".

altროგორი შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "იუვენტუსთან" მატჩში?

altხვიჩამ "იუვენტუსს" სახლში ისევ გაუტანა - "ნაპოლიმ" ისევ გაიმარჯვა [VIDEO]

alt“ხვიჩამ გაიტანა? ნაღდია? მანახეთ, რა!” - ნიაზ დიასამიძე კონცერტის მსვლელობის დროს [VIDEO]

altხვიჩას გოლის შემდეგ დე ლაურენტისმა ცეკვა დაიწყო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 10 /
აბა წავიდააააა! ქება-დიდება! ჩვენო, ოქროს ბიჭუნა, ცის კაბადონზე მჯდომარე ვარსკვლავ ბიჭუნავ, მსოფლიოს დონის მთავარო მეგა ვარსკვლავო, ჩვენო იმედო და გმირო! ერთი სიტყვით ასეთი კატეგორიის მლიქვნელების კომენტარებს, რო ვკითხულბ, მრჩება შთაბეჭდილება, რო ხვიჩამ (ოღონდაც მარტო ხვიჩამ!)აუცილებლად უნდა გადაარჩინოს, ჩვენი ბედ-კრული საქართველო! მლიქვნელებო! აღარ დაიღალეთ ქამელეონის სინდრომით?!
ხვიჩამ გაიტანა გოლები და....
12:58 04-03-2024
19
ვულოცავ ხვიჩას, ნაპოლის... მომეწონა კალცონას კომენტარი....მინუსებს აჟღერებს რაზეც წინა მწვრთნელები დუმდნენ, მაკვირებდა, ვერტიკალურ შეტევებში ნაპოლი სუსტია და მაგიტომ აგებდა სერიოზულ გუნდებთან სკუდეტოს სეზონშიც. მახსენდება ძველი დინამო, ბურთს სულ ,,ათრევდა''მაგრამ თამაშებს აგებდა, მოსკოვის გუნდებთან და კიევთან. გუშინდელი თამაშშიც ალეგრიმ სწორი ტაქტიკა აირჩია, უბრალოდ ნაპოლის გაუმართლდა მეტოქეს არა,ხვიჩა და ვიქტორი არ ყავთ.... ჩვენ კი ხვიჩას გოლმა გაგვახარა, მოყვარეს პირში უძრახეო და ხვიჩას გამძლეობა მოსამატებელი აქვს, მაინც დავწერ და გამგები გაიგებს, კიეზას გოლი ჩვენებურის ინერტულობას მოყვა, რასაც ტოპ -გუნდები გულგრილად ვერ შეხედავენ... კი შეიძლება არ მოთხოვონ დაცვითი ფუნქციები, მაგრამ ხელი პასიურად მაინც უნდა შეეშალა და იქნებ დარტმაც აღარ გამოსვლოდა კიეზას, ამაშიც თუ მოუმატებს ჩვენი ჯილა, მაშინ აუცილებლად ტაციაობა წავა...
გუსანი
14:56 04-03-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული