"ეს თუ თერთმეტმეტრიანი არ არის, რისთვის არსებობს VAR-ი?" - იტალიაში "კვარაზე" უხეშობის გამო აღშფოთებული არიან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 3 მარტს, "ნაპოლი" "იუვენტუსს" დაუპირისპირდა და 2:1 გაიმარჯვა. "პარტენოპეის" ყოფილი მცველის, პაოლო ზილიანისა და საფეხბურთო მიმომხილველის, მაურიციო პისტოკის თქმით, ერთ-ერთ ეპიზოდში ხვიჩა კვარაცხელიაზე მცველმა თამაშის წესები დაარღვია და "ნაპოლი" თერთმეტმეტრიანს იმსახურებდა.

"რისთვის არსებობს VAR-ი? მსაჯს არაერთი მომენტი გამოეპარა, კვარაცხელიას ეპიზოდში პენალტი აუცილებლად უნდა დანიშნულიყო. აგრეთვე, კამბიასო და ბრემერი არ გააძევა და მაინც მოიგეს“.

მაურიციო პისტოკი (საფეხბურთო მიმომხილველი): "მსაჯმა მეხუთე წუთზე კამბიასოს მიერ კვარაცხელიას წაქცევისთვის პენალტი არ დანიშნა. შემდეგ იმავე კვარაცხელიას ხელით დაჭერისთვის კამბიასოს მეორე ყვითელი ბარათი არ უჩვენა. სწორად
რომ ემსაჯა, მატჩი სრულიად სხვაგვარად განვითარდებოდა", - განაცხადა პისტოკიმ.

შეგახსენებთ, „ნაპოლი“ 43 ქულით მეშვიდე ადგილზეა და 8 მარტს „ტორინოს“ უმასპინძლებს.

altკალცონა: "კვარა" და ოსიმენი ძალიან მაგრები არიან - მაღალი მიზნებისთვის ბრძოლაში დავბრუნდით

 

altროგორი შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "იუვენტუსთან" მატჩში?

altხვიჩამ "იუვენტუსს" სახლში ისევ გაუტანა - "ნაპოლიმ" ისევ გაიმარჯვა [VIDEO]

altხვიჩამ "იუვენტუსს" სახლში ისევ გაუტანა - "ნაპოლიმ" ისევ გაიმარჯვა [VIDEO]



მკითხველის კომენტარები / 12 /
100% პენალტი იყო დასანიშნი,ეტყობა მსაჯი ცოტა შერეკილია რომ აუარა გვერდი გადაღებულ ფირს.
დათიკო48
04 მარტი 2024 22:52
2
მალხაზ ჯობავა-ს
ეს კომენტატორები მართლა ცალკე კატასტროფაა.
სანამ ოსიმენი დაარტყამდა, ჩემს შვილს ვუთხარი - იმდენს ითარსება ეს შობელძაღლი კომენტატორი, რომ ვერ გაიტანს ოსიმენი თქო.
ნუ, გასაგებია, რომ პენალტის გაუტანლობის რეალური მიზეზი ქართველი კომენტატორები ვერ იქნებოდნენ, :) მაგრამ მართლა არ მესმის მათი ვითომ ობიექტური პოზიცია, როცა ქართველი ფეხბურთელები თამაშობენ.
ცნობილაძე მუშაობს კიდევ?
გოგია
04 მარტი 2024 16:25
5
რა გიკვირს ჯიგარ ალ ნასრის თამაშს უყურე და იქ კომენტატორები ისეთებს იძახიან გაოცდები კაცი,,რავიცი ესეთი დებილი ხალხი საიდან მოიყვანეს ამ სილქნეტის სპორტულ არხებზე კომენტატორებსაც ვერ დაუძახებ,,ლაპორტიმ ჩაარტყა მეტოქეს და მსაჯი წავიდა ვარზე გადასამოწმებლად და ამ სირებმა კიდე რონალდო ამოიცნეს ლაპორტში და იმდენად ჩლუნგები არიან გაკრიტიკება დაუწყეს დაჟე,,თან ეს ყველაფერი ორ სამ წამში კიარ მოხდა საკმაო დრო დაჭირდა მსაჯს მომენტის სანახავად და ესენი მაინც ბოლომდე რონალდოს ლანძღავდნენ,,იმდენად ჩლუნგები არიან ბოლოს ის კიარ თქვეს ბოდიშით შეგვეშალაო იმის თქმას ცდილობდა რო ჩვენ სხვა კადრი გვაჩვენესო,,იმაზე აღარ მაქ ლაპარაკი რო თამაშის წაყვანის აზრზე არ არიან, ფეხბურთელებსაც კი ვერ ცნობენ თან ვისზეა ლაპარაკი რონალდოს რო ვერ იცნობ,ალ აინი-ალ ნასრი ჩართეთ და თამაშის ბოლო მონაკვეთით ისიამოვნებთ და იხარხარებთ,,სილქნეტს კიდე მოუწოდებ ამხელა გადასახადებს რო ადებს სპორტულ არხებს წესიერი კომენტატორები მოიძიეთ ან გადაამზადეთ ამათი ჭორაობის და ბოღმის ნთხევის მოსმენა არავის მოწონს
gel-100
05 მარტი 2024 10:42
0
ხვიჩაც კარგად ეჯიკავებოდა.
არ ოყო პენალტი!
04 მარტი 2024 13:15
60
ის მსაჯიც აქ ყოფილა :დ
Რაგბის ფანი
04 მარტი 2024 14:00
2
რა თქმა უნდა, მართალია ეს კაცი!
კბილებდაკრეჭილი ალეგრი კი იუვეს მამების წინაშე ცდილობს თავის მართლებას და კვარაზე სისულელეებს ამბობს.
მოვა დრო და ტურინშიც გაგიჭედავთ ლამაზ გოლს ჩვენი ოქროს ბიჭი!
მანფრედ კალცი
04 მარტი 2024 12:03
3
ზუსტი შეფასებაა იუვე დაინდო მსაჯმა თორემ სულ სხვა თამაში იქნებოდა
მამუკა
04 მარტი 2024 11:54
2
ძმებო იცით რა მაგიჟებს, ის ვიღაც ხვიჩას მაგინებლები იმდენად არა, რამდენადაც ეს სეტანტას კომენტაორები. ვერ გავიგე ნაპოლის მოგება არ უხარიათ ტუ რაა, მოკლედ ენალტის დროს ტიპებმა დაიწყეს, ოსიმენს ამდენჯერ და ამდენჯერ არ გაუტანია პენალტი.... იუვეს მეკარეს ამდენი და ამდენი პენალტი აქვს აღებული და ...., მერე ბოლოს კუთხურის დროს, იუვე კარგად იყენებს სტანდარტულებს და ვნახოთ ახლა ტუ გამოუვათ და გაიტანენ.... ვინ ხართ ბიჭო თქვენ საიდან მოხვედით, რო დაგვჩხავით მანდ ეკრანიდან და თარსავთ გუნდს და ფეხბურთელებს, ხო ნახეთ რო ვერ გაიტანა. კაროჩე, თუ გადაცემა მიგყავთ ისედაც ცხოვრებით დამძიმებულ ხალხს ფეხბურთის ყურების დროსაც ნუ გვძაბავთ და თქვენი საფეხურთო გარჩევები თქვენთვის შეინახეთ, მანდ კიდე სუფთა საფეხბურთო რეალობიდან ისაუბრეთ, მაგ.მიიღო ოსიმ, გადასცა ხვიჩას, ხვიჩამ დაარტყა და გაიტანა..... ვაშააა!
მალხაზ ჯობავა
04 მარტი 2024 11:44
7
ესენი კომენტატორები არ არიან, არამედ კეკლუცობენ ეთერში და ყვებიან რაღაც ისტორიებს, იმის მაგივრად, რომ თამაშს მიჰყვნენ, ყველამ ხომ არ იცის მოედანზე ნომრების ქვეშ ვისი სახელია. ამით თითქოს თავს წარმოაჩენენ ჭორების ცოდნით, სინამდვილეში კომენტატორობისათვის შეუსაბამოები არიან.
ქართველი
04 მარტი 2024 16:46
4
იუვემ გაუსხათ )))) გასხმულები რომ არ იყოთ ასე ოვაციებით არ წაიყვანდით
სვანსკი
04 მარტი 2024 14:42
2
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული