"კვარაცხელიას გაუმართლა, ვეცადეთ, მისი შეცდომებით გვესარგებლა... - რა თქვა ალეგრიმ "ნაპოლისთან" მატჩის შემდეგ?

AutoSharing Option
გუშინ, 3 მარტს, სერია A-ს 27-ე ტურის ცენტრალურ მატჩში, "ნაპოლიმ" "იუვენტუსს" უმასპინძლა და 2:1 გაიმარჯვა. შეხვედრის შემდეგ მასიმილიანო ალეგრიმ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

"შედეგით იმედგაცრუებული და გაბრაზებული ვარ. ყველა ფეხბურთელმა მოედანზე მაქსიმუმი გააკეთა, თუმცა ზოგიერთ მომენტში ზედმეტად ვიჩქარეთ, რის გამოც მეტი გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ.

რატომ ვუტევდით უფრო მეტად ჩვენი შეტევის მარჯვენა და „ნაპოლის“ დაცვის მარცხენა ფლანგიდან? ამ ფლანგზე კვარაცხელია იყო, რომელიც დაცვით ფაზაში სივრცეებს ტოვებდა და ვცდილობდით, მეტი შეგვეტია.

პენალტის ეპიზოდი? "ნაპოლის" ფეხბურთელმა კარგად ითამაშა და მსაჯს თერთმეტმეტრიანი "გამოსტყუა". ხანდახან
ვფიქრობ, რომ ფეხბურთი ეშმაკის მოგონილია. პირველ ტაიმში კვარაცხელიას დარტყმა სახიფათო არ ყოფილა, უბრალოდ ბურთი კამბიასოს მოხვდა და კარში შევარდა. "პარტენოპეი" ძალიან კარგი გუნდია, თუმცა დღეს ბევრ ეპიზოდში გაუმართლა", - განაცხადა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 43 ქულით მე-7 ადგილს იკავებს. რაც შეეხება "იუვენტუსს", "ბიანკონერი" 57 ქულით მე-2 ადგილზეა.

altკალცონა: "კვარა" და ოსიმენი ძალიან მაგრები არიან - მაღალი მიზნებისთვის ბრძოლაში დავბრუნდით

 

altროგორი შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "იუვენტუსთან" მატჩში?

altხვიჩამ "იუვენტუსს" სახლში ისევ გაუტანა - "ნაპოლიმ" ისევ გაიმარჯვა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 46 /
სამარცხვინო კომენტარია, რაც შეიძლება სასუოლოს ან პიაჩენცას მწვრთნელმა იკადროს. იუვეს მწვრთნელს კი არ ეკადრება.
oto
04 მარტი 2024 13:42
4
ფეხბურთში 100% გოლები არ გადის ხოლმე და ხანდახან მოუხერხებელი პოზიციიდან დარტყმული კი გადის. ადამიანს ფეხში კომპუტერი არ უდგას, თორემ ეს თამაში ყოველთვის ფრედ დამთავრდებოდა. მაგრა გამწარებულა იუვეს მწვრთნელი :)
გიორგი
04 მარტი 2024 13:15
2
კვარამ ყველაფერი გააკეთა რისი გაკეთებაც ამ გუნთან ერთად შეიძლებოდა.რომელმა ითამაშა კვარაზე უკეთესად ?
Footbol
04 მარტი 2024 13:06
3
არარსებობს ფეხბურთელი მთელ ფლანგს აკონტროლებდეს მარტო.
თავდასმხაშიც იყოს. შუახაზშიც და დაცვაშიც.
ამას ვერ შეზლებს ვერავინ.
ერთი მარსელო იყოს და ისიც უშვებდა შეცდომებს დაცვაში
las
04 მარტი 2024 13:06
2
კვარაზე 100% პენალტი რომ არ დანიშნა მსაჯმა,იმას რატომ არ ამბობ ალეგრი ბიჭოოო
გურულო
04 მარტი 2024 12:48
3
კვარას ფლანგზე ნაპოლის ჯერ მარცხენა ნახევარმცველი ყავს, მერე მარცხენა მცველი, ამ ბარიერის დაძლევის შემდეგ ცენტრალურმა მცველმა უნდა დააზღვიოს და მაინც ხვიჩამაც უნდა ითამაშოს მარცხენა მცველის პოზიციაზე? და ამის შემდეგ სწრაფი და მოულოდნელი კონტრშეტევა ვინ უნდა განახორციელოს? საქმე იმაშია, რომ მარცხენა დაცვის ფლანგი თითქმის ცარიელი იყო და კიეზამაც წინააღმდეგობის გარეშე გაიტანა. სად იყო ფლანგელი ნახევარმცველი ან ფლანგელი მცველი? არ შეიძლება ყველა ცენტრში შეყარო და ფლანგები მოაშიშვლო. ნაპოლის საბედნიეროდ იუვენტუსმა მხოლოდ ერთი მომენტი გამოიყენა, რეალი და ტოპ გუნდები ამას არ გპატიობენ
თენგაბი
04 მარტი 2024 12:34
4
კარგი შეფასებაა გოლის ეპიზოდის ნაპოლს თუ უნდა წარმატებული იყოს მეკარე და დაცვა მთლიანათ შესაცვლელია მერეტი თითქოს შეცთომებს ნაკლებათ უშვებს მაგრამ მეკარემ ხანდახან გუნდი უნდა გადაარჩინოს ისე როგორც ამას აკეთებს მამარდა.
გიორგი
04 მარტი 2024 13:33
2
იუვემ ძალიან ბევრი გასატანი გააფუჭა და გატანის შემთხვევაში,რა თქმა უნდა გაიმარჯვებდნენ.მაგრამ მსაჯმა მათი ორი ფეხბურთელი დაინდო და არ გააძევა,არც ხვიჩაზე გაკეთებული დარღვევა შეაფასა პენალტად.ასე რომ თავისუფლად შეიძლებოდა,უფრო მეტადაც წაეგოთ.რაბიოს არ ყოფნა,ძალიან ეტყობოდათ.
ალეგრიმ გულახდილად განაცხადა,რომ ხვიჩას სუსტი წერტილებით სარგებლობას ცდილობდა და გამოუვიდა კიდეც,გოლის ეპიზოდში.დიდ დაპირისპირებაში,ნიუანსებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და ეს აღიარება,ხვიჩასთვისაც ძალიან საყურადღებოა.აქამდეც ხდებოდა,როცა სხვა გუნდებიც ასე აკეთებდნენ და ადრე თუ შეიძლებოდა,ეს კიდევ ჩაგვეთვალა შემთხვევითობათ,ახლა უკვე ცხადია,რომ ამას ორგანიზებული ხასიათი აქვს და ხვიჩამ ამაზეც უნდა იმუშაოს.
სოსო
04 მარტი 2024 12:31
2
ხოო კვარაცხელიაზე არდანიშნული პენალტი როგორი იყო? ეგეც გათვლილი გქონდათ? და 2 წითელი ბარათი რო გაპატიატ მსაჯმა და მაინც რო წააგეთ :))))))))))))) ენის ტლიკინი არ უნდა ფეხბურთის თამაშს, გუშინ მსაჯის ჩათვლით ეთამაშა იუვენტუსი ნაპოლის და მაინც ვერ მოუგო.
----
04 მარტი 2024 12:28
3
გასაგებია, საკუთარი გუნდის მარცხის რაღაცით გამართლებას ცდილობს. ის რატომ ავიწყდება, ხვიჩას წაქცევაზე თამაშის პირველ წუთებზე პენალტი რომ უნდა დაენიშნათ, ან კამბიასომ რომ მაისურში მოქაჩა და წააქცია, მეორე ყვითელი არ მისცა.
კოსტა
04 მარტი 2024 12:26
2
თუ ფეხბურთი ეშმაკის მოგონილია, ალეგრი ეშმაკის მსახური და ტარტაროზი ყოფილა; ღირსეულ ადამიანს წაგების მიღებაც ღირსეულად უნდა შეეძლოს; ღირსეულ ადამიანს!
ემილი
04 მარტი 2024 12:19
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული