ჩაკვეტაძე საგოლე პასით დაბრუნდა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონშიფის 36-ე ტურში „უოტფორდისა“ და „სუონსის“ დაპირისპირება 1:1 დასრულდა.

მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე, რომელმაც „მილუოლთან“ გასული ტურის მატჩი მუხლის ტკივილის გამო გამოტოვა, ტრავმირებული კენ სემას ნაცვლად 43-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, 45+1-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, 57-ე წუთზე კი მისი პასით რაიან პორტეუსმა ანგარიში გაათანაბრა და „უოტფორდმა“ ორი წაგების შემდეგ ფრედ ითამაშა.

ჩაკვეტაძის გარჯა flashscore-მა 8.1 ქულით შეაფასა (ყველაზე მაღალი ორივე გუნდიდან), ხოლო Whoscored-მა და sofascore-მა - 8.0-ით. ქართველის ჩინებულ თამაშს კლუბის საიტიც აღნიშნავს და წერს, რომ ის საუკეთესო იყო.

„უოტფორდი“ 45 ქულით მე-13 ადგილზეა და 9 მარტს „კოვენტრის“ უმასპინძლებს.

უოტფორდი. „ვიკარიჯ როუდი“
უოტფორდი - სუონსი 1:1
გოლები: 0:1 ენდრიუსი (44, საკ. კარში), 1:1 პორტეუსი (57)

მკითხველის კომენტარები / 9 /
გიორგის კარგი სათამაშო ფორმა კარგი ამბავია ნაკრების თამაშების წინ.
გიორგი
15:27 07-03-2024
0
გუნდში არა მარტო საუკეთესო, არამედ ყველაზე თეთრიც იყო:))ისე მაგარი დებილი გუნდია,გიო აშკარად უკეთესს იმსახურებს.წარმატებები გიორგის!
gurulo
14:25 07-03-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული