კალცონა: კვარაცხელია განსაკუთრებულია - "ბარსელონასთან" სათამაშოდ შიშის გარეშე უნდა გავემზავროთ

AutoSharing Option
"ტორინოსთან" ფრედ დასრულებული მატჩის (1:1) შემდეგ კომენტარი "ნაპოლის" მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ გააკეთა:

"გუნდით კმაყოფილი ვარ, დომინირებდა და ბევრი მომენტი შექმნა. ჩვენ "ნაპოლი" ვართ და "ბარსელონასთან" შესახვედრად ყოველგვარი შიშის გარეშე უნდა გავემგზავროთ.

"კვარა"? განსაკუთრებულია. მას თავდაჯერება შევძინე, ვენდობი, რაც დავავალე, ყველაფერი შეასრულა. მარიო რუიც ერთ-ერთი საუკეთესო იყო. რაც შეეხება ორსატოს მსაჯობას, მეორე ტაიმში 52 წუთიდან ბურთი თამაშში ფაქტიურად 24 წუთი იყო".

მკითხველის კომენტარები / 22 /
კალცონამ აშკარა შეცდომა დაუშვა ზიელინსკი რომ დააყენა ძირითადში, შემდეგ მეორე შეცდომა დროულად რომ არ შეცვალა! კვარამ კი დაგლიჯა რასაც ქვია! ბრავო კვარა!
რერო
09:45 09-03-2024
3
პარალელურად,ბარსელონასაც ვუყურებდი და საბავშვო ბაღი იყო მოედანზე.ლევანდოვსკი,შეცვლაზე შეუშვეს.ბევრი ჰყავთ ტრავმირებული.ნაპოლის მოუქნელი დაცვისა უფრო მეშინია,ბარსას ამ პატარა ბიჭებმა,საჯარიმოში ხვლიკებივით რომ დაძვრებიან,უამრავი ხიფათი შეუძლიათ შეამთხვიონ,თუმცა თუ მათ გამოუცდელობას გამოიყენებს,ნეაპოლელებს უკეთესი შანსებიც კი აქვთ,ამ თამაშში.ყოველ შემთხვევაში,რაც რეალის, ნაპოლისთან კლასში უპირატესობა იგრძნობოდა,ბარსელონასთან ნამდვილად არ იქნება.ოსიმენის შეხვეული მუხლები სხადყოფს რომ ჯანმრთელობის პრობლემები აქვს,თუმცა მაგ თამაშში,თავს არ გაუფრთხილდება და წუხანდელზე მეტად აგრესიული იქნება,ხვიჩა რა ფორმაშიც შევიდა,კი ვნახეთ და პოლიტანოც ბოლომდე დაიხარჯება.ასე რომ,ვფიქრობ მაგარი თამაში გველის.
სოსო
09:59 09-03-2024
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული