მწვრთნელმა ჩაკვეტაძის ტრავმის შესახებ კომენტარი გააკეთა

AutoSharing Option
ჩემპიონშიფის 37-ე ტურში „უოტფორდი“ საკუთარ მოედანზე „კოვენტრისთან“ 1:2 დამარცხდა.

"უოტფორდის" მწვრთნელმა ვალერიენ ისმაელმა ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე „სუონსისთან“ ჩატარებული კარგი მატჩის შემდეგ სასტარტოში დააყენა. ჩაკვეტაძეს 43-ე წუთზე უკნიდან ფეხი სტუმართა გუნდის მცველმა ჯეკ ბიდველმა ჩაარტყა, მარცხენა კოჭ-წვივის ტრავმა მიიღო, სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ მოედანზე დაბრუნდა, მაგრამ შესვენებაზე შეცვალეს.

გიორგის სტადიონი არ დაუტოვებია, სათადარიგოთა სკამზე იმყოფებოდა და გულშემატკივრები აპლოდისმენტებით შეხვდნენ. მისი თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: sofascore 6.9, whoscored 6.4, flashscore 6.2.

ნამატჩევს კომენტარი ისმაელმა გააკეთა: “მსაჯობა კიდევ ერთი პრობლემაა. ჩაკვეტაძის ეპიზოდის შესახებ
არბიტრმა თქვა, რომ ვერ დაინახა და ბოდიში მოიხადა. გიორგის ფეხი ძალიან სტკივა, მაგრამ სიარული შეუძლია. მსაჯების უპირველესი მოვალეობა ფეხბურთელების დაცვაა. მართლაც მტკივნეული მომენტი იყო. ეს პირველ ტაიმში უკვე რამდენიმეჯერ დაგვემართა“.

შეგახსენებთ, მუხლის ტრავმის გამო გიორგიმ 2 მარტს "მილუოლთან" შეხვედრა გამოტოვა.

„უოტფორდი“ 45 ქულით მე-13 ადგილზეა და 16 მარტს გასვლაზე „ბირმინგემს“ დაუპირისპირდება.

უოტფორდი. „ვიკარიჯ როუდი“
უოტფორდი - კოვენტრი 1:2
გოლები: 1:0 პორტეუსი (20), 1:1 რაიტი (40, პენ), 1:2 რაიტი (72)

მკითხველის კომენტარები / 10 /
ეს არ არის ის ტრავმა და ნუ გაავსეთ შარვლები,3-4 დღეში მოურჩენენ.
მეორე ბათუმში წიტაიშვილი ათამაშდა ბოლო თამაშები-კაი ფლანგელია ეგეც.
მესამე არაბიძე გამოსაყენებელია-აი სწორედ განსხვავებას კვარას მერე ეგ ქმნის ყველაზე მეტად
და მეოთხე-მარტო ჩვენ მოგვდის ტრავმები და ლუქსემბურგელები ყველა ჯანმრთელია სულ?
მაშინ თუ გვჯობიან ისინი და კონკრეტულ დღეს სახლში თამაშს მოგვიგებენ-იყოს მაშინ მასე,რას ვნერვიულობთ.
Levani
02:53 10-03-2024
0
12 დღე არის დარჩენილი და კოჭის ტრავმა მიიღო,რაც ადვილად მოსაშუშებელი არ არის. იქეთ ბუდუმ გამოტოვა თამაში,იწერება ავადმყოფობის გამო,კვარა არ გვეყოლება ისედაც. კიდევ რა გამოვარდება არავინ იცის,თუმცა მთავარი დანაკლისი კვარაა. გადახედეთ ნაკრების თამაშებს,თუ კვარა არ ქმნის რაღაცას,გუნდს თამაში არ აქვს და ეს პრობლემა იყო,ახლაც პრობლემა იქნება. იმედია მომჯობინდება ჩაკვეტაძე,მარა დიდი იმედი მაინც არ მაქვს. შეიძლება თვითმფრინავზე დააგვიანოს ვიღაცამ და თამაში გამოტოვოს. არც იმ ხალხის მესმის,ვინც არაბიძის გამოძახებას ემხრობა და იმედებს მასზე ამყავრებს,ეგრე არ ხდება ხოლმე. თუ გამორთავთ კომპიუტერულ თამაშებს და რეალობაში დაბრუნდებით,არაბიძეს გამოცდილება არ აქვს ანაკრებო დონეზე და გუნდს შეთამაშებული არ არის,რა უნდა გააკეთოს. ვერ ითამაშებს და აღარ გამოიძახებენ,ნახეთ ესე თუ არ იყოს. გადამწყვეტ თამაშში კი არ უნდა დაუძახო,ადრევე უნდა გამოსცადო. გამოიძახებენ და ათამაშებენ კიდეც,მერე გასამართლებელი თემა რო ქონდეთ. ასე იქნება ეს ამბავი
იასონას უდარი
00:17 10-03-2024
11
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული