The Hard Tackle: "ლივერპულს" კვარაცხელიას ტრანსფერი 85 მილიონი ფუნტი დაუჯდება

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონასთან" დამარცხების შემდეგ გამოცემები "ნაპოლის" მომავალზე საუბრობენ.

Corriere del Mezzogiorno აღნიშნავს, რომ ვიქტორ ოსიმენი წავა, ხვიჩა კვარაცხელია დარჩება და კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი გუნდს მის გარშემო ააწყობს, თუმცა, თუ ქართველზე კარგი შეთავაზება მიიღო, მასაც შეელევა.

ეს დამოკიდებული იქნება კლუბის ფინანსურ მდგომრეობაზე, რომელიც ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის გამო ვერ გაუმჯობესდება. ჟურნალისტი პაულო დელ ჯენიო წერს, რომ თუ ოსიმენმა არ გამოიღვიძა, 130 მილიონ ევროდ არავინ გამოისყიდის და უკეთეს შემთხვევაში, 80 მილიონ ევროზე მეტად არავინ მოისურვებს ნიგერიელის შეძენას.

FC Barcelona Noticias-ი
სტატიაში ხაზს უსვამს იმას, რომ კვარაცხელიამ "ბარსელონასთან" მატჩში თავი ვერ წარმოაჩინა და კატალონიური კლუბი მის ტრანსფერს არ განახორციელებს. ბრიტანული TheHardTackle კი HITC-ის ჟურნალისტის, გრემ ბეილის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით იტყობინება, რომ ამ შეხვედრას ხვიჩას თამაშზე დასაკვირვებლად "მანჩერსტერ სიტის" სკაუტები დაესწრნენ და მოეწონათ კიდეც.

გამოცემის მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ ქართველი არასტაბილურ სეზონს ატარებს, მთელი ევროპის დიდი კლუბების მხედველობის არეში რჩება, რომელთა შორის ჰორიზონტზე პრემიერლიგის წარმომადგენლები იმყოფებიან, "სიტის" გარდა, "ლივერპულიცაა" დაინტერესებული (რადგან შეიძლება მოჰამედ სალაჰმა გუნდი დატოვოს) და ზაფხულში ეს სიამოვნება დაახლოებით 85 მილიონი ფუნტი დაუჯდება. იმავეს ირწმუნება sportskeeda.

მკითხველის კომენტარები / 11 /
ფეხბურფის ექპერტები მაგრები ხარდ რა იმიტომაც ზიხარდ სახლში და წერდ ვითომ და ჭკვიანურებ არადა მაგარი ყლეობა რომ გამოგდიდ ამას კი ვერ ხვდებიდ.წარმატება კვარა ღმერთმა ხელი მოგიმართოს ამინ
დდდ
16 მარტი 2024 23:22
2
ვერცერთი ნამდვილი ექსპერტი ვერ იტყოდა ვინისისზე 3 წლის წინ..ვერც ბელინგემზე..რომ ასე გაიბრწინებდნენ და კოდევ არიან..ასე რომ შეიძლება კვარაა არაა ისეთ კონდიციებში..მაჰრამ ამ სამყაროში ყველაფერი რისკია..ლივერპულში ისეთებია მაგის პოზიციაზე..აჯ თუმდაც სიტიში გრილიში კბარასთან ახლოსაც ვერ მივა..თვით რეალშიც მჯერა ითამაშებს..დიახ უნდა წავიდეს ამ ნაპოლოდან და დიახ მხოლოდ ამ გუნდში როგორც კი რეალირი შეთავაზება იქნება..წარმატებები კვარას..ქართულ ფეხბურყს და ყველა ქართველს..
კიეზა
15 მარტი 2024 14:55
1
ჩვენ კი გვინდა, მაგრამ პრემიერლიგისთვის მზადაა? არ მგონია, პირველ რიგში ფიზიკური კონდიციებით, იქ სხვა ტემპია, ვისაც სიღრმისეულად ესმის დამეთანხმება, მაქს 20-30 წთ გაუძლოს ხვიჩამ იმ ტეპს, ჯერჯერობით, დაცვითი ფუნქციებში კი მაგრად მოიკოჭლებს, ეს უნარი არ აქვს ნასწავლი,..თუ ასწავლეს ხომ კარგია, ვფიქრობ ნაპოლი უნდა დატოვოს, ოღონდ გააჩნია ვისთან მოხვდება და სად...სიმართლე ვთქვათ ვერცერთ ძლიერ გუნდთან თავი ვერ წარმოაჩინა, ვერც რუსეთში თამაშის დროს, მაგ ზენიტი, დინამო, ცსკა.. ინტერი, მილანი( პირველი თამაშის გამოკლებით) ბარსა,რეალი ...
გუსანი
15 მარტი 2024 12:38
17
რომელმა გამოცემებმაც არ უნდა ავრცელონ ინფორმაცია, ისედაც ცხადია, რომ როცა მსოფლიოში საუკეთესო გარემარბთა სიაში ხარ, ავტომატურად მუდმივი დაკვირვების ქვეშ იმყოფები ნებისმიერი წამყვანი კლუბის მხრიდან და კარიერის კონკრეტულ მონაკვეთში თავის წარმოჩენაზეა დამოკიდებული ის, თუ ვინ, როდის და რა ფასად გადაწყვეტს ფეხბურთელის ყიდვას. ამიტომ პრესას ნაკლები ყურადღება და მეტი კონცენტრაცია განვითარებაზე. კვარაცხელიას მინიმუმ 7-8 წელიწადი ფორმის ზენიტში ყოფნის ჯერ კიდევ წინ აქვს, მაგრამ შანსებსაც უსასრულოდ არ ისვრის ბედი და მნიშვნელოვანია უახლოეს წელიწადში გაეცალოს ნეაპოლს, რადგან ის მისთვის უკვე ჭაობი ხდება.
pablo
15 მარტი 2024 10:38
2
აქ ანუ ერთი თამაში წყვეტს ფასს ვა რა საინტერესოა
გიორგი
15 მარტი 2024 07:27
1
კლოპი სეზონის ბოლოს ტოვებსო ლივერპულს.თუ ზაფხულში ხვიჩას გამოისყიდიან,მაშინ ეს უნდა მოხდეს მხოლოდ ახალ მწვრთნელთან კონსულტაციის შემდეგ.მისი სურვილის გარეშე ტრანსფერით,შესაძლოა ხვიჩას მიქაუტაძის ისტორია გაუმეორდეს.მეორე მხრივ,ლივერპულის ფეხბურთელებმა საკუთარ თავზე იწვნიეს ხვიჩას ძალა და ვფიქრობ, პატივისცემაც დაიმსახურა.კლოპმა უკვე დიდი ხანია რაც წასვლის ანონსი გააკეთა.წესით,მისი შემცვლელიც უკვე ნაპოვნი უნდა ჰყავდეთ.ასე რომ მისგან პირის აღება,არ უნდა გაუჭირდეთ.კარგი იქნებოდა კლოპთან ერთად ემუშავა,მაგრამ ჯერ ისიც არ ვიცით,წაიყვანენ თუ არა.ერთი სიტყვით,ვნახოთ რა მოხდება.ძალიან მნიშვნელოვანია,დე ლაურენტისის კაბალურ კონტრაქტს თავი დააღწიოს.
სოსო
15 მარტი 2024 01:46
2
მე ვინ მკითხავს მაგრამ მე ბარსელონას, კვარას ლივერპულში მირჩევნია წასვლა, რადგან ლივერპული მარტო კლუბი კი არაა, არამედ თავად ლივერპულის ოჯახია გუნდი, ერთი ორგანიზმი, ერთად სიხარულის და სიმწრის გაზიარება და მრავალი რამ. და არა იმ ბარსაში, რომელიც თავის ლეგენდებს: მესი, სუარესი.... პატივს არ სცემს.
იქიდან კი კვარას საოცნებო გუნდამდე ერთი ნაბიჯია.
მალხაზ ჯობავა
15 მარტი 2024 00:14
5
რეალში აკვდებიან მთლად ლეგენდებს. რეალი მარტო მსაჯებს სცემს პატივს ვინც ლიგები დადო . ფეხბრთელი მაგათვის ჩვეულებრივი მასალაა
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
15 მარტი 2024 00:54
6
მიიხედავად ლივერპული ანტიპათიისა მემგონი ყველაზე მეტად ლივერპულს მოუხდება კვარა. და კვარას ხათრით გავხდები ლივერპულის გულშემატკივარი. ისე სამწუხაროდ კარგ გუნდებთან ძაან უჭირს უმეტეს წილათ ნუ ყოველ შემთზვევაში წელს ინტერთან მილანთან და ლიგაზე ვერ იყო მოწოდების სიმაღლეზე
ტოტტი
14 მარტი 2024 23:35
3
იმიტო უჭირს რო სხვა მოთამაშეები არიან ძალიან სუსტები, განეიტრალებული არიან, დაცვა არ ყავს ნაპოლის და სერიოზულ მოწინააღმდეგეს მეტი რესურსი კვარას განეიტრალებაზე აქვს მიმართული, დანარჩენებისგან დიდ საფრთხეს არც ელოდებიან პრინციპში.
zura
15 მარტი 2024 12:37
1
ღმერთმა ქნას, მალე წავიდეს!
გია
14 მარტი 2024 22:21
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული