ოსიმენის შემდეგ ყველაზე მაღალანაზღაურებადი - დე ლაურენტისმა "კვარას" ახალი კონტრაქტი შესთავაზა

AutoSharing Option
ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტის, ნიკოლო სკირას ცნობით, "ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ხვიჩა კვარაცხელიას ახალი, გაუმჯობესებული კონტრაქტი შესთავაზა.

"კვარაცხელია ამჟამინდელი კონტრაქტით ყოველწლიურად 1.3 მილიონ ევროს გამოიმუშავებს და ნეაპოლურ კლუბში ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი ფეხბურთელია.

კლუბთან დაახლოებული პირების ცნობით, დე ლაურენტისმა გადაწყვიტა, რომ კვარაცხელიას საკუთარი ნიჭის შესაბამისი პირობები შესთავაზოს.

ნიკოლო სკირა იტყობინება, რომ ახალი ხელშეკრულებით, ქართველი დამატებით მილიონ ევროსა და ბონუსებს მიიღებს, რითაც ის ოსიმენის შემდეგ "ნაპოლიში" ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ დიდი ალბათობით, ნიგერიელი ამ ზაფხულს "პარტენოპეის" დატოვებს, შესაძლოა,
ხვიჩა მომდევნო სეზონში "ნაპოლის" ყველაზე დაფასებულ ფეხბურთელად იქცეს", - წერს Napolipiu.

შეგახსენებთ, კვარაცხელიას "ნაპოლისთან" მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულში ეწურება.

altIl Mattino: ოსიმენსა და "ნაპოლის" ფეხბურთელებს შორის დაძაბულობაა - ეს გავლენას კვარაცხელიაზეც ახდენს

მკითხველის კომენტარები / 21 /
აუცილებლად უნდა წავიდეს თუ ექნება შეთავაზება, ან კიდევ 3 წელი დარჩეს და შემდეგ უფასოდ წავიდეს კონტრაქტის გახანგრძლივების გარეშე.
ვატყობ ჯუღელი ვერაფერს გახდება ლაურენტესთან.
დავით
21 მარტი 2024 15:08
0

თუ ნაპოლი ლიგაზე ითამაშებს შემდეგ სეზონში რატომაც არა. თუ არადა უნდა წავიდეს.
ასე ვფიქრობ
16 მარტი 2024 12:32
1
არ უნდა გაახანგრძლივოს ხელშეკრულება არცერთ შემთხვევაში! სულ რომ 10 მილიონამდე გაუზარდონ ხელფასი, ეს უახლოეს 3 წელიწადში 30 მილიონი გამოდის. ამაზე მეტს ე.წ. “პადიომნების” სახით ნებისმიერ შემთხვევაში აიღებს, თუ ახალ კლუბს ტრანსფერში არ ექნება არაფერი გადასახდელი და ის თავისუფალი აგენტი გახდება კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ. გახანგრძლივებული კონტრაქტით მას კიდევ უფრო გაუჭირდება სადმე გადასვლა.
დათა თუთაშხია
16 მარტი 2024 02:42
4
არავიტარ შემთხვევაში მანდ არ უნდა დარჩეს
t.q
15 მარტი 2024 23:01
1
როცა ხედავ,რომ პატივს არ გცემენ,ოქროს მთებიც რომ მოგცენ,არ უნდა დარჩე!
სოსო
15 მარტი 2024 22:20
1
წაკითხულიდან გამომდინარე გამოდის, რომ ყველა სხვა ნაპოლის ფეხბურთელებს ოსიმენის და კვარაცხელიას გარდა ხელფასს დააკლებენ.
მათემატიკოსი
15 მარტი 2024 20:31
0
"ნიკოლო სკირა იტყობინება, რომ ახალი ხელშეკრულებით, ქართველი დამატებით მილიონ ევროსა და ბონუსებს მიიღებს, რითაც ის ოსიმენის შემდეგ "ნაპოლიში" ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება".
როგორც ჩანს, რედაქციას ციფრის ჩაწერა დაავიწყდა სიტყვებს "დამატებით" და "მილიონ"-ს შორის. ჩემი ვარაუდით, ციფრი 3 უნდა ეწეროს
ახლა მივხვდი
15 მარტი 2024 20:20
1
მთავარია გამოსყიდვის უფლებას რამდენს ჩაწერს ან ჩაწერს რო საერთოდ, კონტრაქტის ვადის მომატებაზე არც ერთ ვარიანტში არ უნდა დათანხმდეს.
ჩვენ არ ვიცით რა უწერია მოქმედ კონტრაქტში, მხოლოდ ვმარჩიელობთ და გვინდა რომ ხვიჩიას უკეთესი პირობები ქონდეს, მაგრამ რა გამო მარტო ალაჰმა უწყის ;-)
Bs
15 მარტი 2024 19:50
4
კონტრაქტი რომ არ გაუხანგრძლივონ ისე ახალ კონტრაქტს ვინ დაუდებს მეგობარო.
კონტრაქტი მინიმუმ 2029მდე დაიდება...
gulshematkivari0703
15 მარტი 2024 21:30
1
დე ლაურენტისის ახალი შეთავაზებაა 4 მილიონი ხეფასი + 1 მიიონი ბონუსი - "Il Napoli è al lavoro per il rinnovo di contratto di Khvicha Kvaratskhelia fino al 2029 (4 milioni all'anno più 1 di bonus)"
რეზო
15 მარტი 2024 19:12
2
ესსენი დასცინიან მგონი, თვითონ 150 მილიონად უნდათ გაყიდონ და ხელფასის მიცემა არ უნდათ. სადაა ლოგიკა პროფესორებო:)? მინიმუმ 7 მილიონი უნდა ქონდეს. ეგეც მინიმუმ. მოკლედ უნდა წამოვიდეს მაგ ბანძი გუნდიდან. ერთხელ ჟორდანიას ვუსმენდი და ნაპოლი ერთი სოფლის გუნდიაო და მაშინ გამიკვირდა რას ამბობსთქო:). თურმე მართალი ყოფილა:)
ჯიმა
15 მარტი 2024 18:33
6
7 მლნ ბევრია.დ-ლავრენტი წუწურაქია. 4,5 მეტი არ იქნება. Ხვიჩას მაინც ვურჩევდი დარჩენას 2 წელი თუ მაგდენი მისცეს. Ნაპოლიში შეუძლია კიდევ ისწავლოს, მაგალითად ლიდერობა. Ლიდერობა მოედანზე მხოლოდ ხელების გაშლა და ლაპარაკი არ არის. Გრანდებში ბევრი ვარსკვლავია და დამკვიდრება თავიდან მოეწევს. Ამიტომ დაღვინება, მინიმუმ 1 წელი, ისევ Ნაპოლიში სჯობს, მგონია. Ფულის გარდა პირველ ადგილზე დგას კითხვა, რა თასზე ითამაშებს და ითამაშებს საერთოდ კი ნაპოლი. Ტრიბუნა უნდა ჩვენ პატარა ჯიმას. Ფული და მხოლოდ იტალიის ჩემპიონატი ცოტაა.
Ჯიმა ვარ მეც
15 მარტი 2024 19:01
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული