
ლიგა 2-ის 29-ე ტურში „ბორდო“ გასვლაზე „ანსისთან“ 1:3 დამარცხდა.
სტუმართა გუნდის ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი სასტარტოში იყო და 69-ე წუთზე შეცვალეს. მისი თამაში sofascore-მა 6.3 ქულით შეაფასა, flashscore-მა კი 6.1-ით.
ჟირონდული გუნდი 37 ქულით მე-13 ადგილზეა და 30 მარტს „პარიზს“ უმასპინძლებს.
ანსი. „პარკ დე სპორტსი“
ანსი - ბორდო 3:1
გოლები: 1:0 კამარა (8), 1:1 ლივოლანი (41), 2:1 კამარა (45+3), 3:1 კანდილი (66)