"თავმდაბალი და მისაბაძი უნდა ვიყო" - კვარაცხელია Adidas-ის სახე გახდა და ინტერვიუ მისცა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ "ადიდასთან" კონტრაქტი გააფორმა, ამ კომპანიის სახე გახდა და ინტერვიუ მისცა.

- ბუცები ფანტასტიკურია. Adidas Predator-ი ზიდანსა და სხვა დიად ფეხბურთელებს მაგონებს, რომლებიც ამ ბუცებით თამაშობდნენ. ეს ჩემთვის დიდი პატივია.

- წარმოიდგენდით, რომ "ადიდასის" სახე გახდებოდით?
- ვერასოდეს. თუმცა, ვოცნებობდი, ვინაიდან მსოფლიოში საუკეთესო ბრენდია. ეს სიამაყის განცდაა.

- როგორია "ნაპოლიში" თამაში? გულშემატკივრები გაღმერთებენ.
- ძალიან მიხარია, რადგან გუნდს მართლაც შესანიშნავი ქომაგები ჰყავს. ფეხბურთი ძალიან უყვართ და ჩემდამი მათი დამოკიდებულებით ვამაყობ. "ნაპოლი" დიდი ლეგენდებით ფანტასტიკური გუნდია. აქ საუკეთესო
ფეხბურთელი მარადონა თამაშობდა. ქალაქიც ასევე ჩინებულია, კლუბი კი ჩემი აზრით, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. სწორედ ეს ხდის ჩემს გამოცდილებას დაუვიწყარს.

- "კვარადონას" მეტსახელზე რას იტყვით?
- მარადონა ნეაპოლის ღმერთია. მასთან შედარება ძალიან სასიამოვნოა. თუმცა, რა თქმა უნდა, მას ვერ შევედრები, რამეთუ ის ისტორიაში საუკეთესოა. ბუნებრივია ვამაყობ, რომ "კვარადონას" მეძახიან, ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს.

- რას გრძნობთ, როდესაც მატჩის წინ ჩემპიონთა ლიგის ჰიმნს უსმენთ?
- ეს ოცნებაა. ამას სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი. როდესაც მუსიკა დასრულდა, ფანებმა იმღერეს “The Champions!" და ამის მოსმენა წარმოუდგენელი გახლდათ. ამან უფრო მეტი მოტივაცია შემძინა.

- ახლა ევროპაში ერთ-ერთი სუკეთესო ფეხბურთელი ხართ? როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება?
- ადვილი არაა. ყველა გიყურებს როგორც მისაბაძს. საქართველოში ბავშვებს ვუყვარვარ და ამიტომ სამაგალითო უნდა ვიყო, მშვიდი, თავმდაბალი და ვეცადო მოედანსა და მის გარეთ მაქსიმუმი გავაკეთო.

მკითხველის კომენტარები / 17 /
ბეევრი ძალიან კარგი ფეხბურთელები გვყოლია ქართველებს[მაჩ.,,ყიფ,გუც,შენგ......],მაგრამ მესხისნაირები[„განუმეორებელი“-გ.დ. კაჩალინი] საუკუნეში ერთი თუ. დაიბადება და აგერ ჩვენ-ქართველებს გვერგო ეს ბედნიერება ხვიჩას სახით ღმერთის ძალით და ჰაი საოცრებავ, გამოჩნდნენ წამლით გაბრუებულები და ხვიჩაზე ზედმეტს ბოდიალობენ [რა თქმა უნდა შურის გამო]. .ნეტავ თქვეენს ტვინებში ჩამახედა ტოქსოპულებო..სად გაიზარ დეთ ეგეთი ქართველთმოძულეები--რა ოჯახებში! ცუდი შვილი...... ხვიჩას ვუსურვოთ ბედნიერება და გახარება. მადლობა მის მშუბლებს ასეთი შვილის გაზრდისათვის
ფიგუ
19 მარტი 2024 11:11
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული