მამარდაშვილმა პენალტი აიღო და თავისი გუნდი უამრავჯერ გადაარჩინა - "ვალენსია" "ვილიარეალთან" მაინც დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის 29-ე ტურში „ვალენსია“ გასვლაზე „ვილიარეალთან“ 0:1 დამარცხდა.

სტუმართა გუნდის მეკარე გიორგი მამარდაშვილმა პირველ ტაიმში რამდენიმეჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი, 39-ე წუთზე კი ალექს ბაენას პენალტი აიღო.

მეორე ტაიმში ქართველმა კიდევ ოთხჯერ მოიგერია მეტოქეთა მიერ დარტყმული ბურთი, მაგრამ ისევ ჩავარდა „ღამურების“ დაცვა და ხორხე კუენკამ მასპინძლებს გამარჯვება მოუპოვა.

გიორგი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს და მან ანალიტიკური საიტებისგან მაღალი შეფასებები დაიმსახურა: sofascore 8.5, whoscored 8.5, flashscore 8.1.

„ვალენსიას“ 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 40 ქულით მერვე ადგილზეა და 30 მარტს „მალიორკას“
უმასპინძლებს.

ვილიარეალი. „სერამიკა“
ვილიარეალი - ვალენსია 1:0
გოლი: კუენკა (54)
გამოუყენებელი პენალტი: ბაენა (39, ვილიარეალი)

მკითხველის კომენტარები / 13 /
ვაკრიტიკებდი ხოლმე მამარდას ძალიან არასტაბილური იყო, სწორედ იმიტომ ვაკრიტიკებდი რომ მინდოდა უკეთესი გამხდარიყო... კითხვები აღარ მაქვს, ძალიან სწორი გზით მიდის და შრომაც დაუფასდება მალე, უკვე რამდენი თამაშია ვუყურებ, ძალიან სტაბილური გახდა.
ემიგრანტი
18 მარტი 2024 11:48
0
ძალიან სტაბილური გახდა ამ ბოლო დროს, ერთი რაც უნდა მოუმატოს ფეხით თამაშია და იქნება მსოფლიო დონის სუპერ მეკარე. მამარდა არის მაგალითი იმსა თუ როგორ შეგიძლია შრომით მიაღწიო წარმატებას, მსოფლიოში საერთოდ დეფიციტია მაღალი დონის მეკარის, მაგრამ ჩვენ გვყავს ოქროს ბიჭი. წარმატებები მამარდდდდდდდდდდდდ
bebe
18 მარტი 2024 11:21
0
ჩვენი სუპერ ბიჭი, ჩვენი იმედი! მსოფლიოს საუკეთესო მეკარეთა შორისაა! თუ ჩვენმა დაცვამ ოდნავ ნორმალურად ითამაშა, ამას გოლს ვინ გაუტანს? კარებში მამარდა, დაცვის ცენტრში საზონოვი, ნახევარდაცვა - ჩაკვეტაძე, თავდასხმა ხვიჩა, ბუდუ, მიქაუტაძე, ძირითადი ბირთვი სახეზეა. აკლია არაბიძის შეთამაშება გუნდთან და დიდი რწმენა მაქვს, რომ კვალიფიციური მწვრთნელის ხელში ჩვენი ნაკრები ყველა მიზნის მისაღწევად მზად იქნება. წინ საქართველო!!!
თენგაბი
18 მარტი 2024 09:21
1
დროა გაასწროს ვალენსიიდან....რაც ცხოვრებაში ფეხბურთი მაქვს ნანახი, მიმაჩნია რომ ასეთ მახინჯ და უსახურ ფეხბურთს არავინ არ თამაშობს ( თამაშობდა) როგორც ვალენსია.
Walter White
18 მარტი 2024 02:04
1
გენაცვალე გიო ჩვენი სიამაყე ხარ !
ავთო
17 მარტი 2024 23:30
0
შენ შემოგევლე, ჩვენო ავაზავ!!!
D
17 მარტი 2024 23:17
0
"ვილიარეალის" მეკარემ უფრო უკეთესი შეფასება (მეტი ქულა) მიიღო
შალვა
17 მარტი 2024 22:52
13
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად,მამარდა გამოცხადდა.ვილიარეალის მეკარეც უშეცდომო იყო,მაგრამ მამარდამ უფრო ძნელი დარტყმები მოიგერია,პენალტის ჩათვლით.
სოსო
17 მარტი 2024 23:36
0
ამ წუთისთვის მამარდა საუკეთესო ქართველი ფეხბურთელია! თან დიდი უპირეტესობით ჯობია ყველა სხვა დანარჩენს!!!
სიმართლე
17 მარტი 2024 22:47
7
ნუ კარგით რა კომენტატორებო, რეებს საუბრობთ რა, ანუ პენალტი ცუდად დარტყმული იყოო და ა.შ. ბჯო მამარდა რომ საპირისპირო მხარეს გადამხტარიყო, როგორი პენალტი იქნებოდა ჰა, ანდა ძოფივით რომ გაწვა დაბალ კუთხეში სიგრძეზე, სოკრატესის თავით დარტყმულზე.. და გადარჩაო, მერე კი გამოასწორეთ, არა ხელი გაურტყიაო....
არა ვიცი რომ თქვენ ჩემზე ნაკლებად არ გულშემატკივრობთ მამარდას მარა, ცოტა უფრო მეტი გულისყური გამოიჩინეთ რეპორტაჟის დროს. ისე სეტანტას კომენტატორებს კი ჯობიხართ ასი თავით.
მალხაზ ჯობავა
17 მარტი 2024 22:17
0
ძალიან მაგარი თამაში ჩაატარა მამარდამ..უსახურ ფეხბურთს თამაშობს ვალენსია..ითქვა ნიუკასლზე და ყველა ქართველი ვოცნებობთ პრემიერ ლიგაში მამარდა და კვარა..
კიეზა
17 მარტი 2024 22:02
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული