ოსტატურად შეასრულა - საბა ლობჟანიძის გოლი MLS-ში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
MLS-ის მე-4 ტურში "ატლანტა იუნაიტედი" "ორლანდო სიტის" დაუპირისპირდა და მეტოქე 2:0 დაამარცხა.

შეხვედრაში ანგარიში მე-9 წუთზე საბა ლობჟანიძემ გახსნა. ქართველმა ფეხბურთელმა ჯაკუმაკისის ულამაზესი გადაცემით ისარგებლა და MLS-ის მიმდინარე სეზონში პირველი გოლიც გაიტანა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ერთა ლიგის ნახევარფინალური მატჩისთვის, რომელიც ლუქსემბურგის წინააღმდეგ 21 მარტს გაიმართება, საბა ლობჟანიძე განაცხადს მიღმა დატოვა.

"ატლანტა იუნაიტედი" ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 6 ქულით მე-7 ადგილს იკავებს.

alt"კვარაცხელია ცენტრში უფრო სასარგებლოა... რატომ არ გამოვიძახე ლობჟანიძე და საზონოვი?" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია

altსაბას ვეღარ

აჩერებენ - ლობჟანიძემ "დალასს" ბრწყინვალე გოლი გაუტანა [VIDEO]

altსადებიუტო გოლიც ასეთი უნდა - საბა ლობჟანიძემ "ნეშვილს" გაუტანა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 10 /
აზაროვი, ლობჟანიძე და არაბიძე 100%-ით გამოსაძახებლები იყვნენ. არანაირი გამართლება არა აქვს ამ 3 კაცის არგამოძახებას (ყაზაიშვილიც შეიძლებოდა კიდევ)
შაკო
14:24 18-03-2024
4
არა,semi, არა. ამიტომ არ თქვა უარი სანიოლმა. მან დაასაბუთა, დრო ჭირდება ბევრი ხანგრძლივი ფრენის შემდეგო. ჰო და აქ 100%-ით გეთანხმები. თან დევდერიანი ინტერვიუში ხაზგასმით აღნიშნავდა - ინტენსიობა და სისწრაფე (რაც არაბიძეს დაუწუნა) საკმაოზე მეტი აქვს ლობჟანიძეს. შე დალოცვილო, სანიოლს მივმართავ. შე კაი ადამიანო, ჩამოიყვანე, მეორე თამაშში ხომ დასვენებული იქნება, ხომ გამოგადგება?! ისევე როგორც არაბიძე. 15 წუთი რომ დააკლდება თამაშს, თუ გიჭირს - შეიყვანე, შეიძლება ისეთი ბუთქოს, რომ გადაგარჩინოს. რაღაც ეჭვები მიჩნდება. ამას რასაც ვწერ, რა მოფიქრება უნდა, რა ფეხბურთის ისეთი მცოდნე ვარ, რომ სანიოლს ან ძველ ფეხბურთელებს ვაჯობო (კობიაშვილს, მუჯირს, ხიზანიშვილს, იაშვილს...)?
alexandre
12:37 18-03-2024
0

სიახლეები პოპულარული