ბუდუმ "ფელტინს არენაზე" რეპეტიცია გაიარა და იომა

AutoSharing Option
მეორე ბუნდესლიგის 27-ე ტურში „კარლსრუე“ გასვლაზე „შალკეს“ დაუზავდა - 0:0

მატჩი იმ სტადიონზე ჩატარდა, სადაც 26 ივნისს საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში პორტუგალიას დაუპირისპირდება. დღევანდელმა შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოიწვია და „ფელტინს არენა“ პირთამდე გაივსო. „კარლსრუეს საქომაგოდ 5 ათასი გულშემატკივარი გაჰყვა. სტუმართა გუნდის თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე სასტარტოში იყო, თავდაუზოგავად გაისარჯა, სამჯერ შეეძლო გატანა, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი პირველ ტაიმში ტომაშ კალასმა დაბლოკა, ხოლო მეორეში - ტომას აუეიანმა. ერთხელ გატანა მეკარე პატრიკ დრევესმა არ დაანება. ქართველმა კენან კარამანს ყვითელი ბარათი
მიაღებინა. თუმცა, ბურთზე ბრძოლისას 63-ე წუთზე მეტოქეს ეუხეშა და თავადაც გააფრთხილეს. ბუდუ 69-ე წუთზე შეცვალეს.

„კარლსრუე“ 39 ქულით მეშვიდე ადგილზეა, ჩემპიონატის დასრულებამდე 7 ტურით ადრე პირველ ბუნდესლიგაში გადასასვლელ პლეი-ოფის ზონას 7 ქულა აშორებს და 6 აპრილს „სანტ პაულის“ უმასპინძლებს.

გელზენკირხენი. „ფელტინს-არენა“. 61 653 მაყურებელი
შალკე - კარლსრუე 0:0

მკითხველის კომენტარები / 6 /
ჩვენების ყველას თამაშს ვუყურებ, რომლებიც შესაძლებელია. გერმანიის რანგით მეორე ლიგა მაკვირვებს დონითაც და არანორმალური დასწრებითაც. მეორე ლიგის ერთერთი აუტსაიდერის (შალკეს) თამაშს ესწრება 60 ათას მაყურებელზე მეტი...
მერაბი-1960
19:20 31-03-2024
3
ნახეთ ბუდუ რა პიარშია
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული