კვარაცხელიამ ვარჯიში დაიწყო - "ნაპოლი" ხვიჩას იმედადაა

AutoSharing Option
"ატალანტასთან" განადგურებული "ნაპოლი" "მონცასთან" მატჩისთვის სამზადისს შეუდგა. კლუბის საიტის ცნობით, ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე ინდივიდუალურად ივარჯიშა.

Areanapoli აღნიშნავს, რომ ქართველის დაბრუნება ფრანჩესკო კალცონას გუნდისთვის უპირველესი მნიშვნელობისაა, რათა როგორმე ევროტურნირის საგზური მოიპოვონ და მომავალ შეხვედრაში აუცილებლად უნდა გაიმარჯვონ.

სერია A-ს 31-ე ტურის დაპირისპირება "მონცასა" და "ნაპოლის" შორის 7 აპრილს გაიმართება. ასე რომ, კვარაცხელიას მწყობრში ჩასადგომად დრო აქვს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ევროტურნირის საგზურის კი არა ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვიან ჯერ კიდევ იმიტომ რომჯ წელს იტალიას 5 გუნდი ეყოლება ლიგაზე და ნაპოლი მეხუთე ადგილს 6 ქულთ ჩამორჩება პლიუს კალენდარიც იოლი აქვთ რომასთან და ატალანტასთან შედარებით და კიდევ აქვთ შანსი
zura222
07:41 02-04-2024
6
ატირებულმა ნეაპოლელმა ტიფოზებმა,ღმერთს ჰკითხეს:ღმერთო,გვითხარი,მოვესწრებით ნაპოლის კიდევ გაჩემპიონებასო?-ღმერთმა ტირილი დაიწყო,მაგას მეც ვერ მოვესწრებიო!
სოსო
01:29 02-04-2024
22
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული