"თბილისის "დინამო" ძალიან დამეხმარა... როცა "ნაპოლიდან" წავალ..." - სერია A-მ "კვარას" ვიდეო გაავრცელა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს ოფიციალურმა გვერდმა "ნაპოლის" ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ქართველი ფეხბურთელი კარიერის საწყისი ეტაპისა და ნეაპოლური ცხოვრების შესახებ საუბრობს.

"ფეხბურთის თამაში ქუჩაში ჩემს მეგობრებთან ერთად დავიწყე, ვარჯიშების შემდეგ სტადიონზე მათთან ერთადაც ვთამაშობდი. ფეხბურთში ჩემი პირველი ნაბიჯები ქუჩიდან დაიწყო, სწორედ ასე გავიზარდე. ის, თუ როგორი სათამაშო სტილი მაქვს, სწორედ ამის დამსახურებაა. ქუჩამ ინსპირაცია მომცა, რასაც მოედანზე დღემდე ვიყენებ.

რვა წლის ვიყავი, როდესაც ფეხბურთის თამაში პროფესიონალურ დონეზე დავიწყე. კარგ აკადემიაში ვვარჯიშობდი, სამი წლის შემდეგ კი თბილისის "დინამოს" აკადემიაში გადავედი, იქ
5 წელიწადი გავატარე, მათ კარგი აკადემია აქვთ და შესანიშნავ ფეხბურთელებს ზრდიან, ეს გუნდი ძალიან დამეხმარა.

სერია A-ს თამაშებს ბავშვობიდან ვუყურებდი, იტალიელი მცველები ძალიან ძლიერები იყვნენ. როდესაც საქართველოში სიტყვა "იტალიას" ამბობ, პირველ რიგში, კარგ მცველებზე ფიქრობ.

მარადონა ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იყო. მასთან შედარება? ეს ცოტათი სიგიჟეა, თუმცა ჩემთვის უდიდესი პატივია და ამის გამო მადლიერი ვარ. სანამ "ნაპოლიში" გადავიდოდი, მამაჩემი ყოველთვის მეუბნებოდა, რომ მარადონა მსოფლიოში საუკეთესო იყო, არგენტინელი მამას კერპი გახლდათ.

რა თქმა უნდა, როცა ჩემი ოჯახი ნეაპოლში ჩამოდის, თუ იმ დღეს მატჩი არ მაქვს, ვცდილობ, რომ მათთან ერთად გავიდე და პიცა მივირთვათ, რადგან იტალიური სამზარეულო ძალიან მოსწონთ.

ქართველები და ნეაპოლელები ერთმანეთს ძალიან ჰგვანან, რადგან როდესაც რაღაცას ვაკეთებთ, გვსურს, რომ ეს საუკეთესოდ შევასრულოთ. გარდა ამისა, ფეხბურთი საქართველოშიც ძალიან უყვართ, ისევე, როგორც ნეაპოლში.

ფეხბურთში ტალანტი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩემი აზრით, თუ საკუთარი თავის გაუმჯობესებაზე ბევრს არ იმუშავებ, დაეცემი.

"ნაპოლისთან" ერთად სკუდეტოს მოგება სიგიჟე იყო. ამ ოცნების ასახდენად გრძელი და რთული გზა გავიარე, თუმცა ეს შევძელი და უბედნიერესი ვარ. ამ გუნდის ქომაგები მოტივაციას მაძლევენ, რადგან როდესაც ხედავ, თუ როგორ სურთ ტრიბუნებზე მყოფ ადამიანებს, რომ გაიმარჯვო, მზად ხარ, მათთვის ყველაფერი გააკეთო. ისინი გაძლევენ ენერგიას, როდესაც სირბილი აღარ შეგიძლია.

როდესაც "იუვენტუსი" გასვლაზე დავამარცხეთ და სკუდეტოს მოგებას მივუახლოვდით, ნეაპოლში დაბრუნების შემდეგ რაღაც დაუვიწყარი ხდებოდა, ამას სიტყვებით ვერ გადმოვცემ. ისინი ყვიროდნენ, მღეროდნენ... შემიძლია ვთქვა, რომ ეს ჩემი ცხოვრების საუკეთესო დღე იყო.

იტალიაში ჩემპიონი აქ გადმოსვლიდან პირველივე სეზონში გავხდი. ნეაპოლში ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, არა მხოლოდ ფეხბურთში, არამედ მოედნის გარეთაც. ვფიქრობ, უდიდესი გამოცდილებაა, როდესაც ასეთი ქალაქის ნაწილი ხარ. როცა აქედან წავალ, დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი რამ მომენატრება.", - განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ ინტერვიუში.


altდე ლაურენტისს ხვიჩასთან დაკავშირებით ახალი იდეა აქვს - რა პუნქტის შეტანას აპირებს "ნაპოლის" პრეზიდენტი კვარაცხელიას განახლებულ კონტრაქტში

მკითხველის კომენტარები / 15 /
გაუმარჯოს კვარას! წარმატებები!
ვერმიცანა
12 აპრილი 2024 11:55
1
ამხანაგ ივანიშვილოვის ბოტებო!
თუ რუსი მწვრთნელების დამსახურებაა ხვიჩას წარმატება, საკუთარ რუს ფეხბურთელებს რატომ ვერ ასწავლეს თამაში?
რეალობა
12 აპრილი 2024 10:42
7
კრემლებოტო ვასია!
მეტოდიჩკიდან პირდაპირ უნდა გადმოწერო რუსული პროპაგანდა. არ არის საჭირო გადმოთარგმნა. რუსული რუსებზე კარგად ვიცი.
რეალობა
12 აპრილი 2024 18:41
1
შენ ხომ არ დაგავიწყდა როგორ გარბოდით ნაცები ომიდან კაბაჩაცმულები 2008-ში?
რეალობა-ს
12 აპრილი 2024 16:44
4
ე.წ. "სექტა"-ს და სხვა რუსი ბოტების საყურადღებოდ!
რუსეთში გატარებული წლები იყო უაზროდ დაკარგული. შურიანი რუსი "костолом"-ები მისი ფეხების დამტვრევას ცდილობდნენ. სლუცკიმ აღიარა, რომ სულ დალურჯებული ფეხებით თამაშობდა და ყოველი თამაშის შემდეგ ყინულში ჰქონდა ფეხები.
რეალობა
12 აპრილი 2024 10:39
1
სად ხარ რომელ ევროპულ ქვეყანაში ხარ გათხოვილი? ნაცები კარგად თხოვდებიან ცისარტყელა ევროპაში..რაც შეიძლება მეტი მოშორდით საქართველოს..გაუმარჯოს ქართულ ოცნებას!
რეალობა-ს
12 აპრილი 2024 18:06
5
კვარა ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია, რადგან ის თავმდაბლობა და უბრალო ადამიანობა, რაც მას აქვს დიდი განძია!
შაკო
12 აპრილი 2024 10:32
2
წინ რუბინში…
!!
12 აპრილი 2024 09:48
12
გენაცვალე კვარა გულში! დიდი ადამიანი ხარ! უფალი გფარავდეს!
ირაკლი
11 აპრილი 2024 20:21
5
წარმატებები ეურო 2024ზე შენი იმედი გვაქვს მთელს ერს და შენს გვერდით ვართ:)
გიო9
11 აპრილი 2024 20:12
4
მთელი ერი?ქვედა კომენტარს გაეცანით?ეგ მართლა სექტანტი,საქართველოსკენ ან კვარასკენ იქნება თქვენი აზრით?)
12 აპრილი 2024 08:53
4
Უმადურობა ყველაზე ცუდი რამაა.არა არსებობს უმადური ადამიანი ბოლომდე წარმატებული იყოს.დაგეხმარა კი არა გაგზარდა და ამ ბოლო დროს ბევრი რამე გეშლება და იცოდე ძუდად დაგიჯდება
სექტა სახელწოდებით ,,კვარადონა"
11 აპრილი 2024 20:01
76
ეგ დინამო არ იყო ძირითადში რომ არ ათამაშებდა და რუსთავში გაუშვა , საიდანაც სიომინმა ნახევარ წელიწადში წაიყვანა ლოკომოტივში და იქ ათამაშებდა. დინამოს დონეს ვერ აკმაყოფილებდა ალბათ
დიმო
12 აპრილი 2024 00:03
5
გაგხეთქავს ბოღმა!!! რაც მალე, მით უკეთესი!!!
ბადრი
11 აპრილი 2024 23:58
1
მადლობა კვარა!!
L.J .
11 აპრილი 2024 19:11
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული