ჩაკვეტაძის "უოტფორდი" 90+9-ე წუთზე გაშვებული გოლით დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონშიფის 43-ე ტურში „უოტფორდი“ გასვლაზე „საუთჰემპტონთან“ 2:3 დამარცხდა.

თავიდან მასპინძლები 2:0 დაწინაურდნენ, შემდეგ სტუმრებმა ანგარიში გაათანაბრეს, მაგრამ ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ გოლი გაუშვეს და ზედიზედ ოთხი ფრის შემდეგ მარცხი განიცადეს.

სტუმართა გუნდის ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა. მისი გარჯა ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: sofascore 6.9, flashscore 6.7, whoscored 6.5.

„უოტფორდი“ 52 ქულით მე-15 ადგილზეა და 20 აპრილს „ჰალს“ უმასპინძლებს.

საუთჰემპტონი. „სტ. მერისი“
საუთჰემპტონი - უოტფორდი 3:2
გოლები: 1:0 სმოლბონი (1), 2:0 ადამსი (20), 2:1 პორტეუსი (34), 2:2 კონე (86), 3:2 დაუნსი (90+9)
მკითხველის კომენტარები / 9 /
ჩაკვე მაგარი კაცი და მაგარი ფეხბურთელია მისი იმედი მაქვს ევროზე. ის ნაკრებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი მოთამაშეა ფაქტიურად ეგ იწყებს ყველა შეტევას და ეგ აპრესინგებს მეტოქეს პასებსაც საოცრად აკეთებს.. ჩაკვე შენთანა ვართ ნურაფრის ნუ გეშინიაა:) წარმატებები
gio9
14 აპრილი 2024 11:56
1
კრიფა კრიფა ვერ აკრიფა- რა არის? ფორმა
გამოცანა
14 აპრილი 2024 08:33
11
რა არის აქ საკამათო? გიორგი რომ უმაღლესი კლასის ფეხბურთელია მგონი ეჭვი არავის გვეპარება მძიმე ტრამვის შემდეგ ნელნელა ფსიქოლოგიურათ და ფიზიკურათაც უკეთესობისკენ მიდის საქმე ბოლო წლებში ასეთი მხიარული სახეგახსნილი ჩაკვე გინახავთ ვინმეს? ხოდა მოითმინეთ ცოტაც აგერ ევროპა მოდის და მას აუცილებლათ შენიშნავენ ძლიერი ამბიციური კლუბების მესვეურები.
გიორგი
14 აპრილი 2024 08:17
1
მსაჯს რა დაგინებული ჰქონდა, სანამ არ გაიტანდნენ მასპინძლები, არ ამთავრებდა?
გუგა
14 აპრილი 2024 06:46
0
მოიმატა დამატებულმა წუთებმა
გიო
14 აპრილი 2024 02:24
0
რაღაც ამბავში დაგეთანხმებოდი, მაგრამ ორი რამ არის გასათვალისწინებელი მეგობარო:
1. შეიძლება გუნდის ტაქტიკა არ უწყობს ხელს გამოავლინოს ყველა თავიდი პლუსი
3. იმ ხანგრძლივი ტრავმიანობის შემდეგ ისიც კარგია 90 წუთს რომ უძლებს ასეთ ინტენსიურ ჩემპიონატში. ფიზიკურად ძალიან აქვს მომატებული. პასის კულტურა ისედაც უმაღლეს დონეზე აქვს. დანარჩენი მოვა ნელნელა იმედია. ფაქტია რომ 1 წლის წინანდელთან შედარებით საოცრად მოუმატა ფიზიკურად. როგორ იბრძოლეს ცენტრში ბერძნებთან მან, ქოჩორამ და კიტემ
ჩემი აზრით
13 აპრილი 2024 21:47
1
თუ გინდა შემდეგით, მარა არაფერი პერფორმანსები ამ, ბიჭს არ ააქ ტყუილად ვიტყუებთ თავს.
toy
13 აპრილი 2024 20:36
25
ნაკრების ბოლო ორი მატჩი,აბა რა იყო?ბერძნებთან,თან საყრდენი იყო,თან გამთამაშებელი და შემტევი.საქართვერლოს ნაკრების ნახევარდაცვას,არასოდეს უთამაშია და უბრძოლია,ასე მაგრად.ისე უმატებს,რომ გოლების გატანასაც მალე დაიწყებს.აუცილებლად დაიწყებს.დღევანდელი ჩაკვე,გაცილებით გუნდური მოთამაშეა,ვიდრე ტრავმამდელი„.მაშინ ახალგაზრდა იყო,თამაში მისდიოდა და რაკი სხვა წესიერი თავდამსხმელი არ გვყავდა,გუნდიც მისდევდა.დღეს კი,ჩაკვე გუნდს ათამაშებს და გუნდზე მუშაობს.
უოტფორდმა უეჭველად ბევრი გააკეთა,ჩაკვეს მომზადების ასამაღლებლად,მაგრამ თვითონ გუნდი მაინც და მაინც დიდი ვერაფერია.შემოქმედებითი ფეხბურთისა,დიდი არაფერი ესმის.უკეთეს კლუბში,მას შეუძლია გაცილებით უკეთესი თამაში აჩვენოს.
სოსო
13 აპრილი 2024 23:14
2
რა ფეხბურთელებთან ერთად თამაშობს ნანახი გაქვს? არაა კარგი გუნდი და რას ვითხოვთ ერთი კაცისგან?
^^^
13 აპრილი 2024 22:48
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული