ეს ქვილითაია იყო თუ მარადონა - გიორგიმ ზღაპრული გოლი გაიტანა და სტადიონი გადარია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კვიპროსის ჩემპიონატის 34-ე ტურში აპოელ-მა საკუთარ მოედანზე „არისი“ 2:0 დაამარცხა.

მასპინძლები დებიუტში ისამ ჩებაკემ დააწინაურა, 31-ე წუთზე კი მეტოქის კარი იშვიათად ლამაზი გოლით გიორგი ქვილითაიამ დალაშქრა. ქართველის გოლმა ადგილობრივი მედია მოხიბლა - 24sports-ი წერს, რომ ეს შოუ და ერთი მსახიობის თეატრი იყო. მას დუბლის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ პენალტი ვერ გამოიყენა.

გიორგიმ მიმდინარე ტურნირზე 28 მატჩში 8 გოლი გაიტანა. ის 82-ე წუთზე შეცვალეს, ლაშა დვალმა კი შეუცვლელად ითამაშა.

აპოელ-ი ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე 72 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ აეკ-ს 1 ქულით უსწრებს და 28 აპრილს
სტუმრად „ომონიას“ დაუპირისპირდება.

ნიქოზია. Neo GSP

აპოელ - არისი 2:0
გოლები: 1:0 ჩებაკე (8), 2:0 ქვილითაია (31)
გამოუყენებელი პენალტი: ქვილითაია (57, აპოელ)
გაძევება: სანე (70, არისი)

მკითხველის კომენტარები / 17 /
ნებისმიერი ვარსკვლავი ნეიმარი სუარესი ჰოლანდი მბამპე მესიცკი სიამოვნებით მოაწერდა ხელს...
კახა
22 აპრილი 2024 00:06
1
“გაგიჟდნენ” ჩვენი ბიჭები.მაგარი სტიმული აქვთ!
suxumchanin
21 აპრილი 2024 23:29
4
2-3ფეხბურთელის გარდა არც ერთს არააქ გარანტია რო სანიოლი ევროზე წაიყვანს და მიდის კონკურენცია
ლევანი
22 აპრილი 2024 08:38
1
ამას ქვია "გამარჯვებულის მენტალიტეტი"! რაც აქამდე აკლდათ ჩვენს ბიჭებს - ნოდარ ახალკაცის შემდეგ!
ვაჟა მასწავლებელი
22 აპრილი 2024 00:56
1

სიახლეები პოპულარული