This is a modal window.
The media could not be loaded, either because the server or network failed or because the format is not supported.
სტუმართა გუნდის ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა პირველი ტაიმის ბოლოს საჯარიმოს გარედან დალაშქრა მეტოქის კარი. მის ანგარიშზე მიმდინარე ტურნირზე 22 მატჩში 6 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა. კიტეიშვილი 71-ე წუთზე შეცვალეს, მისი თამაში Flashscore-მ 8.1 ქულით შეაფასა, ხოლო Sofascore-მ 7.3-ით.
გრაცული გუნდი „ზალცბურგის“ ათწლიანი ჰეგემონიის დამხობას ცდილობს, რომელიც დღეს კლაგენფურტში „აუსტრიასთან“ 3:4 დამარცხდა.
„შტურმი“ 38 ქულით ლიდერია, „ზალცბურგს“ 3 ქულით უსწრებს და 28 აპრილს ამ გუნდს სტუმრად დაუპირისპირდება, ხოლო 1-ელ მაისს კლაგენფურტში თასის ფინალში „რაპიდს“ შეხვდება.
ვენა. „ალიანც სტადიონი“
რაპიდი - შტურმი 1:3
გოლები: 0:1 ჰორვატი (8), 1:1 მაილიუ (19), 1:2 გაზიბეგოვიჩი (29), 1:3 კიტეიშვილი (44)
პირველ აპრილს ვერ შეხვდება ;-)