დონეცკურ გუნდში ირაკლი აზაროვი და გიორგი გოჩოლეიშვილი სათადარიგოები იყვნენ.
„შახტარს“ 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 61 ქულით ლიდერია და 1-ელ მაისს კიევში „ჩერნომორეცს“ დაუპირისპირდება. ეს მატჩი ოდესაში უნდა გამართულიყო, მაგრამ "მეშახტეთა" ბრაზილიელმა ლეგიონერებმა რუსეთის ავიადარტყმების საშიშროების შესაძლებლობის გამო თამაშის სხვა ქალაქში ჩატარება მოითხოვეს და მათი თხოვნა დააკმაყოფილეს.
ჩერკასი. „ჩერკასი არენა“
ლნზ - შახტარი 0:3
გოლები: 0:1 სიკანი (40), 0:2 სუდაკოვი (63), 0:3 ეგინალდუ (90+2)