„შტურმი“ პრასის დუბლით დაწინაურდა, მაგრამ მასპინძლებმა ანგარიშის გათანაბრება შეძლეს და ფრეს მიაღწიეს.
სტუმართა გუნდის ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი სასტარტოში იყო, მე-60 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო და 69-ე წუთზე შეცვალეს. აღსანიშნავია, რომ "ზალცბურგმა" თამაშში გარდატეხის შეტანა მისი მოედნიდან გასვლის შემდეგ მოახერხა. ქართველის თამაში Sofascore-მ 6.9 ქულით შეაფასა, Flashscore-მ კი 6.8-ით.
3 ტურით ადრე „შტურმი“ „ზალცბურგს“ 3 ქულით უსწრებს, მეოთხე საჩემპიონო ტიტულთან ახლოსაა და თასის მოპოვებაც შეუძლია.
გრაცული გუნდი 1-ელ მაისს თასის ფინალში
ზალცბურგი. „რედ ბულ არენა“
ზალცბურგი - შტურმი 2:2
გოლები: 0:1 პრასი (1), 0:2 პრასი (34), 1:2 ნენე (72), 2:2 კონატე (82)