კალცონამ განმარტა, რატომ შეცვალა კვარაცხელია

AutoSharing Option
"რომასთან" ნამატჩევს (2:2) ჩატარებულ პრესკონფერენციაზე "ნაპოლის" მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ ისაუბრა:

"ამ სეზონში ბევრი შეცდომა დავუშვით, მაგრამ დღეს ვნახე გუნდი, რომელმაც კარგად ითამაშა და სამ ქულას იმსახურებდა. ტაქტიკაზე ბევრი ვიმუშავეთ და დიბალას მოქმედების არეალი შევუმცირეთ. "რომა" კარგად იყენებს სტანდარტულებს და ის ორი მომენტიც სტანდარტულიდან შექმნა.

"კვარა"? ის დაიღალა. მუდამ ფრთხილად უნდა ვიყო, რომ ფეხბურთელებმა ტრავმა არ მიიღონ. მან ძალიან დიდი ენერგია დახარჯა. ხანდახან იძულებული ხარ შეცვლა გააკეთო. ფანტასტიკური ბიჭია და გადავწყვიტეთ შეგვეცვალა.

რა მოხდება ზაფხულში? არ ვიცი, ამაზე კლუბი იფიქრებს. დე
ლაურენტისი ჩემს რჩევებს არ საჭიროებს, უკვე 20 წელია ფეხბურთშია და კადრებს თავად შეარჩევს. მნიშვნელოვანი ფეხბურთელები გვყავს, რომლებმაც დღეს თავიანთი კლასი დაამტკიცეს, თუმცა სასურველ შედეგს ვერ მიაღწიეს".

მკითხველის კომენტარები / 6 /
ხვიჩა გამორჩეული იყო.!!!
ჯუჯი
09:10 29-04-2024
5
დაიღალაო? მერე, რამე მოიფიქრეთ, რომ აღარ დაიღალოს, თორემ გაგყავთ თუ არა მთელი გუნდი მოდის შეტევაზე.
დაუბრუნეთ ღირსება ქართულ ფეხბურთს
10:32 29-04-2024
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული