"ლევანს მამაჩემთან საერთოდ არ ულაპარაკია, სალუქვაძე სულ ისე ცივად ლაპარაკობდა ჩემზე... იძახდა მორჩა მაგის ფეხბურთიო" - რას ამბობს ჩაკვეტაძე "ბაიერნში" არშემდგარ ტრანსფერზე?

AutoSharing Option
Geo Team-თან ინტერვიუში "უოტფორდის" ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ სხვადასხვა თემაზე ისაუბრა. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა წარსულში "ბაიერნში" არშემდგარი ტრანსფერი გაიხსენა.

მოგეხსენებათ, ამის შესახებ თავდაპირველად ჟურნალისტი ლევან სალუქვაძე საუბრობდა და ამბობდა, რომ ჩაკვეტაძის მამა მისი შვილის "ბაიერნში" ტრანსფერს იმიტომ არ მიესალმებოდა, რომ მიუნხენურ კლუბში ვერ განვითარდებოდა და საბოლოოდ არჩევანი "გენტზე" გაკეთდა, რაც ლევანის თქმით, დიდი შეცდომა აღმოჩნდა.

"იქიდან დავიწყოთ, რომ მამაჩემს მსგავსი რამ არ უთქვამს. "ბაიერნში" ვერ განვითარდებიო რომ თქვა, გიჟი უნდა იყო. ჯერ საერთოდ არც ულაპარაკია ლევანთან მამაჩემს. მგონი თქვა კიდეც შევხვდიო
თუ რაღაც ეგეთი იყო, მგონი, არ ვიცი.

სალუქვაძის რამდენიმე ინტერვიუ მეც ვნახე, სულ ისე ცივად ლაპარაკობდა ჩემზე, ბოლოს ვნახე სლოვაკეთში რომ ვიყავი, იძახდა, მორჩა მაგის ფეხბურთიო.

"ბაიერნს" რაც შეეხება, ფიზიკურად ვერ წავიდოდი, რადგან უკვე წინასწარ მქონდა გაფორმებული "გენტთან" კონტრაქტი. ის დრო რომ დავაბრუნოთ, ზუსტად იგივენაირად მოვიქცეოდი და ისევ "გენტში" წავიდოდი, იმიტომ, რომ უფრო მეტი შანსი იყო "გენტში" მეთამაშა, ვიდრე იმ მომენტში "ბაიერნში". ალბათ, მოხდებოდა ისე, რომ წავიდოდი "ბაიერნში" და გამიშვებდნენ სადმე განათხოვრებით, სავარაუდოდ ეგრე იქნებოდა. ბელგიაში რომ ტრავმა არ მიმეღო, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა", - განაცხადა ჩაკვეტაძემ.

alt"არ შეიძლება ყველაფერი მწვრთნელს დავაბრალოთ, კაცმა დაგაყენა „ალმერესთან“ 10 ნომერზე, მთელი პირველი ტაიმი კარში არ დაურტყამს, მწვავე პასი არ გაუკეთებია..." - ლევან სალუქვაძემ გიორგი მიქაუტაძეზე ისაუბრა

alt"ბაიერნს" გიორგის შეძენა ძალიან უნდოდა, კონტრაქტი დამიდეს და ამ თანხებს გვიხდიდნენ, რუმენიგემ კი პირადად მითხრა, რომ..." - სალუქვაძემ ახსნა, რატომ არ გადავიდა ჩაკვეტაძე მიუნხენურ გრანდში

მკითხველის კომენტარები / 22 /
ჩაკვეტებაც ასეთი უნდა...
რას მიეკვეტ მოეკვეტები
05 მაისი 2024 18:19
0
ჩაკვე მგონი ცოტა ვერ ხარ მეგობარო ჯერ იძახი რო არ ულაპარაკია მამაჩემთანო მერე იძახი მგონი შეხვდაო.მერე იძახი როგორ შეიძლება ბაიერნიში ვერ განთვითარდეო და უცებ იმას აყოლებ გამანათხოვრებდნენ და სხვაგან გენტში წასვლა მირჩევნოდაო. Მეტი კი არაფერი უთქვამს შე დალოცვილო ლევანს პატარა ბავშვივით რო იბუტები
ქართველი
05 მაისი 2024 10:36
11
ცუდი ტიპია ეგ სალუქვაძე. წარმატებები გიორგის.
ნინა
05 მაისი 2024 09:37
8
ყოველთვის ვწერ და დავწერ, რომ ბარსელონას სათადარიგო სკამზე მეტად, ჭიათურის მაღაროელის ძირითადში თამაშით განვითარდებით, ამიტომ ყოველთვის წადით იქ, სადაც ჭირდებით და არა იქ სადაც წლობით გაგავითარებენ. მერე ის ბაიერნი გენტზე უკეთეს გუნდში გაანათხოვრებდა? ამას რატომ არ ფიქრობთ? გენტი მშვენიერი არჩევანი იყო რომ არა ტრამვა, მაგრამ ტრამვისგან ან სხვაგაანაა დაზღვეული ვინმე?
ჟორა
04 მაისი 2024 20:11
12
შენ ეგრე განვითარდი?
პრასი
05 მაისი 2024 01:09
8
მე არასოდეს მომისმენია ლევანისგან,რომ ეთქვას დამთავრდა მაგის ფეხბურთიო. როდესაც ფეხბურთელი ხარ,პასუხისმგებლობაც მეტი გაქვს,როდესაც რამეს ამბობ.მემგონი,ზუსტად არ ვიცი,შეიძლება, მომსმა,ალბათ და ა.შ. ესეთი ტექსტებით საუბარს სჯობს საერთოდ არაფერი თქვა.
წარმატებები საქართველოს ნაკრებს ევროზე
საქართველო
04 მაისი 2024 19:09
23
მე მომისმენია ძმა და ძალიან იქედნური ტონით. ახლა ვხვდები, თურმე რატომ ჰქონდა ასეთი აგრესია.
საქართველოს
05 მაისი 2024 03:57
1
“სალუქვაძისტებიც“ ყოფილან - ახალი კასტა, სალუქვაძის ექსპერტობაღა აკლია ფეხბურთს, მაგის „ტოტალიზატორშიკი“ ჟურნალისტობა არ გაიშვას.
ზაზა
04 მაისი 2024 18:59
13
ლევანი კარგი კაცი და მოაზროვნე, ფეხბურთის კარგად მცოდნე პიროვნებაა.ცუდად არაფერს ამბობს.თუ ამბობს სიმართლეს და სიმართლე ყოველთვის მწარეა.
ლაშა
04 მაისი 2024 18:04
21
პრინციპში იგივე არ თქვა ლევანმაც? გამოდის, მართალი უთქვამს — ბაიერნში ვერ განვითარდებაო ნიშნავს = რომ სათამაშო დრო არ ექნებოდა.
„დამთავრდა მაგის ფეხბურთიო“ ცოტა უხეში ნათქვამია, არაგულშემატკივრის, მაგრამ მგონია, რომ ფეხბურთელები ეგრე ყველაფერსაც არ უნდა ადევნებდნენ თვალს, რომელი ჟურნალისტი რას იტყვის და ინტაგრამზე ვინ რას მისწერს. ზოგი იმდენად არაადეკვატურია, ფსიქოლოგიას შეგირყევს. უნდა ჰყავდეთ ვინმე, ვინ გაუფილტრავს უაზრობებს და საზოგადოების ჯანსაღ კრიტიკას გააცნობს.
nika
04 მაისი 2024 15:05
8
სანიოლი გიჟი კი არ იყო,მარტის მატჩებისათვის მზადებისას,ფეხბურთელებს,ტელეფონების გადადება და გარე სამყაროსაგან გამოთიშვა რომ სთხოვა.სოციალური ქსელები,ძალიან ცუდად მოქმედებენ,სპორტსმენის კონცენტრაციაზე.
სოსო
04 მაისი 2024 15:44
0
სალუქვაძე ამბობდა შენზე "მორჩა მაგის ფეხბურთიო" ? რას ერჩი, სიმართლე უთქვამს
სიო
04 მაისი 2024 15:01
54
სიო, რატომ უთქვამს სიმართლე, სალუქვაძე, რომ შენი ბიძაშვილია?
სიო-ს!
04 მაისი 2024 17:39
5
შენ რაც გენტში გადაიტანე,იმ ტრამვას და მისი რეაბილიტაციის პერიოდს,ამის მერე თუ შენ ამბობ რომ იგივე არჩევანს გავაკეთებდიო ეხლაც,რავი ალბათ და რა თქმა უნდა უფრო ბევრი ნიუანსი შენ იცი და მაგიტომ ამბობ იგივეს ვიზამდიო...
ისე ძალიან ბევრ ფეხბურთელს გაუწყვეტია წინასწარი კონტრაქტი,მათ შორის ქართველსაც....
Lobotka
04 მაისი 2024 15:00
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული