Calciomercato: "ინტერი" მამარდაშვილის შეძენას ამ ფასად შეძლებს

AutoSharing Option
"ინტერი" "ვალენსიას" ორი ფეხბურთელის, გიორგი მამარდაშვილისა და კრისტიან მოსკერას დამატებით ინტერესდება. ამის შესახებ ინფორმაციას Calciomercato ავრცელებს.

წყაროს ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ "ღამურების" ქართველი მეკარის გამოსასყიდი თანხა 100 მილიონ ევროს შეადგენს, "ვალენსია" მზადაა "მამარდას" სანაცვლოდ ნებისმიერი შეთავაზება განიხილოს.

"ნერაძური" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნას მოუთმენლად ელოდება. "ინტერი" თავდაპირველად პიოტრ ზელინსკისა და მეჰდი ტარემის უფასოდ დაიმატებს. თუმცა ბეპე მაროტას ორი ფეხბურთელის დამატება "ვალენსიადანაც" სურს.

მილანელები "ღამურების" კარის დარაჯის, გიორგი მამარდაშვილისა და ახალგაზრდა ცენტრალური მცველის, კრისტიან მოსკერას დამატებითაც ინტერესდებიან. მამარდაშვილის გამოსასყიდი თანხა 100 მილიონ
ევროს, ხოლო მოსკერასი 25 მილიონ ევროს შეადგენს. 

მიუხედავად ამისა, "ვალენსია" მზადაა ორივე მოთამაშის სანაცვლოდ დათმობაზე წავიდეს და მამარდაშვილი 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ, ხოლო მოსკერა 15 მილიონი ევროს სანაცვლოდ "ინტერში" აღმოჩნდნენ", - წერს გამოცემა.

altმამარდაშვილის შემცვლელმა თვალცრემლიანმა დატოვა მოედანი - "ვალენსია" ზედიზედ მესამედ დამარცხდა [VIDEO]

altTodofichajes: პსჟ მზადაა, მამარდაშვილის სანაცვლოდ 35 მილიონი გადაიხადოს

altმამარდაშვილი "ატლეტიკოში" ობლაკის შეცვლის მთავარი კანდიდატია

მკითხველის კომენტარები / 9 /
მამარდა 100 მილიონი ევრო?! ეს სად წაიკითხეთ (კარგს იზამთ თუ წყაროს მიუთითებთ), ასეთი მაღალი ფასი, ბევრ ცნობილ ვარსკლავს და ძლიერ თავდასხმელს არა აქვს, არა თუ მეკარეს! ვფიქრობ, რომ რაღაც არასწორ ინფორმაციას აწვდით მკითხველს ან ეს სტატია ჟურნალისტმა კი არა მისმა სტაჟიორომა დაწერა...
MARADONA
17:13 07-05-2024
4
შეცდომაა .35მლნ მისი გამოსასყიდი თანხა
დავით 67
17:50 07-05-2024
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული