მიქაუტაძეს წითელი ბარათი გაუუქმეს და მომავალ ორ მატჩში ითამაშებს

AutoSharing Option
როგორც მოსალოდნელი იყო, ლიგა 1-ის სადისციპლინო კომიტეტმა "მეცის" თავდამსხმელ გიორგი მიქაუტაძეს "რენთან" მატჩში მიღებული წითელი ბარათი სამართლიანად გაუუქმა.

კლუბის საიტის ცნობით, მიქაუტაძეს წითელი ბარათი ყვითლით შეუცვალეს და ის 12 მაისს "სტრასბურგთან" და 19 მაისს პსჟ-სთან თავისი გუნდის დახმარებას შეძლებს.

"ეკიპი" წერს, რომ საღმა აზრმა გაიმარჯვა და გიორგი თავისი გუნდისთვის ლიგა 1-ში ადგილის შენარჩუნებისთვის ბოლომდე იბრძოლებს.

მიქაუტაძემ ზედიზედ ხუთ შეხვედრაში გაიტანა, სულ კი მის ანგარიშზე საფრანგეთის მიმდინარე ჩემპიონატზე 18 მატჩში 12 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
როგორც გავიგე,ყვითელი ბარათით შეუცვალეს სასჯელი და მაგით დაამთავრეს.არ ვიცი,ზუსტია თუ არა,ეს ინფორმაცია,მაგრამ თუ სიმართლეა,მაშინ მგონი ყველაფერი გასაგები ხდება და ეჭვებიც დასტურდება.
სოსო
19:03 09-05-2024
0
მაფიაა ეს ევროფეღბურთი და ჩვენ კიდე ვეტენებით იქ. მაგას აზიის პირველობა ჯობია
zura222
11:56 08-05-2024
22
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული