კვიპროსის ჩემპიონატის ბოლო, 36-ე ტურში „აპოელისა“ და „აეკის“ მატჩი 1:1 დასრულდა. „აპოელმა“ ისევე როგორც „აეკმა“ 73 ქულა დააგროვა, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლების წყალობით გაასწრო და ოცდამეცხრედ მოიპოვა ოქროს მედლები.
შეხვედრის დასრულების შემდეგ სტადიონზე და ქალაქში „აპოელის“ გულშემატკივრებმა გამარჯვება ზეიმით აღნიშნეს.
მასპინძელთა გუნდში ლაშა დვალმა შეუცვლელად ითამაშა, გიორგი ქვილითაიამ კი 82-ე წუთამდე. დვალმა ტურნირზე 27 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა, ხოლო ქვილითიამ 29-ში - 8.
ნიქოზია. „Neo GSP“
აპოელი - აეკი 1:1
გოლები: 0:1 ფარაჟი (5), 1:1 მარკინიოსი (9)