Il Mattino-ს ცნობით, პსჟ მზადაა "ნაპოლის" ხვიჩა კვარაცხელიაში 80 მილიონი ევრო შესთავაზოს, თუმცა ეს თანხა ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისისთვის, რა თქმა უნდა, საკმარისი არაა.
გამოცემა წერს, რომ დე ლაურენტისი კვარაცხელიას 130 მილიონ ევროზე ნაკლებად ვერ შეელევა. მეტიც, საერთოდ არ უნდა მისი გაშვება. ფეხბურთელის აგენტი აურელიოს მალე შეხვდება და სეზონური 1.5-მილიონიანი ხელფასის 6 მილიონამდე გაზრდას მოსთხოვს. სავარაუდოდ, "ნაპოლი" ანაზღაურების ბონუსებიანად 5 მილიონამდე მომატებას დათანხმდება.
აღნიშნულია, რომ "პარი სენ ჟერმენში" გადასვლის შემთხვევაში, ქართველის ხელფასი 8 მილიონი იქნება. ამ ინფორმაციას TuttomercatoWeb-ი
ადასტურებს.
"ეკიპი" კი იტყობინება, რომ პარიზულ გუნდში კვარაცხელიას გადაყვანით პირადადაა დაინტერესებული გუნდის მწვრთნელი ლუის ენრიკე და მან აგრეთვე კლუბის ხელმძღვანელობას ვიქტორ ოსიმენის (ნაპოლი), რაფაელ ლეაოს (მილანი) და ბერნარდო სილვას (მანჩესტერ სიტი) ტრანსფერების განხორციელება სთხოვა. მათი გამოსასყიდი ფასი, შესაბამისად, 130, 175 და 58 მილიონია.
ეხლა რაც შეეხება კვარას მაგას შემოვევლე მე! ჩემი დიშვილი ფეხბურთის აზრზე არ არის მაგრამ ისიც კი ხვდება 10 მილიონად ნაყიდ ფეხბურთელს 100 მილიონს რო აფასებენ ესეიგი ათჯერ აქვს მომატებული.
ვინც "თანამედროვე" ფეხბურთის აზრზეა და თამაშებს თვალს ადევნებს იმ გუნდში სადაც მეკარე არ გივარგა, დაცვა გყავს ნოლი, ბურთის ამრთმევი დამჭერი და საშვალო დონის პასის გამკეთებელი არ გყავს დებრუინისა და მესის პასებს არ ვგულისხმობ აი მარიორუის პასი რო სანატრებელი გაგიხდება ბლიად! ჩარბენებსა და მცველის გამწევ გამტყუებელ მოძრაობებზე რო აღარ ვილაპარაკო ხვიჩას ვინ რა უნდა მოთხოვოს თანამედროვე ფეხბურთში თითო ფეხზე თითო კაცი რო დაგაჯდება და იმ ორს კიდევ მესამე დააზღვევთ რა რეგრესი და რის უკუსვლა სამოციანი წლების ფეხბურთი კი არ არის მთელი გუნდი მოატყუო.
ხვიჩა არის ტალანტის ნიჭის შრომის გამბედაობისა და ვაჟკაცობის მიქსი და მადლობა ღმერთს რომ სულით ხორცით და სისხლით ქართველია!!! არა გურგენა გახდა იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი და ჩათლახ დელაურენტისს კიდე ანგარიში ეშლება. აფსუს სპალეტი...
მეგავარსკვლავი არა ჩემი ფეხები,საშუალო დონეც აღარაა.
ვუყურებ ესპანეთის ან ინგლისის მეორე და მესამე დონის გუნდის თამაშებს,ცეცხლებს ანთებენ ბიჭები…
ხვიჩუკას იქაც არ ვათამაშებდი. ამათმა კიდევ მეგავარსკვლავიო…