80 მილიონი და კოლო მუანი - "ნაპოლიმ" "პარი სენ ჟერმენისგან" კვარაცხელიას თაობაზე პირველი შეთავაზება მიიღო

AutoSharing Option
"ნაპოლიმ" "პარი სენ ჟერმენისგან" ხვიჩა კვარაცხელიას თაობაზე პირველი ოფიციალური შეთავაზება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას La Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, პარიზულმა კლუბმა ქართველი გარემარბის სანაცვლოდ "პარტენოპეის" 80 მილიონი ევრო და რანდალ კოლო მუანის იჯარით აყვანა შესთავაზა.

გამოცემის ინფორმაციით, "ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ეს წინადადება უკვე დაბლოკა. აურელიო "კვარას" 120/130 მილიონ ევროზე ნაკლებად გასხვისებას არ დათანხმდება.

ჯერჯერობით უცნობია, გააკეთებს თუ არა "პარი სენ ჟერმენი" კიდევ ერთ წინადადებას.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლისთან" მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წელს ეწურება.

alt"ახლა კვარაცხელიასგან შარშანდელი

თამაშის მოთხოვნა აბსურდია - გასხვისება შესაძლებელია" - იტალიელი ჟურნალისტები

altIl Mattino: პსჟ მზადაა კვარაცხელიას 8-მილიონიანი ხელფასი შესთავაზოს

მკითხველის კომენტარები / 26 /
მჯერა იმის რომ ხვიჩა თუ გადავა პარიზში ორჯერ გაეზრდება საგოლე
მოქმედების რაოდენობა, ლიგა 1 ში უფრო ადვილია თამაში ვიდრე სერია ა ში, თანაც ლიგა ერთი იმდენად დასუსტდა რომ უკვე ტოპ 5 შიც არ შედის, სერია ა კი ამ სეზონში ტიპ 5 ში მეორეა,
რობი
14 მაისი 2024 16:13
3
ვალენსიამ ტვიტერში დაწერა, რომ სტატისტიკის მიხედვით მამარდაშვილი ამ სეზონის საუკეთესო მეკარეა ესპანეთში (ანალიტიკოსების აზრით).
რეალობა
14 მაისი 2024 15:34
1
კოლო მუანის ფასი transfermarket-ის შეფასებით 60 მილიონი ევროა.
მაგრამ PSG თუ იჯარით აყვანაზე ლაპარაკობს, არ გამოდის სწორი არითმეტიკა.
რეალობა
14 მაისი 2024 15:30
1
რა უნდა კვარას პსჟ-ში?ფულის გულისთვის მომავალის დაკარგვა ... კვარა დაანებე თავი საფრანგეთს,ეცადე წახვიდე ფეხბურთის სამშობლოში.მხოლოდ იქ იციან შენისთანა ტალანტების ფასი.ჩვენ ქართველები ყოველთვის შენს გვერდით ვიქნებით.
555
14 მაისი 2024 15:03
15
რა უნდა კვარას პსჟ-ში?ფულის გულისთვის მომავალის დაკარგვა ... კვარა დაანებე თავი საფრანგეთს,ეცადე წახვიდე ფეხბურთის სამშობლოში.მხოლოდ იქ იციან შენისთანა ტალანტების ფასი.ჩვენ ქართველები ყოველთვის შენს გვერდით ვიქნებით.
555
14 მაისი 2024 15:00
12
სოსო რა გგონია, აქ რომ ქართულად პოსტავენ ქართველები არიან? მე ასე არ ვფიქრობ. 60-70იან წლებში ბევრმა არაქართველმა გადაიკეთა გვარი, ამის უამრავი ფაქტი ვიცი მე პირადად, ვითომ ქართველობენ, მაგრამ არ უყვართ ქართველები. ესაა ჩვენი, ქართველების ყველაზე დიდი უბედურება. მე 60 წელს მიტანებული კაცი ვარ და ხშირად მიფიქრია ამ პრობლემის მოგვარებაზე, მაგრამ პასუხი ვერ ვიპოვე.
სოსოს გია პაპასგან
14 მაისი 2024 20:41
4
პსჟში კი არ უნდა წასვლა,ნაპოლიდან წამოსვლაა,მნიშვნელოვანი.რაც შეეხება ქართველების გვერდით დგომას,ამ საიტზე ქართველები წერენ და კი ხედავ,რამდენ შეურაცხყოფას აყენებენ.საქმე ეროვნებაში კი არა,აღზრდაშია.
სოსო
14 მაისი 2024 16:56
2
ყველა გამოხმაურება
კოლო მუანი კი ღირს 40-50 მილიონი და გამოსულა აბა აურელინოსთვის სანუკვარი 120-130 :)
pablo
14 მაისი 2024 14:32
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული