80 მილიონი და კოლო მუანი - "ნაპოლიმ" "პარი სენ ჟერმენისგან" კვარაცხელიას თაობაზე პირველი შეთავაზება მიიღო

AutoSharing Option
"ნაპოლიმ" "პარი სენ ჟერმენისგან" ხვიჩა კვარაცხელიას თაობაზე პირველი ოფიციალური შეთავაზება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას La Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, პარიზულმა კლუბმა ქართველი გარემარბის სანაცვლოდ "პარტენოპეის" 80 მილიონი ევრო და რანდალ კოლო მუანის იჯარით აყვანა შესთავაზა.

გამოცემის ინფორმაციით, "ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ეს წინადადება უკვე დაბლოკა. აურელიო "კვარას" 120/130 მილიონ ევროზე ნაკლებად გასხვისებას არ დათანხმდება.

ჯერჯერობით უცნობია, გააკეთებს თუ არა "პარი სენ ჟერმენი" კიდევ ერთ წინადადებას.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლისთან" მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წელს ეწურება.

alt"ახლა კვარაცხელიასგან შარშანდელი

თამაშის მოთხოვნა აბსურდია - გასხვისება შესაძლებელია" - იტალიელი ჟურნალისტები

altIl Mattino: პსჟ მზადაა კვარაცხელიას 8-მილიონიანი ხელფასი შესთავაზოს

მკითხველის კომენტარები / 26 /
ვალენსიამ ტვიტერში დაწერა, რომ სტატისტიკის მიხედვით მამარდაშვილი ამ სეზონის საუკეთესო მეკარეა ესპანეთში (ანალიტიკოსების აზრით).
რეალობა
15:34 14-05-2024
1
კვარაცხელია კი იქნება რომელიმე ევროპულ კლუბში და მიიღებს შესაბამის გასამრჯელოს, მაგრამ ჩვენ რა გვეშველება? ისევ ითამაშებენ ჩვენი კლუბები სნგ-ს თუ რუსეთის ჩემპიონატში? ისევ გვექნება ღირსება და "ზასლუჟენი მასტერ სპორტა" წოდება? მოგვიწევს ალბათ ისევ ვირონეჟელი ნატაშების ყურება და 37 ლარად( ბიძინას დაპირება) ლიპეცკში ფრენა. გაიხარეთ ყაველაშვილ- სუბარ- კობახიძეებო,თბილისის თავზე სამფეროვანი რუსული დროშა ფრიალებს.
ვაი თქვენს პატრონს უბედურს
ჟორა
16:52 14-05-2024
62
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული